კიშინიოვის "ზიმბრუს" 20 წლის ქართველი პლეიმეიკერი უკრაინულ კლუბს შეკრებაზე ანტალიაში გაჰყვება
თორნიკე სტეფნიაშვილს კრივოი როგის "კრივბასში" ელიან. ამის შესახებ კიშინიოვის "ზიმბრუს" 20 წლის ქართველმა პლეიმეიკერმა "ლელოს" თავად უთხრა.

"მოლდოვაში საშემოდგომო ეტაპი დასრულდა და საახალწლოდ თბილისში ჩამოვედი. მალე მოსამზადებელი ეტაპი დაიწყება, რომელსაც უკრაინულ კლუბში დავიწყებ.

ანტალიაში შეკრებაზე კრივოი როგის "კრივბასს" მივყვები. იქვე ივარჯიშებს ჩემი ამჟამინდელი კლუბი "ზიმბრუც" და ამ შეკრებების შემდეგ გადაწყდება, დავრჩები თუ არა უკრაინულ კლუბში.

10 იანვარს კიშინიოვში გავემგზავრები და 20 იანვრამდე "ზიმბრუსთან" მოვემზადები, გუნდს თურქეთში გავყვები და "კრივბასს" იქ შევუერთდები.

მითხრეს, რომ უკრაინელები მაგარი დაინტერესებულები არიან. "ზიმბრუს" გენერალური დირექტორი თბილისში დამიკავშირდა და მითხრა, შესვენებაზე ფორმის შენარჩუნებას შეეცადე და მზად იყავიო", - გვითხრა სტეფნიაშვილმა.

როგორც ცნობილია, პირველი წრის შემდეგ "კრივბასის" ქართველ მცველს, უჩა ლობჟანიძეს იჯარის ვადა დაუსრულდა და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" დაუბრუნდა, მანამდე კი - ჯაბა კანკავა.

"მეც გავიგე, რომ ახლა ლობჟანიძეც წავიდა და გული დამწყდა. სამწუხაროა, გუნდში ქართველი რომ არ მხვდება, უფრო თამამად ვიქნებოდი.

ასე იყო მოლდოვაში, სადაც ლევან კორღალიძისგან სითბო და თანადგომა ვიგრძენი. მაგრამ არა უშავს, შევეცდები, რომ დავრჩე", - ამბობს სტეფნიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ცენტრალური ნახევარმცველი კიშინიოვის "ზიმბრუში" წლეულს ჩაირიცხა და დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.

27 ნოემბერს თორნიკემ ძირითად გუნდში სადებიუტო შეხვედრა კიშინიოვის "რაპიდის" წინააღმდეგ ჩაატარა და თავიც ეფექტური გოლით გამოიჩინა.

მოლდოვური კლუბის ცენტრალური ნახევარმცველი ალექსანდრე ჩივაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვია და 16 ოქტომბერს დანიასთან ამხანაგური შეხვედრის მეორე ტაიმი ათამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თორნიკე სტეფნიაშვილმა კიშინიოვის "ზიმბრუში" დებიუტი გოლით აღნიშნა

U21. საქართველო-დანია 0:2 - სახლსა და სკოლაში ნასწავლი გაკვეთილი

მოლდოვურ "დაჩიაში" ქართველებზე აზრი შეიცვალეს

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის