ტურნირზე მასპინძელთა და საქართველოს ნაკრებებთან ერთად, კიდევ რამდენიმე გუნდი მიიწვიეს - დანია, შვედეთი, ინგლისი, საფრანგეთი და ისლანდია
საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრები 22-27 იანვარს მალტაში ევრო-2014-ის შესარჩევი ციკლის წინასწარი რაუნდის შეხვედრებს ჩაატარებს.

ჟენევაში გამართულ კენჭისყრაზე საქართველოს ნაკრები "ბ" ჯგუფში მოლდოვასთან და მალტასთან მოხვდა, ტურნირს კი უკანასკნელი უმასპინძლებს.

ტურნირამდე საქართველოს ნაკრები ასევე მალტაში საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს, სადაც მასპინძლებთან ერთად ინგლისსა და საბერძნეთს დაუპირისპირდება.

27 დეკემბერს ფუტსალის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ბექა კვიციანმა გვითხრა, რომ საქართველოს მარტში ნორვეგიაში იწვევენ:

"ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციას სურს, ნარვიკში საერთაშორისო ოთხთა ტურნირს უმასპინძლოს.

მასპინძელთა და საქართველოს ნაკრებებთან ერთად, კიდევ რამდენიმე გუნდი მიიწვიეს - დანია, შვედეთი, ინგლისი, საფრანგეთი და ისლანდია და როდესაც საბოლოო პასუხი ეცოდინებათ, შემადგენლობაც მერე დაკომპლექტდება".

ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ 25 აპრილს თბილისში უეფას თასის ოთხთა ფინალზე დასასწრებად ჩამოსვლას ბევრი ცნობილი კლუბის წარმომადგენელი აპირებს: სლოვაკური "სლოვმატიკის" და უნგრული "დიორ ეტოს" პრეზიდენტები, აგრეთვე, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები.

ეს ქართული ფუტსალის წარმომადგენლებისთვის მშვენიერი შანსია, რომ კავშირები დაამყარონ და მოსამზადებელ ეტაპზე ძლიერ მეტოქეებთან სპარინგები დაგეგმონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა