ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საქართველოს თასის მერვედფინალური წყვილები გაირკვა

საქართველოს თასის მერვედფინალური წყვილები გაირკვა

26 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში მერვედფინალის წილისყრა გაიმართა, რომელსაც ამ სტადიამდე მისული თითქმის ყველა კლუბის წარმომადგენელი დაესწრო
რაკი მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში უმაღლესი ლიგის 22-ტურიანი პირველი ეტაპი მთლიანად უნდა ჩატეულიყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა გადაწყვიტა, თასის გათამაშების უმთავრესი მატჩები 2013 წლისთვის დაენიშნა, 2012-ში კი მხოლოდ მეთექვსმეტედფინალური ეტაპი გაიმართა.

26 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში მერვედფინალის წილისყრა გაიმართა, რომელსაც ამ სტადიამდე მისული თითქმის ყველა კლუბის წარმომადგენელი დაესწრო.

წილისყრის პროცედურის დაწყებამდე საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ კაკულიამ დამსწრეებს შეახსენა, რომ სეზონი 2013 წლის 22 თებერვალს, სუპერთასის მატჩით განახლდება, რასაც თასის მერვედფინალური მატჩები მოჰყვება. ჩემპიონატის მეორე ეტაპი კი ამის შემდეგ დაიწყება.

იშვიათი გამონაკლისების გარდა, საქართველოს თასის გათამაშებაზე ფინალამდე ყველა ეტაპი ორ მატჩად იმართება და ასეა ამ სეზონშიც.

უცვლელად დარჩა განთესვის წესიც - ის კლუბები, რომლებიც ამ მომენტისთვის ჩემპიონატში რვა საუკეთესო ადგილს იკავებდნენ, წილისყრისას პირველ კალათაში მოხვდნენ, დანარჩენები კი მეორეში.

ერთადერთი უმაღლესლიგელი, რომელმაც მერვედფინალამდე ვერ მიაღწია, მარტვილის "მერანია". შესაბამისად, ამ ეტაპზე ხუთი პირველლიგელი ითამაშებს.

მაშ ასე, მერვედფინალისტები ასე დაწყვილდნენ:

დილა-სამტრედია

დინამო (ბთ)-მეტალურგი

ვიტ ჯორჯია-სპარტაკი

გურია-ზესტაფონი

ჩიხურა-შუქურა

სიონი-ზუგდიდი

ტორპედო-გაგრა

კოლხეთი-დინამო (თბ)

განთესვიდან გამომდინარე, თავიდანვე გამორიცხული იყო, ძალიან დამაინტრიგებელი წყვილები მიგვეღო, მაგრამ რამდენიმე მათგანში მაინც უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი და იქ პროგნოზის გაკეთებაც შეუძლებელია.

ასეთების კატეგორიას, მაგალითად, მიეკუთვნებიან "ვიტ ჯორჯია"-"სპარტაკი" და "სიონი"-"ზუგდიდი". დანარჩენ წყვილებს კი გამოკვეთილი ფავორიტები ჰყავს.

თუმცა, ბუნებრივია, ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რა მოხდება ზამთრის შესვენებისას ამა თუ იმ კლუბის ბანაკში. ზოგან გაძლიერება არ უნდა გამოვრიცხოთ, მერვედფინალისტთა ნაწილის მომავალი კი ჯერაც ბურუსით არის მოცული და იმედია, მათ არსებობის პრობლემა არ გაუჩნდებათ.

პირველი მერვედფინალური შეხვედრები პირველად დასახელებული გუნდების მოედნებზე 26 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 2 მარტს.

საშეჯიბრო კომიტეტს სარეზერვო დღედ 25 თებერვალი და 3 მარტი ჰქონდა შერჩეული. ეს კონკრეტულად, ბათუმის "დინამოსა" და ქობულეთის "შუქურას" ეხებოდა, რომლებიც საზიარო სტადიონზე, ქობულეთის "ჩელე არენაზე" თამაშობენ.

თუ წილისყრის მიხედვით, მათ საშინაო მატჩების ერთ დღეს ჩატარება მოუწევდათ, ერთ-ერთი მათგანი სარეზერვო დღეს ითამაშებდა, მაგრამ როგორც ხედავთ, წილისყრამ ამის საჭიროება არ წარმოშვა.

გთავაზობთ რამდენიმე კლუბის წარმომადგენლის კომენტარს:

გიორგი ტყავაძე (თბილისის "დინამოს" მმართველი დირექტორი):

"ხელწამოსაკრავი მეტოქე ნამდვილად არ გვყავს, "კოლხეთი" ხომ უმაღლესი ლიგის ბინადარია. თუმცა, რა თქმა უნდა, მიზნად გამარჯვებას ვისახავთ".

ზურაბ დალაქიშვილი (გორის "დილას" დირექტორი):

"სამტრედია" ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშობს და ეს ჩვენთვის დიდად სასურველი არ არის, მაგრამ ეს ჩვენს გეგმებს ვერ ცვლის, ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გადავლახოთ".

ოთარ გაბელია ("ზუგდიდის" მწვრთნელ-კონსულტანტი):

"საკმაოდ რთული მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ "სიონთან" ბრძოლისთვის მზად ვართ და ვიმედოვნებთ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება".

ქართული სეზონის განახლებამდე თითქმის ორი თვე რჩება და იმედი დავიტოვოთ, რომ სეზონის მეორე ნახევარში უკომპრომისო და რაც მთავარია, პატიოსან ბრძოლებს ვიხილავთ და ჩემპიონიცა და თასის მფლობელიც არასკანდალურ ატმოსფეროში გამოვლინდებიან.

წინა სეზონის ფინიში ხომ ორივე ფრონტზე მეტისმეტად ულამაზო იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა