ყოველ წელს მცირდება ევროპული ეტაპების რიცხვი, მათ ნაცვლად ჩნდება ახალი რბოლები აზიაში, მაგრამ ეს არ იწვევს ფორმულა 1-ში ამ ქვეყნებიდან პილოტების გამოჩენას
მომავალ სეზონში, ფორმულა 1-ის მხოლოდ ხუთ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი პილოტი: მარკ უებერი და დანიელ რიკარდო - ავსტრალიაში; ფელიპე მასა - ბრაზილიაში; ფერნანდო ალონსო - ესპანეთში; ჯენსონ ბატონი, ლუის ჰემილტონი, პოლ დი რესტა და მაქს ჩილტონი - ბრიტანეთში; სებასტიან ფეტელი, ნიკო როსბერგი, ნიკო ჰიულკენბერგი და ტიმო გლოკი - გერმანიაში.

ყოველ წელს მცირდება ევროპული ეტაპების რიცხვი, მათ ნაცვლად ჩნდება ახალი რბოლები აზიაში, მაგრამ ეს არ იწვევს ფორმულა 1-ში ამ ქვეყნებიდან პილოტების გამოჩენას.

2013 წლისთვის, ორი აზიური ქვეყანა - ინდოეთი და იაპონია დაკარგავს თავის წარმომადგენლებს პელოტონში. ჯერჯერობით უცნობია, როგორ იმოქმედებს ეს ბილეთების რეალიზაციაზე, მაგრამ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ინდოეთი შეუერთდება სამხრეთ კორეას, ჩინეთსა და თურქეთს, სადაც დასწრება ტრადიციულად დაბალია.

გასაკვირია, მაგრამ 1950 წელს, ფორმულა 1-ის პირველ სეზონში, რომელიც ექვს გრანპრის აერთიანებდა, ყოველ რბოლაში მონაწილეობდა ადგილობრივი პილოტი. ანტირეკორდი დამყარდა 1966 წელს, როცა 2013 წლის მსგავსად, მხოლოდ ხუთ ეტაპზე გავიდა სტარტზე მასპინძელი ავტომრბოლი.

ის სეზონი ცხრა რბოლისგან შედგებოდა, ასე რომ, ადგილობრივებმა მონაწილეობა მიიღეს რბოლების 55.6 პროცენტში. 2013 წელს, ეს მაჩვენებელი მხოლოდ 26.3 პროცენტი იქნება.

"მაკლარენი" აგრძელებს მოლაპარაკებებს იაპონულ "ჰონდასთან" თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რომელიც ძრავების მოწოდებას უკავშირდება.

ბრიტანული გუნდს სწორედ "ჰონდას" იმედი აქვს 2014 წელს, როცა შეიცვლება ფორმულა 1-ის ტექნიკური რეგლამენტი.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ "ჰონდა" "მაკლარენთან" თანამშრომლობის განახლებას მხოლოდ 2015 წელს აპირებს, ამიტომაც, ბრიტანელებს 2014 წელს საშუალედო ვარიანტი ექნებათ მოსაძებნი.

სავარაუდოდ, ამ პერიოდში "მაკლარენი" "მერსედესის" ძრავებს გამოიყენებს, თუმცა ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხარეები დაასრულებენ ურთიერთობას 2013 წლის სეზონის შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა