თელ ავივში გამგზავრებამდე გორის "დილას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა
გორის "დილას" ყოფილი თავკაცი გიორგი დარასელია, საქართველოდან ისრაელში გაემგზავრა. იგი, ამჟამად იქ მცხოვრებ ცოლშვილთან ერთად, ახალ წელს გაითენებს, მოგვიანებით (11 იანვრიდან) კი, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" მთავარი მწვრთნელის რანგში, წითელი ზღვისპირა კურორტ ეილათში შუასასეზონო პირველ შეკრებას გაივლის.

თელ ავივში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი დარასელიამ fcdila.ge-სთვის კომენტარი გააკეთა:

"მინდა ყველას, ვინც "დილას" წარმატებულ სვლაში მეხმარებოდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა. გუნდში ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებმაც მანამდე თავიანთი მაღალი კლასი ბევრჯერ დაამტკიცეს. მოხარული ვარ, რომ მათ ეს ჩემი ხელმძღვანელობითაც გაიმეორეს.

გუნდის ქომაგებს განსაკუთრებული მადლიერებით მოვიხსენიებ. მათი მხარდაჭერა ჩვენი გუნდის ყველა წევრისთვის დიდად ფასობდა. ისინი "დილას" ყველა გამარჯვების თანამონაწილეები იყვნენ და დარწმუნებული ვარ, მათ თანადგომას ყველა ყოველთვის შესაბამისად დააფასებს.

მოახლოებული ახალი წელი, ყველა იმ ადამიანს მინდა მივულოცო, ვისაც გორის "დილას" და საერთოდ ქართული ფეხბურთის წინსვლა გაახარებს".

gizog
თუმცა საქარტველოშიც გვჭირდება შენნაირი კარგი კაცი და მწვრთნელი
gizog
გაიხარე,ყველგან წარმატებებს გისურვებთ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა