როცა შეხვედრის ბედი წყდებოდა, გამყრელიძის შეჩერება ვერც ერთმა ულმელმა მოახერხა

ლაშა გამყრელიძე და "გისენი" აღარ ხუმრობენ. ისინი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის სამეულში არიან - 4 მოგება, 1 წაგება.

გუშინ ლაშამ "გისენს" მეოთხე მატჩი მოაგებინა - "ულმი" 88:81 დაამარცხა. წარმატების ქართველისთვის მიწერა გადაჭარბებული სულაც არ არის - მაშინ, როცა შეხვედრის ბედი წყდებოდა, გამყრელიძის შეჩერება ვერც ერთმა ულმელმა მოახერხა: სირენამდე 7:35 წუთით ადრე ლაშამ დრიბლინგი ორქულიანით დაასრულა, რის შემდეგაც "გისენმა" 8-ქულიანი ფორა მოიპოვა (71:63). გავიდა ოთხი წუთი და სხვაობა ისევ 8 ქულა იყო. სწორედ ამ დროს გამყრელიძემ ერთმანეთის მიყოლებით ორი ორქულიანი ჩააგდო და მატჩის დასრულებამდე 2:11 წუთით ადრე ტაბლოზე 81:69 დააფიქსირა. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა...

"გისენის" ქართველი გამთამაშებელის მონაგარი ეფექტურად გამოიყურება: 32 წუთი, 12 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა.

გერმანიის ჩემპიონატში მეოთხე და მეხუთე ტურები ერთმანეთს გადაება. "ულმთან" მატჩზე უკვე მოგითხრეთ, ახლა ორიოდე სიტყვას "ოლდენბურგი" "გისენის" შეხვედრაზე ვიტყვით. ამ მატჩამდე ორივე გუნდი უძლეველი იყო.

მესამე პერიოდის შემდეგ ოლდენბურგელები 60:48-ს იგებდნენ. მეოთხის დასაწყისში ლაშა გამყრელიძემ ჯერ ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ სამიანი, ამას მოჰყვა შედეგიანი პასი ფრისის მისამართით და სხვაობა ხუთ ქულამდე შემცირდა (55:60). გამოფხიზლებულმა გისენელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა მარცხს თავი მაინც ვერ აარიდეს - 67:74.

ლაშამ 28 წუთში 7 ქულა, 3 პასი, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოინაგრა.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა