ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

იტალია. სერია A. პირველი წრის შეჯამება: შემტევთა დეფიციტი კალჩოში

იტალია. სერია A. პირველი წრის შეჯამება: შემტევთა დეფიციტი კალჩოში

მართალია, სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ეკვატორს მომდევნო ტურში მიაღწევს, მაგრამ უკვე თამამად შეგვიძლია პირველი წრე შევაფასოთ
მართალია, სერია A-ს მიმდინარე გათამაშება ეკვატორს მომდევნო ტურში მიაღწევს, მაგრამ უკვე თამამად შეგვიძლია პირველი წრე შევაფასოთ, კერძოდ კი, საუკეთესო ფეხბურთელები გამოვავლინოთ და სიმბოლური გუნდი შევადგინოთ.

მით უმეტეს, კალჩოში ზამთრის პაუზა გამოცხადდა და საამისოდ საუკეთესო დროა. სიმბოლურ გუნდს 3-5-2 ტაქტიკა შევურჩიეთ, რადგან იტალიაში აღნიშნული სქემა ყველაზე პოპულარულია.

მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ თითოეული ფეხბურთელისთვის სწორი პოზიცია შეგვერჩია, რადგან მოთამაშეთა ნაწილი სხვა ტაქტიკურ მოდელზეა მორგებული.

შედეგები იტალიური სპორტული პრესის გამოკითხვებზეა დაფუძნებული, რიგითობა კი დაცული. უმრავლეს პოზიციაზე ექვსი კანდიდატია, თუმცა იგივე შემტევი ნახევარმცველი, გნებავთ, გამთამაშებელი მხოლოდ ოთხია - ამ ამპლუის ფეხბურთელები არა მარტო იტალიაში, მსოფლიოშიც ცოტანი დარჩნენ. დანარჩენზე ქვემოთ...

მეკარეები

1. ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი)

2. სამირ ჰანდანოვიჩი (ინტერი)

3. ანდრეა კონსილი (ატალანტა)

4. ფედერიკო მარკეტი (ლაციო)

5. მაურო გოიკოეჩეა (რომა)

6. ჯანლუკა პეგოლო (სიენა)

ჯანლუიჯი ბუფონი პოზიციებს არ თმობს და ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ დათმობს. იტალიის ნაკრების ნომერი პირველი მეკარე მიმდინარე სეზონშიც მოწოდების სიმაღლეზეა, შეცდომებს პრაქტიკულად არ უშვებს და ტურინელი მცველებისთვის საიმედო ზურგია.

მეორე ადგილზე "ინტერისტა" სამირ ჰანდანოვიჩია, რომელიც ასევე დამაჯერებლად ასპარეზობს და მასში გადახდილ 11 მილიონ ევროს სრულად ამართლებს. უნდა შევაქოთ ანდრეა კონსილი "ატალანტადან", რომელიც მესამე პოზიციას იკავებს.

სხვათა შორის, ჩეზარე პრანდელიმ უკვე განაცხადა, რომ კონსილის თამაშს განსაკუთრებული ინტერესით ადევნებს თვალს.

ამბობენ, რომ ანდრეა "მილანის" მესვეურთა სამიზნეშია, სადაც კრისტიან აბიატისა და მარკო ამელიას სახით, ორი ვეტერანი კიპერია.

ცენტრალური მცველი (მარჯვენა)

1. ანდრეა ბარცალი (იუვენტუსი)

2. ფაკუნდო რონკალი (ფიორენტინა)

3. ანდრეა რანოკია (ინტერი)

4. უგო კამპანიარო (ნაპოლი)

5. ანჯელო ოგბონა (ტორინო)

6. მარკინიოსი (რომა)

როდესაც ანტონიო კონტემ დაცვაში სამეული გაამწესა, თავიდან ანდრეა ბარცალი ცენტრში იყო, ლეონარდო ბინუჩი და ჯორჯო კიელინი კი ფლაგებზე.

მიმდინარე სეზონში, ცენტრი ბონუჩიმ დაიკავა, ბარცალი კი ოდნავ მარჯვნივაა და თავის მოვალეობას იდეალურად ასრულებს. აბსოლუტურად ყველა გამოკითხვაში ბარცალი საუკეთესოა და კონკურენტებს გვარიანად ჯაბნის.

მეორე ადგილზე ფაკუნდო რონკალიაა, 25 წლის არგენტინული წარმოშობის იტალიელი, რომელმაც ჩეზარე პრანდელის ყურადღებაც კი მიიპყრო. რონკალიამ მყისვე დაიმკვიდრა "ვიოლას" ძირითად შემადგენლობაში ადგილი და დაცვის ბურჯად მოგვევლინა.

მესამეზე ანდრეა რანოკიაა, რომელსაც შეცდომების დაშვება სჩვევია, მაგრამ მიმდინარე სეზონში მკვეთრად მოუმატა.

ცენტრალური მცველი (ცენტრი)

1. ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი)

2. პაოლო კანავარო (ნაპოლი)

3. გონსალო როდრიგესი (ფიორენტინა)

4. ვალტერ სამუელი (ინტერი)

5. ანდრე დიასი (ლაციო)

6. გაბრიელ პალეტა (პარმა)

ლეონარდო ბონუჩიმ გაცილებით გამოცდილი თანაგუნდელები გვერდზე ჩააჩოჩა და დაცვის ცენტრში გამაგრდა. ლეო ბრწყინვალედ ასპარეზობს მიმდინარე სეზონში და შეცდომებს, პრაქტიკულად, არ უშვებს. ამად არის, რომ თუნდაც "გაძეტა დელო სპორტის" გამოკითხვაში პაოლო კანავაროს გვარიანად აჯობა.

ეს უკანასკნელი მეორე ადგილზეა; აი, მესამე კი ფლორენციელ გონსალო როდრიგესს უჭირავს. "ვიოლას" ფეხბურთელი თითქმის ყველა პოზიციაზე გვხვდება, რაც ამ გუნდის პროგრესის ნათელი დადასტურებაა.

ცენტრალური მცველი (მარცხენა)

1. ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი)

2. ჟუან ჟესუსი (ინტერი)

3. სტეფან სავიჩი (ფიორენტინა)

4. ჯუზეპე ბიავა (ლაციო)

5. ანდრეას გრანკვისტი (ჯენოა)

6. ნეტუ (სიენა)

მოკლედ, მთელი უკანა ხაზი, თავის მეკარიანად, "იუვენტუსის" ფეხბურთელებით დაკომპლექტდა, რაც სულაც არ არის გასაკვირი. დაცვის მესამე ხმა ჯორჯო კიელინი გახლავთ, რომელიც ახლახან დაშავდა და დაახლოებით ორი თვე მოუწევს უქმობა.

მეორე ადგილი "ინტერის" ახალგაზრდა მცველმა ჟუან ჟესუსმა დაიკავა, რომლის ნიჭიერებაზეც მთელი საფეხბურთო იტალია საუბრობს; მესამე პოზიცია კი ფლორენციელმა სტეფან სავიჩმა "ლაციალე" ჯუზეპე ბიავას არ დაუთმო.

მარჯვენა ნახევარმცველი (მცველი)

1. შტეფან ლიხტშტაინერი (იუვენტუსი)

2. ხავიერ ძანეტი (ინტერი)

3. მატია დე შილიო (მილანი)

4. ხუან კუადრადო (ფიორენტინა)

5. კრისტიან მაჯო (ნაპოლი)

6. აბდულაი კონკო (ლაციო)

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პოზიციაზე ყველაზე დიდი კონკურენცია გახლდათ. მაგალითად, ისეთი გამორჩეული ფეხბურთელი, როგორიც კრისტიან მაჯოა, მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

პირველი აქაც "იუვენტინოა", რაც ამ გუნდის სრულ დომინირებაზე მიუთითებს. შტეფანს კარგა გვარიანად ჩამორჩა ხავიერ ძანეტი, რომელიც სეზონის განმავლობაში სხვა პოზიციებზე ირჯებოდა.

აქვეა ახალგაზრდა მატია დე შილიო, რომელიც ჟურნალისტთა შეფასებით, სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენაა. ამ პოზიციაზე მართლაც დიდი კონკურენციაა.

მარცხენა ნახევარმცველი (მცველი)

1. კვადვო ასამოა (იუვენტუსი)

2. ფედერიკო ბალცარეტი (რომა)

3. იუტო ნაგატომო (ინტერი)

4. მანუელ პასკუალი (ფიორენტინა)

5. ფედერიკო პელუზო (ატალანტა)

6. ლუკა ანტონელი (ჯენოა)

საპირისპირო ფლანგზე მთავარი ბრძოლა კვადვო ასამოასა და ფედერიკო ბალცარეტის შორის გაიმართა.

გამარჯვება აქაც ტურინელს დარჩა, რომელმაც ძირითადი შემადგენლობიდან პაოლო დე ჩელიე ამოაგდო. არადა, ეს უკანასკნელი გასულ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო.

ექვსეულში ვხედავთ იუტო ნაგატომოს, რომელმაც სხვა ბევრი პოზიციაც გამოიარა და მანუელ პასკუალი, რომელსაც წარმატებულ "ფიორენტინაში" თავისი როლი აკისრია. აქვეა ფედერიკო პელუზო, რომლის გადაბირებაც "იუვენტუსს" და "მილანს" სურთ.

საყრდენი ნახევარმცველი

1. ანდრეა პირლო (იუვენტუსი)

2. დანიელე დე როსი (რომა)

3. ესტებან კამბიასო (ინტერი)

4. კრისტიან ლედესმა (ლაციო)

5. დავიდ პისარო (ფიორენტინა)

6. გეკჰან ინლერი (ნაპოლი)

საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ანდრეა პირლო გახლდათ ნომინირებული და რა გასაკვირია, რომ კონკურენტებს არანაირი შანსი არ დაუტოვა. სამაგიეროდ, მეორე ადგილისთვის მძაფრი კონკურენცია იყო და იგივე "გაძეტას" გამოკითხვაში, დანიელე დე როსიმ ესტებან კამბიასოს მცირედით აჯობა.

არადა, დე როსის ზდენეკ ზემანთან პრობლემები აქვს, რის გამოც რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდა. ექვსეულში თითქმის ყველა პოზიციაზე ვხედავთ "ლაციოს" და "ფიორენტინას" ფეხბურთელებს - აქ კრისტიან ლედესმა და დავიდ პისარო უნდა გამოვარჩიოთ.

ცენტრალური ნახევარმცველი (კლასიკური)

1. არტურო ვიდალი (იუვენტუსი)

2. კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი)

3. ბორხა ვალერო (ფიორენტინა)

4. ფრედი გუარინი (ინტერი)

5. ანტონიო კანდრევა (ლაციო)

6. მირალემ პიანიჩი (რომა)

ცოტა უხერხულიც კია, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით - ამ ნომინაციაშიც საუკეთესო "იუვენტუსის" ფეხბურთელია.

არტურო ვიდალმა სეზონის პირველი ნახევარი დიდებულად ჩაატარა და საერთოდ, გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. მეორე ადგილზე კიდევ ერთი "იუვენტინო" კლაუდიო მარკიზიოა, მესამეზე კი ფლორენციელი ბორხა ვალერო.

ცნობისთვის, ესპანელს ყველაზე მეტი, რვა საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. აქვეა "ინტერის" მთავარი შენაძენი ფრედი გუარინი და "ლაციალე" ანტონიო კანდრევა, რომელმაც რომაულ გუნდში მკვეთრად მოუმატა.

კანდრევა უფრო მარცხენა ფრთაზე ირჯება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელისთვის პოზიციის შეცვლა მოგვიხდა.

ცენტრალური ნახევარმცველი (გამთამაშებელი)

1. მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი)

2. ერნანესი (ლაციო)

3. ალესანდრო დიამანტი (ბოლონია)

4. ფრანჩესკო ლოდი (კატანია)

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ გამთამაშებლები მსოფლიო ფეხბურთში სულ უფრო ცოტანი დარჩნენ და ამ მხრივ, გამონაკლისი არც იტალიაა.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ამ პოზიციაზე მაქსიმუმ ოთხი ფეხბურთელი ასპარეზობს და ოთხივე თქვენს წინაშეა. საუკეთესო მარეკ ჰამშიკი გახლავთ, რომელიც "ნაპოლის" შეტევების სულისჩამდგმელია. შემდეგ კი დანარჩენი სამიც მოდის.

აღსანიშნავია "კატანიელი" ფრანჩესკო ლოდის პროგრესი, რომელიც უკვე იტალიის ეროვნული ნაკრების კანდიდატად ითვლება.

თავდამსხმელი (უკან დახეული)

1. სტეფან ელ შაარავი (მილანი)

2. სებასტიან ჯოვინკო (იუვენტუსი)

3. ფრანჩესკო ტოტი (რომა)

4. სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა)

5. ანტონიო კასანო (ინტერი)

6. ერიკ ლამელა (რომა)

თავდამსხმელები, რომლებიც ხშირად სიღრმიდან თამაშობენ, ან თუნდაც გარემარბად ირჯებიან. პირველ ადგილზე სტეფან ელ შაარავია, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირთა სიას უდგას სათავეში და ამით ყველაფერი ნათქვამია.

19 წლის მილანელმა დიდი ფორით აჯობა სებასტიან ჯოვინკოს, რომელიც "იუვენტუსში" წარმატებულ სეზონს ატარებს. იქვე არიან ფრანჩესკო ტოტი, სტევან იოვეტიჩი და ანტონიო კასანო. იტალიაში ამ პოზიციაზე ყოველთვის უდიდესი ვარსკვლავები ასპარეზობდნენ და დღეს, ამ მხრივ, ვითარება არც ისე სახარბიელოა.

თავდამსხმელი (ცენტრფორვარდი)

1. ედინსონ კავანი (ნაპოლი)

2. მიროსლავ კლოზე (ლაციო)

3. პაბლო ოსვალდო (რომა)

4. ანტონიო დი ნატალე (უდინეზე)

5. დიეგო მილიტო (ინტერი)

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თითქმის ყველა ამბიციური გუნდი მაღალი კლასის ფორვარდის ძიებაშია. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს.

ამ მხრივ, "ნაპოლის" აშკარად გაუმართლა, რომელსაც ედინსონ კავანი ჰყავს - ურუგვაელმა მეორე ადგილზე გასული მიროსლავ კლოზე გვარიანად ჩამოიტოვა. შემდეგ ისეთი ფორვარდები მოდიან, რომლებიც ძველ, კარგ დროს ალბათ ოცეულშიც ვერ მოხვდებოდნენ.

ზოგადად, დიეგო მილიტოს საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ საუკეთესო დროება უკან მოიტოვა. მოკლედ, კალჩოში ფორვარდთა დეფიციტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Irakli

ჰამშიკის ნაცვლად ჩემი აზრით უნდა იყოს მარკიზიო, რადგან პირლო რეალურად გუნდის ხერხემალიც არის და ყველა შეტევას პირლო დირიჟორობს. მაგრამ გასაგებაა ისედაც ბევრი იუვენტინო მოხვდა სიმბოლურში...

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია