წონითი კატეგორიიდან სამ-სამ წონაში ქართველი და თურქი სპორტსმენები გავიდნენ პირველ ადგილზე, ერთ წონაში - უკრაინელი
ამ დღეებში ქართველ ფალავანთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა თურქეთის ქალაქ ტოკატში თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში.

მასპინძლების გარდა, მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, უკრაინის, ბულგარეთის, მაკედონიისა და საქართველოს გუნდები.

ტურნირი თურქი მსოფლიოს ჩემპიონის, ჰუსეინ აკბასის სახელობისაა. შვიდი წონითი კატეგორიიდან სამ-სამ წონაში ქართველი და თურქი სპორტსმენები გავიდნენ პირველ ადგილზე, ერთ წონაში - უკრაინელი.

ქართველთაგან კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგნენ გიორგი ბალიაშვილი (60 კგ), ზვიად მეტრეველი (96 კგ) და გენო პეტრიაშვილი (მძიმე); მეორე ადგილზე გავიდა გოჩა ლომთათიძე (84); მესამეზე - ბექა ბუჯიაშვილი (55), მალხაზ მახარობლიძე (60), გიორგი ლასურაშვილი (მძიმე).

აღსანიშნავია ახლახან გამართული საქართველოს ჩემპიონატის 18 წლის ტრიუმფატორის, გენო პეტრიაშვილის მორიგი წარმატება.

საშინაო შეჯიბრებებში მაღალი მიღწევების მერე მისთვის ეს პირველი გამოცდა იყო უცხოეთის არენაზე, რომელიც გორელმა ფალავანმა ბრწყინვალედ ჩააბარა.

"პაექრობაში მეოთხედფინალიდან ჩავერთე და ფინალის ჩათვლით, სამ მოწინააღმდეგეს ვძლიე. ყველა მეტოქე თურქი იყო.

პირველ მათგანს ჭიდაობის დასაწყისშივე ლავიწი გაუტყდა. მეორეს 4:1, 1:0 ვაჯობე. ფინალის პირველი რაუნდი 5:0 მოვიგე, მაგრამ მეორის დასაწყისშივე პროვოკაციაზე წამოვიდა მეტოქე და შეფარულად სახეში გამარტყა.

გამწარებულმა კინაღამ სამაგიეროს გადახდა დავაპირე, რაც გაფრთხილებად და მარცხად დამიჯდებოდა.

საბედნიეროდ, ხალიჩასთან მყოფი თანაგუნდელების მოწოდებამ, რომ ჯობდა, მოგებით გადამეხადა სამაგიერო, ორთაბრძოლა ნორმალურ ფარგლებში გამაგრძელებინა და მართლაც, ანგარიში მეორე პერიოდშიც ჩემს სასარგებლოდ, 6:0 დაფიქსირდა" - გვითხრა გენო პეტრიაშვილმა.

დამაჯერებელი გამარჯვებებით მივიდნენ ოქროს მედლებამდე ბალიაშვილი და მეტრეველი.

პირველი მათგანი, პეტრიაშვილის დარად, გორის თავისუფალი ჭიდაობის დარბაზის აღზრდილია, მეორე კი რაჭის სოფელ ღებიდანაა და თბილისში, ფალავანთა კლუბში ვარჯიშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა