"იმედია, ესპანელები საბოლოოდ დანაყრდნენ და ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონები ჩვენ გავხდებით!"
წლის ბოლოს რუდი ფიოლერმა წვერი მოუშვა და ჩვენს გერმანელ კოლეგებსაც მეტი რა უნდოდათ - დაიწყეს დაუმთავრებელი დისკუსია, თუ რატომ არ იპარსავდა 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, გერმანული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი ლეგენდარული წარმომადგენელი, რომელიც დღეს ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტული დირექტორია.

როგორც ასეთ შემთხვევებში უმეტესად ხდება ხოლმე, ყველაფერი გაცილებით მარტივად ყოფილა, ვიდრე ექსპერტ-მიმომხილველებს წარმოედგინათ - 52 წლის რუდიმ თქვა, შვილებს დავენიძლავე, რომ ახალ წლამდე დიდ წვერს ავიტანდიო.

აი, ასე! მიზეზის გახმაურების შემდეგ გაუპარსავი ფიოლერის ფენომენის მიმართ დაინტერესებამ იკლო, ამ პერიოდში გადაღებული ფოტოები კი ისტორიას დარჩება.

ახლა კი საქმე: "ბილდის" კორესპონდენტი რუდის "ლევერკუზენის" ოფისში ესტუმრა და მასთან გაზეთის ტრადიციად ქცეული ინტერვიუ "ათი საკითხი, ათი პასუხი" ჩაწერა.

აი, ისიც.

1. "ლევერკუზენი" მეორე წრეში "ბაიერნს" დაეწევა, გაასწრებს და გერმანიის ჩემპიონი გახდება!

ფიოლერი: ყოველგვარი ხუმრობის ან სპეციალური ნეგატიური განწყობის გარეშე ვამბობ: ეს შეუძლებელია!

"ბაიერნი" გაცილებით მაღალ საფეხურზეა და თანაც, ამ სეზონში იდეალურად თამაშობს. რეკორდმაისტერს ამ სეზონში ჩემპიონობას ვერავინ წაართმევს.

რაც შეგვეხება ჩვენ: უბრალოდ გვინდა, რომ მეორე წრეშიც კარგად ვითამაშოთ და დავამტკიცოთ, რომ პირველი წრე მეორე ადგილზე შემთხვევით არ დავამთავრეთ.

"ლევერკუზენის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.

2. შტეფან კისლინგი 2013 წელს გერმანიის ნაკრებში დაბრუნდება და ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდება!

ფიოლერი: თუკი შტეფანი ჯანმრთელად იქნება, ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირობა მისთვის მართლაც რეალურია.

რაც შეეხება გერმანიის ნაკრებში მის დაბრუნებას: თუ ასე გააგრძელებს, ფაქტია, რომ იოახიმ ლიოვი კისლინგს გვერდს ვერ აუვლის და ბუნდესგუნდში დააბრუნებს.

3. მადრიდის "რეალი" დანიელ კარვახალს ზაფხულში დაიბრუნებს და "ლევერკუზენს" მასში 6.5 მილიონ ევროს გადაუხდის...

ფიოლერი: დანი, რა თქმა უნდა, ოცნებობს "რეალში" დაბრუნებაზე, მაგრამ არა მგონია, რომ ეს ამ ზაფხულს მოხდეს.

იმედია, კარვახალი კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენთან. პირველ წრეში მან დაამტკიცა, რომ ძალიან კარგი მარჯვენა მცველია, მე კი ბედნიერი ვარ, რომ "რეალის" მეორე გუნდიდან წამოვიყვანე.

4. ანდრე შიურლეს სეზონის ბოლოს ლონდონის "ჩელსი" 30 მილიონად შეიძენს...

ფიოლერი: შიურლე უკვე ჩამოყალიბებული, უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ცხადია, იქნება ეს "ჩელსი", თუ სხვა რომელიმე სუპერგრანდი, ბევრი შეთავაზება ექნება.

ჩვენ მის საკითხს მშვიდად ვუდგებით. მიხარია, რომ ზაფხულში არც შიურლე დავთმეთ და არც ლარს ბენდერი - "ლევერკუზენში" ეს ფეხბურთელები ამინდს ქმნიან.

5. "ბაიერი" ევროპალიგას მოიგებს, ჩემპიონთა ლიგის თასი კი "ბაიერნს" ან "დორტმუნდს" დარჩება!

ფიოლერი: ევროპალიგის პლეი ოფში ლისაბონის "ბენფიკას" სახით ძალიან რთულ მეტოქეს გადავეყარეთ, მაგრამ ჩვენ დიდი ამბიციები გვაქვს და გვინდა, ამ ტურნირზე რაც შეიძლება შორს გავიდეთ.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას: მეც ვფიქრობ, რომ "დორტმუნდს" ევროპაში გამეფების შანსი და პოტენციალი აქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტებად "ბარსელონა" და "ბაიერნი" მიმაჩნია.

6. რუდი ფიოლერი პენსიაზე "ლევერკუზენიდან" გავა...

ფიოლერი: ამ გუნდთან უკვე ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს - "ლევერკუზენში" ფეხბურთსაც ვთამაშობდი, მწვრთნელიც ვიყავი და ახლა სპორტული დორექტორი ვარ. შესაბამისად, "ბაიერს" ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

კონტრაქტი 2017 წლამდე მაქვს გაფორმებული და მართლაც ვერ წარმომიდგენია, რომ პენსიამდე სამსახური კიდევ გამოვიცვალო.

7. 60 წლის ასაკში რუდი საცხოვრებლად რომში გადავა!

ფიოლერი: ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა ჯერჯერობით შეუძლებელია. რომზე ვგიჟდები და იქ ცხოვრება მინდა, მაგრამ ამას ალბათ უფრო 70 წლის ასაკში გავაკეთებ.

8. რუდის შვილი მარკო პროფესიონალი კალათბურთელი გახდება...

ფიოლერი: ეს ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ მარკოთი ახლაც ვამაყობ. სტუდენტია და კალათბურთს მეორე ლიგაში თამაშობს.

კალათბურთზე აქამდე არ ვგიჟდებოდი, მაგრამ მარკოს გამო სპორტის ამ სახეობის ფანიც გავხდი.

9. გერმანია 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდება!

ფიოლერი: ფაქტია, რომ 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონობის უფრო უკეთესი შანსი გვექნება, ვიდრე 2010-ში გვქონდა. იმიტომ, რომ გერმანიის ნაკრები მუდმივად პროგრესირებს, ესპანელები კი, იმედია, ძველებურად დამშეულები აღარ იქნებიან.

10. 2014 წლის მუნდიალის შემდეგ იოახიმ ლიოვს ბუნდესმწვრთნელის პოსტზე რუდი ფიოლერი შეცვლის!

ფიოლერი: რა სისულელეა! რა თქმა უნდა, არა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რატომ არ შედგა "ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერი?
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
"როდესაც "ბარსელონას" ხვდები, ეს ძალიან რთულია" - გულიაშვილის პირველი კომენტარი "რასინგში" დებიუტის შემდეგ
[VIDEOS] ბლექის ბრწყინვალე ჩატენვა და "ორლანდოს" გამარჯვება გერმანიაში
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა
20 წ. | ა ჯგუფში სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
"უკვე ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებაზე ვფიქრობთ" - არბელოა "ალბასეტესთან" მატჩის შემდეგ
"ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ" - ტონი კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
პსჟ სოლიდური მეტოქით - მარცხის შემდეგ და ლიგის წინ
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
[VIDEO] სენსაციათა სენსაცია - "რეალი" თასიდან სეგუნდას მეჩვიდმეტეადგილოსანმა გამოაგდო
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა