26 დეკემბერს "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის ახალ სპორტ-კაფეში სფფ-ის წლის შემაჯამებელი დაჯილდოება გაიმართება
26 დეკემბერს "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის ახალ სპორტ-კაფეში სფფ-ის წლის შემაჯამებელი დაჯილდოება გაიმართება.

მოგეხსენებათ, სფფ-მ სპეციალური ანკეტების მეშვეობით, ორ ნომინაციაში - 2012 წლის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და 2012 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - გამოჰკითხა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელები და კაპიტნები, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები და სპორტული ჟურნალისტები.

გამოკითხულებმა თითო ნომინაციაში სამ-სამი ნომინანტი ამოირჩიეს და რიგითობის მიხედვით შესაბამისი ქულები მიანიჭეს.

ამასთან, სფფ-ის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მიმდინარეობს გულშემატკივრის რჩეული, 2012 წლის საუკეთესო ლეგიონერის გამოსავლენი გამოკითხვა, სადაც ამ დროისათვის მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობაა დაფიქსირებული, რაც ძალიან სასიხარულოა, რომ ქართველი გულშემატკივარი ასე აქტიურადაა ჩაბმული თავისი ფავორიტის გამოსავლენად.

"ფეისბუქში" მიმდინარე გამოკითხვა დღეს, გვიან ღამით დასრულდება და შესაბამისად, ყველა ერთად გავიგებთ ქართველ გულშემატკივართა რჩეულის ვინაობას.

25 დეკემბერს უკვე დასრულდა ანკეტების მიღებაც და ამჟამად მიმდინარეობს ქულების დაჯამების პროცესი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ წლის შემაჯამებელი დაჯილდოება 26 დეკემბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის ახალ სპორტ-კაფეში გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ისგან სპეციალური პრიზები გადაეცემა: გულშემატკივართა (ფეისბუქის) რჩეულს, 2012 წლის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს, 2012 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს და სფფ-ის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელს.

დაჯილდოებასთან ერთად, ღონისძიებაზე შევაჯამებთ გასულ წელს, მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს და საგანგებოდ დამზადებული ვიდეოკლიპებიდან, ყველა ერთად, კიდევ ერთხელ გავიხსენებთ გასულ წელს ქართულ ფეხბურთში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან მოვლენას.

დაჯილდოებას დაესწრებიან საგანგებოდ მოწვეული სტუმრები, ქართული კლუბების ხელმძღვანელები, ნაკრებების მწვრთნელები, ნომინანტები, ფეხბურთელები და რაღა თქმა უნდა, სპორტული მედიის წარმომადგენლები.

gff.ge

mito
სად იყვნენ ამდენი ხანი ნაციონალებზე რო ლოცულობდნენ ეხლა გამოყვეს ტავი და ტურმე პრობლემა კონიატ
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა