ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

მურთაზ ხურცილავა: უკვე რამდენი წელია, სიმართლეს არ ვლაპარაკობთ...

მურთაზ ხურცილავა: უკვე რამდენი წელია, სიმართლეს არ ვლაპარაკობთ...

ბატონ მურთაზს ქართულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებაზე ველაპარაკეთ და რასაც ის ამბობს, ზოგისთვის ალბათ მიუღებელი იქნება
ერთი პერიოდი მურთაზ ხურცილავა აღარ ჩანდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. ახლა კი ისევ იქ არის, საპატიო ვიცე-პრეზიდენტია.

ხურცილავას მალე 70 წელი შეუსრულდება, თუმცა მასთან ინტერვიუზე რომ მივედი, მითხრა, ამჯერად განვლილ ათწლეულებს ნუ მიმოვიხილავთო. ხურცილავასაც ქართულ ფეხბურთში შექმნილ ახლანდელ ვითარებაზე ველაპარაკეთ და ბატონი მურთაზიც მხოლოდ ზოგადი საუბრით არ შემოიფარგლა.

ხურცილავა ის ფიგურაა, რომლის ნათქვამი ყოველთვის ყურადსაღებია. რასაც ის ამ ინტერვიუში ამბობს, ზოგისთვის ალბათ მიუღებელი იქნება, თუმცა სავსებით ნორმალურია - ქართულ ფეხბურთში ბევრი ისეთი საკითხია, კამათი მართლაც რომ შეიძლება...

- რამდენიმე თვე ისე გავიდა, მურთაზ ხურცილავა ფეხბურთის ფედერაციაში არ უნახავთ - რა იყო ამის მიზეზი?

- ფეხბურთიდან არასდროს წავსულვარ, საპატიო ვიცე-პრეზიდენტი ვარ ამ დროისთვის, მერე კი შესაძლოა რაღაც-რაღაცები შეიცვალოს.

- გაუჩინარების მიზეზი, ალბათ, თქვენი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა იყო...

- ფეხბურთში დროებით არ ვჩანდი. ალბათ ყველამ იცის, რომ მარტვილის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ვიყრიდი. აღარ მსურს ამაზე ლაპარაკი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მარტვილში არჩევნებისას მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო.

- ფეხბურთელის კარიერის შემდეგ არცთუ მცირე სამწვრთნელო გამოცდილება მიიღეთ. არასდროს გიფიქრიათ იმაზე, რომ ხელმეორედ დაბრუნებოდით ამ საქმეს?

- მწვრთნელობა ისედაც რთული პროფესიაა, საქართველოში კი განსაკუთრებით, პირობებს ვგულისხმობ. ახლახან "ზუგდიდს" შეექმნა პრობლემები... მოკლედ, მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის.

- საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყავით. გქონდათ საფუძვლიანი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან ქართულ ფეხბურთში შექმნილ ვითარებაზე?

- რა თქმა უნდა, ასეთი საუბარი გვქონდა. ბატონი ბიძინა ისეთი პიროვნებაა, რომ ყველა საჭირბოროტო საკითხი აინტერესებს. წინასწარ არ მიყვარს საუბარი, მაგრამ ერთი ვიცი - ივანიშვილი ქართულ ფეხბურთს დაეხმარება.

- ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხი საქართველოს ეროვნული ნაკრებია. ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ჩვენი ეროვნული გუნდის შედეგი თითქმის ერთი და იგივეა...

- მე მაინც მგონია, რომ სანამ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონე არ ამაღლდება, ჩვენი ნაკრები სულ ამ მდგომარეობაში იქნება. თემურ ქეცბაიას, მისი თანაშემწეების და ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, ნაკრებს ასეთი შედეგი აქვს. ფაქტია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ჩვენს ყველა ნაკრებს კარგ პირობებში ამყოფებს, რასაც მწვრთნელები იტყვიან, ყველაფერი სრულდება. ეს პირადად ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას დამსახურებაცაა.

- ადრე არაერთხელ გითქვამთ, ეროვნულ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი უხდებაო -ახლაც ამ პოზიციაზე ხართ?

- და რომელი უცხოელი მწვრთნელის ხელში აჩვენა საქართველოს ნაკრებმა უკეთესი შედეგი? ნაკრებს თავი რომ დავანებოთ, რომელ ქართულ კლუბში მოხდა ისე, რომ უცხოელ მწვრთნელს ქართველზე უკეთესი შედეგი ჰქონდა?

მიმაჩნია, რომ ქართველი მწვრთნელი უცხოელზე უკეთ აუღებს ალღოს აქაურობას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართველს უფრო შესტკივა გული ჩვენს ნაკრებებზე და კლუბებზე, ვიდრე უცხოელს. ასე რომ, ისევ ქართველი მწვრთნელების მომხრე ვარ.

- ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა ბირთვზე რას იტყოდით? საინტერესოა თქვენეული შეფასება...

- ბირთვს 6-7 ფეხბურთელი უნდა შეადგენდეს და ყველანი გუნდის წამყვანი მოთამაშეები უნდა იყვნენ. დღეს ამდენი წამყვანი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს. ერთი-ორი წამყვანი ფეხბურთელი ბევრს არაფერს ნიშნავს...

- და ვინ მიგაჩნიათ გამორჩეულ ფეხბურთელებად საქართველოს ნაკრებში?

- ამ ნაკრებში არაერთი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ რასაც მართლა გამორჩეული ჰქვია, ეს სულ სხვა რაღაცაა. არ ვიცი, ასეთი ვინ არის საქართველოს ამ ნაკრებში...

- რას ურჩევდით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს?

- რჩევა რომ საქმეს შველოდეს, მათ ჰყავთ მრჩევლები. საქმე ისაა, რომ დიდი განსხვავებაა კლუბსა და ნაკრებში თამაშში. ნაკრებში თავი რომ გამოიჩინო, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი უნდა იყო. ნაკრებში სულ სხვა მოთხოვნებია...

- ანუ ჩვენი ნაკრების მთავარ პრობლემად ფეხბურთელი მიგაჩნიათ?

- ფეხბურთელი პრობლემაა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ კარგი შედეგის მიღწევას ვგულისხმობთ.

- და გამორჩეული ფეხბურთელები რომ აღარ არიან საქართველოს ნაკრებში, ეს რისი ბრალი უნდა იყოს?

- ასეთი პრობლემის წინაშე მხოლოდ საქართველოს ნაკრები როდია. ქართულ კლუბებს ლეგიონერები რომ ჩამოჰყავთ, ეს გამართლებულად არ მიმაჩნია, რადგან ჩვენთან არ ჩამოდის იმ დონის ლეგიონერი, როგორიც სასურველი იქნებოდა.

- "დინამოს" ესპანელი ლეგიონერი ჩისკოც არ მოგწონთ?

- ჩისკოს დონის ფეხბურთელი საქართველოში არ არის? ლეგიონერი ადგილობრივ ფეხბურთელს ათი თავით თუ არა, ერთი თავით მაინც უნდა სჯობდეს, ჩვენთან კი უმეტეს შემთხვევაში ასე არ ხდება.

ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ლეგიონერებზე ლიმიტი დაწესდება და ქართულ კლუბს არაუმეტეს სამი ლეგიონერის მოწვევის უფლება ექნება. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ჩვენს ნაკრებს გამოადგება. საქართველოში ლეგიონერი ჩამოიყვანო, სათადარიგოთა სკამზე იჯდეს და იქაც ქართველის ადგილს იკავებდეს, ამას დადებითად ვერ შევაფასებ...

- უკეთესობას როდის უნდა ველოდოთ ქართულ ფეხბურთში?

- უკვე რამდენი წელია, რაც სიმართლეს არ ვლაპარაკობთ - საქართველოს ნაკრებს ამ რესურსით ვერ ექნება ის შედეგი, რაც ჩვენ ყველას ასე ძალიან გვინდა და წარუმატებლობა მხოლოდ მწვრთნელებს არ უნდა დავაბრალოთ.

- ამ ცოტა ხნის წინათ აქტუალური გახდა ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების თემა - თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- დღევანდელი სიტუაცია ნამდვილად არ ითხოვს რიგგარეშე არჩევნების გამართვას.

- მიგაჩნიათ, რომ წინა ორი არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდა?

- დიახ და ვფიქრობ, რომ ამაზე უფრო სხვა რამეა საზრუნავი ქართულ ფეხბურთში.

- ზვიად სიჭინავამ ორჯერ ისე გაიმარჯვა არჩევნებში, რომ მეტოქე არ ჰყოლია - ეს არ არის დამაფიქრებელი?

- წამოეყენებინათ მერე კანდიდატურა, ვისი შეეშინდათ?..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რომან ფიფია: ჩისკო საქართველოს ნაკრებს სჭირდება და დროა, შანსი მივცეთ

ზვიად სიჭინავა: მიშელ პლატინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას გეგმავს

• vep1963

ქართული ფეხბურთის ერთერთი გამორჩეული ყვარყვარე.

• G-XIII

ერთი ცხადია რომ ბატონი ხურცილავა ლეგენდარული ფეხბურთელი იყო, მაგრამ არ მესმის რა საჭიროა სირაქლემას როლის თამაში?? და თუ ქართულ ფეხბურთს სიჭინავა აყვავებს მაშინ აღარ ყოფილა საშველი. მაგრამ როგორც იტყვიან "ნეტარ არიან მორწმუნენი!"

• x

რა ქნას უკვარს კაცს ფულიიიი

• beso

ძალიან ფულის მოყვარული ტიპია,სადაც ფულია ესეც იქაა.ამით ყველაფერი ნათქვამია

• guja_kakhadze

თუ ნაკრებს ამ ფეხბურთელებით შედეგი არ ექნება, ის თანხები ბავშვთა ფეხბურთს მოახმარეთ!!!!

• dudu

რა სამწუხაროა, რომ ასეთი არაკეთილსინდისიერი და არაკომპეტენტური ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით. ამინდს ეგენი ქმნიან. უმრავლესობაა ეგეთი. და არ დაიწყოთ ეხლა, რა დონის ფეხბურთელი იყო და რამე. ეგ მეც ვიცი, მარა ეგ სხვა თემაა.

• Walkabout

გასაგებია რომ ლეგენდაა, დამსახურებული ვეტერანი და ა.შ. მაგრამ რა სამწუხაროა რომ გაგებაში არაა რაზე საუბრობს, ისეა ფეხბურთის ცოდნასთან როგორც ვირი ტურნიკთან... ფეხბურთს რომ კარგად თამაშობდი არ ნიშნავს რომ მის მენეჯმენტსა და განვითარებაში რამე გაგეგება, მაგრამ მაინც სამწუხაროა, ასეთი საფეხბურთო წარსული და ასეთი დილეტანტიზმი?

• დათო

მურთაზ ხურცილავას რა ალაპარაკებს საერთოდ? გლდანში რომ ჩაიგდო ხელში იმხელა ტერიტორია შევარდნაძის დროს საფეხბურთო სკოლის აშენების პირობით და ბაზრობად აქცია, რომ მუდმივი შემოსავლის წყარო ჰქონოდა, ხო არ გონია, რომ დაავიწყდა ვინმეს? ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებიც სამართლიანად ჩატარდა ხო?? და ვისი შეეშინდათ არა? ნემსაძეც ალბათ თავისი ინიციატივით გადადგა არჩევიდან ნახევარ საათში!!! რა მნიშვნელობა აქვს როგორი ფეხბურთელი იყავი თუ უნამუსობას დაიწყებ მერე? თან არაკომპეტენტური რომაა ძალიან კარგად ჩანს ამ ინტერვიუში. ჩისკო ყოფილა თურმე პრობლემა და განვითარების შემაფერხებელი. ზელიჩის, ოვონოს, ჩისკოს გვერდით უფრო მეტს სწავლობენ ახალგაზრდები. საქართველოში არაა იმდენი ლეგიონერი, რომ ადგილბრივ კადრებს მაგით პრობლემა ჰქონდეთ, სისულელეა ეს და მეტი არაფერი. საპატიო ვიცე-პრეზიდენტი კი არა საერთოდ არ უნდა გააკარო ფეხბურთს ახლო. ქეცბაიამ რომ მიაკაჩავა ეგ და კიდევ ერთი ,,პროფესორი” მარიოტში, ხო იჯდა დადუმებული და ვერ იღებდა ხმას? ამათ ხელში თუ მოექცა ისევ ფეხბურთი, კაი ხანი არაფერი გვეშველება

ანდრეს ინიესტა - ფინანსური თაღლითობის საქმის ფიგურანტი პერუში

"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა

"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა

"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა

თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა

"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი

[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა

საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა

კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა

U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში

15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება

ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ - დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ

ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო - ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი

"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ

ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში

18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით

"მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა" - შენგელიას "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი

"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა

სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა

"დაბრუნდება თუ არა მესი "ბარსელონაში"? - "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა არგენტინელის ირგვლივ კითხვებს წერტილი დაუსვა