ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ოლიმპიადის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ჩემზე ცუდი ადამიანი იქ არავინ იყო

ოლიმპიადის შემდეგ ვფიქრობდი, რომ ჩემზე ცუდი ადამიანი იქ არავინ იყო

ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი საკუთარ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე საუბრობს
წელს, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დათო მარსაგიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მასზე ქართველი დელეგაციის წევრები დიდ იმედებს ამყარებდნენ და მისგან ოქროს მედალსაც კი ელოდებოდნენ.

როგორც ჩვენთან საუბარში მოჭიდავემ აღნიშნა, მასზე გავლენა ფსიქოლოგიურმა მომენტმა იქონია და ამიტომაც წააგო, რასაც საკუთარ თავს ვერ პატიობს...

დათო ჯერ მხოლოდ 21 წლის არის და ყველაფერი წინ აქვს და მომავალი ოლიამპიადისთვის მზადებას ორმაგი შემართებით განაგრძობს.

- დავიბადე ყაზბეგში. 14 წლამდე იქ ვიზრდებოდი. შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი. ჭიდაობა 6 წლისამ დავიწყე. თავიდან სპორტის ამ სახეობაზე სიარული არ მინდოდა, რადგანაც არ მსიამოვნებდა ბრძოლა, ჩხუბი, მაგრამ მამამ ძალით მიმიყვანა.

მას ეს სპორტი ძალიან მოსწონს და უნდოდა, მევლო; თანაც, თვითონ მწვრთნელი იყო. თანდათან ძალიან შემიყვარდა ჭიდაობა.

მამაც ხედავდა, რომ ეს საქმე გამომდიოდა და თავის დანებების უფლებას არ მაძლევდა. ვიგებდი სხვადასხვა ტურნირს და დროის უმეტეს ნაწილს ვარჯიშს ვუთმობდი. თუ გინდა, რომ სპორტში წარმატებული იყო, მთელი დრო მას უნდა დაუთმო.

სკოლაში არ დავდიოდი, მაგრამ მხატვრულ ლიტერატურას ყოველთვის ვკითხულობდი, რადგანაც მიმაჩნია, რომ ზოგადი განათლება ყველასთვის აუცილებელია.

- პირველ შენს წარმატებას როგორ გაიხსენებ?

- 14 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გავხდი. მანამდეც გვქონდა გასვლითი შეჯიბრებები საზღვარგარეთ, საიდანაც ჯილდოებით ვბრუნდებოდი...

ამ გადასახედიდან ის ჯილდოები არაფერია, მაგრამ იმ მომენტში დიდი სტიმული იყო ჩემთვის. მეგონა, რომ დიდ რამეს ვაკეთებდი.

სერიოზულ წარმატებას უკვე ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიე, სადაც მეორე ადგილი დავიკავე და პირველი პრემიაც მაშინ ავიღე; ჭაბუკთა შორის საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, ხოლო მოზრდილებში მსოფლიოს პირველობაზე მესამე ადგილი მაქვს დაკავებული.

- აღნიშნე, რომ მამა მწვრთნელი იყო. რა წარმატებები აქვს მას ჭიდაობაში?

- ის ჩვეულებრივი, რიგითი სპორტსმენი გახლდათ. უბრალოდ, ჭიდაობის ფანატია... 2 ძმა მყავს, ისინიც ჩემსავით სპორტის ამ სახეობას გაჰყვნენ. მამამ ისინი ვლადიკავკაზში გაგზავნა და იქ ვარჯიშობდნენ...

- ოლიმპიადაზე როგორ მოხვდი?

- ოლიმპიადაზე რომ მოხვდე, ოლიმპიური ლიცენზია უნდა მოიპოვო. ეს ლიცენზია მაშინ მოვიპოვე, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დავიკავე.

იმ პერიოდში ოლიმპიადას 6 თვე მაშორებდა. შემდეგ ევროპის ჩემპიონი გავხდი და დელეგაცია ჩემზე დიდ იმედს ამყარებდა... ვიცოდი, რომ თუ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდებოდი, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვლებოდა...

- ოლიმპიადაზე გამოსვლის წინ, ალბათ, ღელავდი...

- რა თქმა უნდა, ვღელავდი. ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენის მონაწილეობას ღელვა ყოველთვის ახლავს, რადგანაც იცის, რომ შესაძლებელია, ეს შანსი მეორედ აღარ მიეცეს და იმ ერთხელ აუცილებლად უნდა გამოიყენოს...

ოლიმპიადაზე ყველა შეჯიბრებისგან განსხვავებული სიტუაცია იყო. იქ სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენელი იყო თავმოყრილი და რაღაც განსაკუთრებული გარემო იყო შექმნილი...

დელეგაციის წევრები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი კონკურენტი იქ არავინ იყო და ამიტომ ჩემგან ბევრს მოელოდნენ.

რატომ წავაგე და ჩემი გამარჯვება ბოლომდე რატომ ვერ მივიყვანე, არ ვიცი; ამას დღემდე ვერ ვხსნი...

შესაძლოა, 100-დან 100-ივე შეხვედრა მოვუგო მას, ვისთანაც წავაგე, მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც მომივიდა, ფსიქოლოგიურად დავმარცხდი.

- შენს ოლიმპიურ მედალს, ალბათ, სიხარულით შეხვდნენ შენი ოჯახი და ახლობლები...

- არავის მოულოცია (იცინის).

- რატომ?

- იმიტომ არ მომილოცეს, რომ ჩემგან ყველა მეტს ელოდა. შეჯიბრების შემდეგ ვფიქრობდი, რომ ჩემზე ცუდი ადამიანი იქ არავინ იყო... ბრინჯაოს მედალიც კარგია, მაგრამ ოქროს მედალი ჯობდა.

- რა შეცვალა ოლიმპიურმა მედალმა შენს ცხოვრებაში?

- მედალმა ცოტა ხანი "გაბლატავების" უფლება მომცა. ამაში იმას ვგულისხმობ, რომ ოლიმპიადის შემდეგ თავს კარგი დასვენების უფლება მივეცი.

ხშირად ყოფილა შემთხვევა, მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წავსულვარ, მაგრამ თავისთვის მოდუნების უფლება არ მიმიცია, იმის გამო, რომ ვიცოდი, მალე შეჯიბრება მელოდა...

- როგორც ვიცი, მედალოსნებს საკმაოდ სოლიდური თანხა გერგოთ...

- ბრინჯაოსმედალოსნებს 10 000 ლარი მოგვცეს, ვერცხლის მედლის მფლობელებს - 25 000 ლარი, ოქროსმედალოსანს კი, როგორც ვიცი, მილიონ 200 ათასი ლარი ხვდა წილად... ალბათ, ამ თანხით, ჩემს ძმებთან ერთად, რაიმე საქმეს წამოვიწყებ.

- პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი? შენზე მითხრეს, რომ უცხო ნომრებს არ პასუხობსო. თაყვანისმცემელი გოგოები გაწუხებენ და ასე იმიტომ იქცევი?

- (იცინის). უცხო ნომერი რომ მირეკავს, რატომღაც არ მიყვარს პასუხის გაცემა... შეყვარებული არ მყავს, ან როგორ უნდა მყავდეს, არასერიოზული ბიჭი ვარ. მაგრამ ბოლო დროს, შეიძლება ითქვას, რომ იმატა თაყვანისმცემლებმა. ალბათ იმიტომ, რომ ხალხმა მასობრივად ოლიმპიადის შემდეგ გამიცნო.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- მომავალ წელს ევროპის პირველობა იქნება და ამისთვის ვემზადები. ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე. აუცილებლად გავალ შემდეგ ოლიმპიადაზეც, რისთვისაც ორმაგი შემართებით ვემზადები.

შესაძლოა, 100-დან 100-ვე შეხვედრა მოვუგო მას, ვისთანაც წავაგე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ჟანა გოგინაშვილი

ყოველკვირეული ჟურნალი "გზა"

ასევე იხილეთ:

გენო პეტრიაშვილი - ახალი საქართველოს ახალი ვარსკვლავი

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შეჯამება: ფაქტები და ანალიზი

• მ.ლომო

დათო ვტიროდი შენ რომ სხვატკის დროს გაიტიშე.ნიჩევო. წინ დიდი გამარჯვებები გელოდება.2016ის ოლიმპიადა შენია იცოდე შენ ქართველი ლომი ხარ. მარტში ევროპას წინასწარ გილოცავ!!!

• datvi

მთიულები მოხევეებს მგლებს ვეძახით,მოხევეები მთიულებს დათვებს გვეძახიან.მიდი მგელო,დათვები გაგვახარე ,მოიგე რაც შეგხვდება .

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

შენგელიას 13 ქულა და "ბარსელონას" საშინაო მარცხი "ჟალგირისთან"

საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა

მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა

2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა

მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა

საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს

ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა

[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"

ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს

[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე

"თოფურია ყალბია. ის ქართველიც კი არ არის, გერმანიაში დაიბადა და გერმანელია" - პიმბლეტმა Marca-ს ეთერიდან თოფურია გამოიწვია

[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას

"ბორჯღალოსნები" | ნოემბერში ინგლისელი, ზელანდიელი და ირლანდიელი გვიმსაჯებს

ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს

"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა

გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა

ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს