26 დეკემბერს "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის "სპორტ კაფეში" 2012 წლის ლაურეატთა დაჯილდოება გაიმართა
26 დეკემბერს "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონის ახლად მოწყობილ "სპორტ კაფეში" ლაურეატთა დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების ინიციატორი და მასაპინძელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყო.

ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაწესებული ჯილდო "წლის საუკეთესო ფეხბურთელი 2012" არნემის "ვიტესის" და საქართველოს ნაკრების მცველს გურამ კაშიას ერგო.

პრიზი მას ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადასცა.

2012 წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი გულშემატკივართა ინტერნეტ-გამოკითხვით - კაშია აქაც საუკეთესო აღმოჩნდა და ეს პრიზი მას შოთა არველაძემ უსახსოვრა.

გამოკითხვაში 3300-ზე მეტი ქომაგი მონაწილეობდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ფეხბურთის ფედერაციამ სპეციალისტთა და ჟურნალისტთა გამოკითხვა მოაწყო - გამარჯვებული "დინამო თბილისის" ესპანელი შემტევი ჩისკო გახდა, მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი ჯაბა დვალი გავიდა, მესამეზე ასევე დინამოელი, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია აღმოჩნდა.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც სპეციალისტებმა და ჟურნალისტებმა გამოავლინეს. პრიზი ნიკა ძალამიძეს შეხვდა, პოლონური "იაგელონიას" შემტევს.

მეორე პოზიციაზე თბილისის "ლოკომოტივის" მცველი ნიკა ჭანტურია აღმოჩნდა, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა.

მესამე ადგილი ლუკა ზარანდიას ერგო, 35-ე საფეხბურთო სკოლის აღზრდილს, გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა