რა ჯდება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ფიფას ჩინოვნიკთა მოსყიდვა
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია თავის ჩინოვნიკთა საქმეს იძიებს, რომლებსაც ბრალად 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე აშშ-ისთვის ხმების მიყიდვა ედებათ. ფიფას მექრთამე ჩინოვნიკებზე სტატია ბრიტანულმა გაზეთმა Sunday Times-მა გამოაქვეყნა, რომელმაც ოკეანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რეინალდ ტამარი და ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ნიგერიელი ამოს ადამი აშშ-ის განაცხადის ლობისტობაში ამხილა.

გაზეთის ცნობით, ორივე ჩინოვნიკი თავისი ხმის გაყიდვაზე თანახმა იყო. თუკი ტემარი საქმის "მოკვარახჭინებაში" 1,5 მლნ ფუნტ სტერლინგს ითხოვდა, ნიგერიელი უფრო იაფად - 500 ათას ფუნტადაც ყაბულს იყო. გარიგების პროცესი ვიდეოკამერით ფარულად გადაიღეს.

აშშ-ის მხარე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლას მანამდე გამოეთიშა, სანამ ჟურნალისტები სკანდალურ ინფორმაციას გამოაქვეყნებდნენ. ამჟამად პრეტენდენტთა შორის არიან ინგლისი, რუსეთი, ნიდერლანდები და ბელგია (ერთობლივად) და ესპანეთი და პორტუგალია (ერთობლივად). ამერიკელები კი ფიფაში მასპინძლობაზე განაცხადის შეტანას 2022 წლის მუნდიალისთვის გეგმავენ.

რაც შეეხება ფიფას და მის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე კენჭისყრა, როგორც დაგეგმილი იყო, 2 დეკემბერს გაიმართება, ქრთამის აღების მოსურნე ჩინოვნიკებს კი, სავარაუდოდ, ხმის უფლებას ჩამოართმევენ. სკანდალის გამო შეშფოთება გამოხატა ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა, რომელმაც მომხდარს "არასახარბიელო ვითარება" უწოდა. მისი თქმით, ამით მომავალი მუნდიალების მასპინძელთა გამოსავლენ პროცესსა და მთლიანად ორგანიზაციას ჩრდილი ადგება.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა