განვლილი საფეხბურთო წელიწადი საინტერესო გამოვიდა და მოდით, ერთად გავიხსენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები
ნამდვილად შეიძლება იმაზე კამათი, იყო თუ არა წარმატებული 2012 წელი ქართული ფეხბურთისთვის.

ვფიქრობთ, ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს - მრავლად იყო როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მოვლენები.

იმის თქმა კი უდავოდ შეგვიძლია, რომ განვლილი საფეხბურთო წელიწადი საინტერესო გამოვიდა და მოდით, ერთად გავიხსენოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

იანვარი

"დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ესპანელი ალექს გარსია გაათავისუფლეს. ეს კი ამ უკანასკნელის სამშობლოში გამართული შეკრების მიწურულს მოხდა. გარსიას ადგილი გიორგი დევდარიანმა დაიკავა.

"ზესტაფონიდან" გერმანულ "ბოხუმში" გადავიდა ნიკოლოზ გელაშვილი, რომელმაც ახალი კლუბის მაისურით პირველი გოლი სადებიუტო მატჩშივე გაიტანა, მაგრამ ეს მისი ერთადერთი ბურთი აღმოჩნდა იმ სეზონში.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კი ალექსანდრე ჩივაძეს ჩააბარეს. ეროვნული გუნდის ყოფილ თავკაცს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა - იმ დროისთვის ჩვენს ახალგაზრდულს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი უკვე დაკარგული ჰქონდა.

თებერვალი

თბილისის "დინამოს" ახალმა თავკაცმა გიორგი დევდარიანმა, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებსაც წვრთნიდა, არჩევანი საკლუბო კარიერის სასარგებლოდ გააკეთა და ნაკრები დატოვა.

საქართველოს ნაკრების ახალ კაპიტნად კი გუნდის დამრიგებელმა თემურ ქეცბაიამ ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ხიზანიშვილის კაპიტნობამ მხოლოდ რამდენიმე თვე გასტანა.

თებერვლის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენა კი საქართველო-ალბანეთის ამხანაგური მატჩი იყო, რომელიც ჩვენმა გუნდმა მძიმე ბრძოლაში ალექსანდრე კობახიძისა და ალექსანდრე ამისულაშვილის გოლებით 2:1 მოიგო (იხილეთ ვრცლად).

ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ორი პენალტი გააფუჭა.

მარტი

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით დაძლია თბილისში გამართული ელიტრაუნდი.

ვასილ მაისურაძის გუნდმა "სიკვდილის ჯგუფში" გამარჯვება შეძლო - ჯერ ესპანეთს 1:1 დაუზავდა (იხილეთ ვრცლად), რის შემდეგაც ერთმანეთის მიყოლებით ერთნაირი ანგარიშით, 1:0 სძლია ინგლისსა (იხილეთ ვრცლად) და უკრაინას (იხილეთ ვრცლად).

ეს 2012 წელს ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ამბავი იყო, მაგრამ ჩვენი 17-წლამდელები ამას არ დასჯერდნენ და უფრო დიდი სიხარული მოგვიანებით გვაჩუქეს.

აპრილი

"დინამოს" წარუმატებელ ასპარეზობას მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გიორგი დევდარიანის გადადგომა მოჰყვა. სეზონი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა რამაზ მუმლაძის ხელმძღვანელობით ჩაამთავრა.

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ლევან ყენია, რომელსაც მძიმე ტრავმის გამო დაახლოებით ორწელიწადნახევარი გაუცდა, გერმანულ "შალკეს" დატოვებდა.

გელზენკირხენულმა კლუბმა ქართველ ნახევარმცველს ოფიციალური გაცილებაც მოუწყო.

მაისი

ეს თვე საინტერესო მოვლენებით დახუნძლული აღმოჩნდა, თუმცა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წარმატებამ ყველა სხვა ამბავი დაჩრდილა.

მაისურაძის ბიჭებმა სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფური ეტაპი დაძლიეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც დრამატულ ბრძოლაში ტენდენციური მსაჯობის ფონზე მომავალ ჩემპიონ ჰოლანდიასთან დამარცხდნენ (იხილეთ ვრცლად).

ჩვენი ნაკრები კონტინენტის პირველობის ბრინჯაოსმედალოსანი გახდა, რაც უპრეცედენტო შედეგია დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა კახა კალაძემ, რომლის ბოლო კლუბიც იტალიური "ჯენოა" აღმოჩნდა.

ზედმეტია იმის შეხსენება, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი პოლიტიკურ ასპარეზზე გადაერთო და დღეს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრია.

სკანდალურად დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც "ზესტაფონმა" და "მეტალურგმა" ქულათა თანაბარი რაოდენობით დაასრულეს.

ჩემპიონობა ორივე გუნდმა იზეიმა, ტიტულის მფლობელი კი მეორე დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე გაირკვა - ოქროს მედლები "ზესტაფონს" მიაკუთვნეს (იხილეთ ვრცლად).

არანაკლებ სკანდალური გამოდგა საქართველოს თასის ფინალი, სადაც გორის "დილამ" "ზესტაფონს" სძლია, მატჩის ანტიგმირი კი არბიტრი ლევან კვარაცხელია გახდა (იხილეთ ვრცლად).

რამდენიმე დღეში სეზონი სუპერთასის მატჩით დასრულდა, სადაც "ზესტაფონმა" "გაგრა" დაამარცხა.

ევროსაგზურები "ზესტაფონმა", "დილამ", "მეტალურგმა" და "ტორპედომ" მოიპოვეს, "დინამო" კი სენსაციურად დარჩა საერთაშორისო სარბიელს მიღმა.

17-წლამდელებისგან განსხვავებით, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ვერ უწია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელმაც ოთარ კორღალიძის ხელმძღვანელობით ელიტრაუნდში მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში გამართულ ამხანაგურ მატჩში თურქეთთან 1:3 დამარცხდა. ერთადერთი ქართული გოლი დავით თარგამაძის ანგარიშზეა (იხილეთ ვრცლად).

გერმანული "ჰერტა" პირველი ბუნდესლიგიდან გავარდა, მის ქართველ ვეტერან ლევან კობიაშვილს კი წლის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

ეს ერთობ საეჭვო გარემოებაში მოხდა - "კობი" მხოლოდ მსაჯის მონაყოლის საფუძველზე დასაჯეს, სხვა თვითმხილველები კი ლევანის უდისციპლინო საქციელს არ ადასტურებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კი ევრო 2020-ის მასპინძლობისთვის ბრძოლა წამოიწყო.

ივნისი

უეფამ თბილისს ევროპის 2015 წლის სუპერთასის მასპინძლობის უფლება მისცა. ქართულ მხარეს საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ "მიხეილ მესხი" უმაღლესი რანგის საერთაშორისო შეხვედრისთვის მოამზადოს.

წლის ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო საფეხბურთო ამბავი ივნისის თვეში მოხდა - 55 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი რამაზ შენგელია.

ლევან ყენიამ კი "ზენიტში" გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ სანკტპეტერბურგული კლუბი დატოვა. არადა, მას წინასწარი კონტრაქტიც კი ჰქონდა გაფორმებული.

ივლისი

ევრობატალიებში ქართულმა კლუბებმა თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინეს. ყველაზე მტკივნეული ჩემპიონთა ლიგაზე "ზესტაფონის" მიერ ბაქოს "ნეფთჩისთან" განცდილი მარცხი იყო (იხილეთ ვრცლად).

რუსთავის "მეტალურგმა" ევროპის ლიგაზე ერთი ეტაპი გადალახა, ქუთაისის "ტორპედომ" კი ესეც ვერ შეძლო.

აგვისტო

ევროსარბიელზე მთელი ჩვენი იმედები გორის "დილაზე" იყო დამყარებული, რომელმაც ტურნირს ჯერ დანიური "ორჰუსი", შემდეგ კი კვიპროსული "ანორთოსისი" გამოთიშა.

საქართველოს თასის მფლობელმა ბრძოლა ევროპის ლიგის პლეი ოფში შეწყვიტა - ჯგუფისკენ მიმავალი გზა "დილას" პორტუგალიურმა "მარიტიმუმ" გადაუკეტა, რომელმაც გორელებს ორივე მატჩში სძლია (იხილეთ ვრცლად).

არადა, ამ ეტაპზე ამაზე იღბლიან წილისყრას ვერც ვინატრებდით...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სტუმრად ლევან მჭედლიძისა და ალექსანდრე ამისულაშვილის გოლებით 2:0 სძლია ლუქსემბურგს (იხილეთ ვრცლად).

დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, რომლის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერიც ჯაბა დვალის "ზესტაფონიდან" თბილისის "დინამოში" გადასვლა იყო.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ზესტაფონიდან" გიორგი ჭიაბრიშვილი დაითხოვეს, რომელიც დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის დუეტმა შეცვალა.

სექტემბერი

დაიწყო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. სასტარტო მატჩში საქართველოს ნაკრებმა ბელორუსს უმასპინძლა და თორნიკე ოქრიაშვილის ეფექტური გოლით 1:0 დაამარცხა (იხილეთ ვრცლად).

ამის შემდეგ ქეცბაიას გუნდმა "დინამო არენაზე" ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. 0:0-ზე ამისულაშვილმა ბურთი მეტოქის კარის ძელს მოარტყა, სენსაციის ავტორობამდე კი მცირედი დაგვაკლდა - ესპანელებმა რობერტო სოლდადოს მიერ 86-ე წუთზე გატანილი გოლით იმარჯვეს.

ეს მატჩი ჩვენი ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას ბენეფისი იყო... (იხილეთ ვრცლად)

ზურაბ ხიზანიშვილი სანაკრებო სიაში აღარ გამოჩენილა, საქართველოს ნაკრების ახალი კაპიტანი კი ჯაბა კანკავა გახდა.

გორის "დილაში" თემურ შალამბერიძე გიორგი დარასელიამ შეცვალა. ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნებულმა სპეციალისტმა საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში თავისი კვალი 11-მატჩიანი გამარჯვებათა სერიით დატოვა.

ოქტომბერი

ოქტომბრის შესარჩევი მატჩები კი ჩვენი ეროვნული გუნდისთვის დიდად წარმატებული ვერ გამოდგა - ფინეთში ნათამაშებ 1:1-ს (იხილეთ ვრცლად) ბელორუსში განცდილი 0:2 მოჰყვა (იხილეთ ვრცლად).

სამაგიეროდ, ოქტომბერი წარმატებული გამოდგა ჩვენი ასაკობრივი ნაკრებებისთვის - 17-წლამდელებმაც და 19-წლამდელებმაც ელიტრაუნდის საგზურები მოიპოვეს.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 17-წლამდელებში გამართული პირველი ეტაპი, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა, ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ნოემბრის დასაწყისში დასრულდა.

თურქული "ქაისერისფორი" დატოვა შოთა არველაძემ, რომელმაც სულ მალე სტამბულის "ქაშიმფაშა" ჩაიბარა.

შედეგიანი გამოდგა წელიწადი ფინური "ინტერ ტურკუს" ქართველი ფორვარდის, ირაკლი სირბილაძისთვის, რომელიც ფინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო თავდამსხმელი გახდა.

"იბერია სტარი" კი ქართული ფუტსალის ისტორიაში უდიდეს სიმაღლემდე ავიდა - თბილისში გამართული საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო და ევროპის ფუტსალის თასზე ოთხ საუკეთესო კლუბს შორის მოხვდა.

2013 წლის გაზაფხულზე უპრესტიჟულესი გათამაშების დასკვნით სტადიას თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს და ტიტულისთვის "იბერიაც" იბრძოლებს.

ნოემბერი

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდში გასასვლელ გადამწყვეტ შეხვედრაში შოტლანდია 3:0 გაანადგურა და იმის იმედიც გაჩნდა, რომ ქართველი 17-წლამდელების ეს თაობა წინაზე არანაკლებ წარმატებული იქნება (იხილეთ ვრცლად).

"მიხეილ მესხზე" საქართველო-ეგვიპტის ეროვნულ ნაკრებთა უსახური სპარინგი ლოგიკური შედეგით, 0:0 დასრულდა (იხილეთ ვრცლად).

დეკემბერი

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი.

"ზამთრის ჩემპიონი" თბილისის "დინამო" გახდა, ზეექვსეულში მოსახვედრად გაჩაღებულ დაძაბულ ბრძოლაში კი "ზესტაფონმა" ახალი თავკაცის, კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით "მეტალურგს" აჯობა (იხილეთ ვრცლად).

სეზონის პირველი ნახევრის დასრულებისთანავე გიორგი დარასელია "დილადან" წავიდა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული გამოკითხვის შედეგად 2012 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად და საუკეთესო ლეგიონერად გურამ კაშია დასახელდა.

ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნიკა ძალამიძე გახდა, ხოლო ჩვენი უმაღლესი ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშე "დინამოს" ესპანელი შემტევი ჩისკოა (იხილეთ ვრცლად).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
განუზომელი მწუხარება და ტკივილი დაგვიტოვა რამაზის წასვლამ.
მიმინო
სად მოღვაწეობს ახლა–ვასილ მაისურაძე/ეს კითხვა თანაბრად ეხება–სპორტულ ჟურნალისტებს,დომენტის,რიჟას და &
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
არაბული კლუბი სალაჰისგან პასუხს ელოდება - რას გადაწყვეტს ეგვიპტელი?
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს