ქართველმა ცენტრმა 22,20 წუთში 2-დან 2 საჯარიმო და 3-დან 1 ორიანი ჩააგდო
"ატლანტა ჰოუქსი" მოგებებს აგროვებს. ბოლო, მე-12 მატჩიდან ჯორჯიელებმა მე-9 გამარჯვება მოიპოვეს.

განსაკუთრებულად რთულად მოსაპოვებელი ბოლო გამარჯვება გახლდათ. ატლანტელებს 2 ოვერტაიმი დასჭირდათ, "დეტროიტის" წინააღმდეგობა რომ გაეტეხათ.

დაძაბული მატჩი მასპინძელმა "ატლანტამ" 126:119 მოიგო, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილი გაიმყარა.

ატლანტელებს ეს მატჩი ძირითად დროში უნდა მოეგოთ, მაგრამ გამოჩენილი უყურადღებობის გამო სამარცხვინო წაგებას გადაურჩნენ.

დეშონ სტივენსონის სამქულიანის შემდეგ, მეოთხე პერიოდში, "ჰოუქსი" 22 ქულით - 84:62 დაწინაურდა, თუმცა დარჩენილ დროში დეტროიტელებმა ამ ჩამორჩენის გაბათილება და დაწინაურებაც კი მოახერხეს.

ოსტინ დეის სამქულიანის შემდეგ, საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე, "პისტონსი" 101:100 გალიდერდა, მაგრამ ალ ჰორფორდმა საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა და პირველი დამატებითი დროც დაინიშნა.

დეტროიტელები არც ოვერტაიმში გატყდნენ და საქმე მეორე დამატებით დრომდე მივიდა, სადაც მასპინძლებმა წარმატებას მიაღწიეს, რაშიც ლომის წილი ჯოშ სმიტმა დაიდო.

ატლანტელთა ფორვარდმა 31 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. რაც შეეხება ქართველ ცენტრს, ფაჩულია სათადარიგო იყო და თამაში 22,20 წუთს მოუწია. ზაზამ 2-დან 2 საჯარიმო და 3-დან 1 ორიანი ჩააგდო. 4 ქულასთან ერთად, ფაჩულიას 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

17 მოგებისა და 9 წაგების მქონე "ატლანტა" აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილის მესამე საფეხურზე მყარადაა.

შემდეგი ჯახი "ქორებს" 28 დეკემბერს, კლივლენდში ექნებათ.

განსხვავებით "ატლანტასგან", წაგებები დაებედა თორნიკე შენგელიას "ბრუკლინს". ნიუ იორკის გარეუბნელებმა მორიგი მარცხი მილუოკიში იწვნიეს.

ქართველი ფორვარდი მაშინ შევიდა მოედანზე, როცა მატჩის შედეგი გადაწყვეტილი იყო. შენგელიამ შეხვედრის უკანასკნელი 1 წუთი ითამაშა, "ბრუკლინმა კი შეხვედრა 93:108 წააგო.

gbf.ge

ასევე იხილეთ:

ლარი დრიუ: ფაჩულიასგან ერთს ვითხოვ - ითამაშოს, როგორც ზაზამ!

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა