ინდოეთის ტურნირის ძირითადი ბადის სტარტზე ოქსანა კალაშნიკოვამ მასპინძელ ნატაშა პალიას სძლია
ინდურ პუნესა და თურქულ სტამბულში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირები, რომელთა საპრიზო ფონდი, შესაბამისად, 25 000 და 10 000 დოლარია.

ინდოეთში ოქსანა კალაშნიკოვა ასპარეზობს. ძირითადი ბადის სტარტზე თბილისელმა ჩოგბურთელმა მასპინძელ ნატაშა პალიას სძლია 6:0, 7:5 და მეორე წრეში თურქ ბასაკ ერაიდინს დაუპირისპირდება.

ამ უკანასკნელმა მე-5 ნომრად განთესილი შვეიცარიელი კონი პურინი ჩამოიშორა გზიდან - 4:6, 6:4, 6:2.

სტამბულში წარმატებით აიღეს სტარტი სოფიო ქვაცაბაიამ და ეკატერინე გორგოძემ.

მე-3 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ პირველ წრეში რუმინელ ქრისტინა ადამესკუს დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:1, 6:1, ხოლო გორგოძემ თურქ მელის ბაირაქტაროგლუს აჯობა - 6:2, 6:2, მეორე წრეში კი მის თანამემამულე იპეკ სოილუსთან (ამ უკანასკნელმა სტარტზე ნათია გეგია დაჯაბნა - 5:7, 6:3, 6:3) წააგო - 3:6, 1:6, ქვაცაბაიამ კი მეორე ბარიერიც წარმატებით დაძლია - ვივიან ზლატოვას (ბულგარეთი) მოუგო - 7:5, 6:4. წყვილებში ქვაცაბაია-გორგოძის დუეტმა ჰონიგოვა (ჩეხეთი) - ლეიკინას (რუსეთი) ინტერნაციონალური ტანდემი ჩამოაშორა კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას - 6:1, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა