"საქართველოს ნაკრებში ორი წელია, რაღაც ინერგება, მაგრამ ჯერ ვერ ვხვდები, რა ყალიბდება..."
2012 წელი ლევან ყენიასთვის მძაფრსიუჟეტიანი გამოდგა. ორწელიწადნახევრიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მან ტრავმა ბოლომდე მოიშუშა, ითამაშა ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში, თითქმის გადაწყვეტილი იყო მისი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" ჩარიცხვა, მაგრამ ეს არ გამოვიდა და ლვოვის "კარპატიში" გადავიდა.

როცა ყენია თემურ ქეცბაიამ თურქეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა და არ ათამაშა, ფეხბურთელმა მჭექარე განცხადება გააკეთა - სანამ ქეცბაია იქნება ნაკრების მწვრთნელი, ეროვნულ გუნდში არ ვითამაშებო (იხილეთ ვრცლად).

თუმცა თანდათან ურთიერთობა დარეგულირდა და ყენიაც ნაკრების ფეხბურთელად ითვლება.

ლევან ყენია ახლა თბილისშია და ინტერვიუც ჩამოვართვით.

- 2012 წელი ჩემთვის ძალიან ბედნიერი გამოდგა, განსაკუთრებით, ბოლო თვეები. ორი დამღლელი წლის შემდეგ გამოვჯანმრთელდი. ბევრი რაღაც მოხდა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.

- გელზენკირხენის "შალკეში" დანავსული პერიოდი გქონდა. ტრავმის შემდეგ არაერთხელ დაიწყე ვარჯიში, მაგრამ უშედეგოდ. რა იყო ამის მიზეზი? ალბათ ის, რომ მოედანზე გასვლა ძალიან გეჩქარებოდა...

- უფრო "შალკეს" ექიმები და მწვრთნელები მაჩქარებდნენ. რა თქმა უნდა, გამოუცდელი ვიყავი და მეც ძალიან მინდოდა, რომ რაც შეიძლება მალე დამეწყო თამაში. სამწუხაროდ, სამი ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.

მესამე ოპერაციის შემდეგ ექიმმა მითხრა, თუ გინდა ისევ ითამაშო ფეხბურთი, დიდი ხანი მოგიწევს ლოდინიო და მეც ყველანაირად ვცდილობდი, ამ რჩევისთვის დამეჯერებინა.

სარეაბილიტაციო პროცესს ერთი წელი დასჭირდა. ვარჯიში მაშინღა განვაახლე, "შალკესთან" კონტრაქტის დასრულებამდე ექვსი თვე რომ იყო დარჩენილი.

- თემურ ქეცბაიამ კი ნაკრებში 1 მარტს ალბანეთთან ამხანაგური მატჩისთვის გამოგიძახა და ბოლო 15 წუთი გათამაშა კიდეც...

- იმ მატჩამდე სამი კვირით ადრე დავიწყე ვარჯიში და რა თქმა უნდა, საალბანეთოდ ფორმაში არ ვიყავი. მერე რაც ხდებოდა "შალკეში", იმის გახსენებაც არ მინდა. ფეხბურთელს უკვე ეშინია მოედანზე გასვლის იქ, სადაც სულ ტრავმა ჰქონდა და სადაც სულ გაჩქარებდნენ.

- "შალკეში" გასახსენებელი კარგი არაფერი გაქვს?

- დასაწყისი კარგი იყო. ფელიქს მაგათი რომ მოვიდა მწვრთნელად, სასტარტოშიც მითამაშია და შეცვლაზეც. ძლიერი გუნდი გვყავდა და ბედნიერი ვიყავი "შალკეში" თამაშით, მერე კი იყო ტრავმები...

- ქეცბაიამ მეორედ მაისში თურქეთთან ამხანაგური მატჩისთვის მიგიწვია, თუმცა მოედანზე გასვლის საშუალება აღარ მოუცია და მწვავე განცხადებაც გააკეთე, ქეცბაიას ნაკრებში არ ვითამაშებო - ეს ცხელ გულზე იყო ნათქვამი?

- ქეცბაიასთან ალბანეთთან მატჩამდეც მქონდა საუბარი, მირეკავდა და ნორმალური ურთიერთობა გვიყალიბდებოდა. მეგონა, რომ თურქეთთან ცოტა სათამაშო დროს მომცემდა, მაგრამ ასე არ მოხდა და გულდაწყვეტილი დავრჩი.

რაც შეეხება მწვავე განცხადებას, მართლაც ცხელ გულზე იყო ნათქვამი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მქონდა კარიერაში და...

რაც მოხდა, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი დავიწყებულია.

- სწორედ იმ პერიოდში გაჩნდა "ზენიტის" ვარიანტი. იმავე დროს, რეალური შეთავაზება გქონდა ბერლინის "ჰერტადან", თუმცა მეორე ბუნდესლიგაში თამაშს "ზენიტის" ვარიანტი ამჯობინე, რაც არ გამოვიდა და ამით ალბათ ფსიქოლოგიური ტრავმაც მიიღე...

- ჩემი, ფეხბურთელის, მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდეთ, კარგა ხნის უქმობის შემდეგ "ზენიტმა" მისაღები პირობები შემომთავაზა.

"ზენიტში" მისვლა სწორი იყო თუ არა, ერთია; მეორეა ის, რომ გარკვეული გამოცდილება მივიღე, ახლა უკვე მეცოდინება, სად - საბავშვო ბაღი და სად - გუნდი.

- საბავშვო ბაღში რას გულისხმობ?

- "ზენიტს", რადგან არასერიოზულად იყო მომზადებული ჩემი ტრანსფერის თემა, ამ საქმისადმი დამოკიდებულება.

- მაინც რატომ არ გამოვიდა შენი ტრანსფერი "ზენიტში"? ფაქტია, რომ წინასწარი კონტრაქტი გაფორმებული გქონდა და გუნდს ორ შეკრებაზე ახლდი...

- მწვრთნელს და ფეხბურთელებს რომ არ უნდიხარ, რა აზრი აქვს ასეთ გუნდში ყოფნას?! ჰოდა, მეც დავიხურე ქუდი და წამოვედი.

- საბოლოოდ ლვოვის "კარპატიში" აღმოჩნდი და ითქვა, რომ თემურ ქეცბაიამ გაგიწია რეკომენდაცია...

- აბა, რა გითხრათ, "კარპატიდან" შემოთავაზება იქ გადასვლამდე ექვსი თვით ადრე მქონდა. საქმეს ჩემი აგენტი სერგო ქუთათელაძე უძღვებოდა.

"კარპატიში" ჩემს ტრანსფერს კლუბის ხელმძღვანელობა წყვეტდა. გავიგე, რომ ქეცბაიას დაურეკავს "კარპატის" მწვრთნელისთვის და ჩემზე ულაპარაკია.

"კარპატის" ახლანდელი მწვრთნელი ნიკოლაი კოსტოვი ძალიან კარგი სპეციალისტია და მასთან მუშაობა მსიამოვნებს. არასასიამოვნოდ მივიღე ქეცბაიას სატელევიზიო გამოსვლა ბიძაჩემთან, გიორგი კიკნაძესთან დაკავშირებით.

საქართველოს ნაკრებში სამუშაო სიტუაციას ვერ შევეწყვე, მწვრთნელის თვისებებს ვგულიხმობ. მე სულ სხვანაირი მწვრთნელები მომწონს.

- მაინც როგორი მწვრთნელები?

- ისეთი, როგორიც "კარპატიში" გვყავს. რაც შეეხება ქეცბაიასთან ურთიერთობას, მე არ მომწონს ის ფეხბურთი, რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს.

მანამდე საქართველოს ნაკრები შემტევ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა, ახლა კი... დაცვაში ჩავჯდეთ - სულ ასე ვერ ვითამაშებთ...

- როგორც უნდა იყოს, ნაკრებისთვის საინტერესო, საჭირო ფეხბურთელად ითვლები და მწვრთნელთან უთანხმოება ხელს არ უნდა გაძლევდეს...

- იმედი მაქვს, რომ პრობლემა არ იქნება არც ქეცბაიას და არც ჩემი მხრიდან. ძალიან მინდა, რომ პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს გამოვადგე. თუ კლუბში კარგად წამივა საქმე, ეს ხომ ნაკრებისთვისაც კარგი იქნება.

მთავარია, საქართველოს ნაკრებმა შეტევაშიც მოსინჯოს ძალა. უკვე დროა, ეს მოხდეს, წინა ხაზში ძლიერი, სწრაფი ფეხბურთელები გვყავს...

საქართველოს ნაკრებში უკვე ორი წელია, რაღაცა ინერგება, მაგრამ ჯერ ვერ ვხვდები, რა ყალიბდება. მთავარ მწვრთნელს უნდა ჰქონდეს მიმართულება, მაგრამ დაცვიდან თამაში და მერე წინ რაღაც მოხდება - ეს არ არის სისტემა.

უნდა დაიწყოს გუნდის შენება, შეტევაში ძლიერად თამაში. სხვანაირად არაფერი გამოვა.

- ბუნდესლიგური გუნდიდან უკრაინაში აღმოჩნდი და ალბათ ისევ დასავლეთ ევროპისკენ მიგიწევს გული. საკუთარ თავს როგორ ატყობ, ხარ უკვე მზად უკრაინაზე უკეთეს ლიგაში გადასასვლელად?

- ზაფხულამდე სხვაგან წასვლას არ ვაპირებ. მერე კი ვნახოთ, "კარპატიში" მწვრთნელის ძალიან კმაყოფილი ვარ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

"კარპატიში" გატარებულმა პერიოდმა დამანახა, რომ ფეხბურთის თამაში მთლად არ დამვიწყებია. ახლა მთავარია, რომ დამდეგი მოსამზადებელი პერიოდი კარგად გავიარო და მერე უკვე ასი პროცენტით გამოვავლენ ჩემს საფეხბურთო თვისებებს.

ლევან ყენია: მე სულ სხვანაირი მწვრთნელები მომწონს... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მოფარიკავე ლევან ყენია უკრაინელი იანა შემიაკინას წინააღმდეგ [VIDEO]

ყენია არის გენია! - ქართველი პლეიმეიკერი უკრაინას იპყრობს

ლევან ყენია: კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ კიდევ უფრო მოვუმატებ

dato
ამას ტავი ხუარ მიუტყია ეს მყავდეს მაგარი ფეხბურთელი კოსტა მართალიხარ
kosta
არ მოგწონს ტრენერი და კარგად იყავი. უმადური ხალხი არ მიყვარს.
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
წავა ალისონი? - ბრაზილიელი მსოფლიო გრანდის მთავარი სამიზნეა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა