მეტრეველმა კონტრაქტი გააფორმა "პაფონისთან", კლუბთან, რომელიც იტალიის "ნაციონალე A-ში" თამაშობს
30 დეკემბერს, ღამით, ევროპაში ოთხმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა, თუმცა სტატიას მეხუთეთი დავიწყებთ:

ნიკა მეტრეველმა კონტრაქტი გააფორმა "პაფონისთან", კლუბთან, რომელიც იტალიის "ნაციონალე A-ში" თამაშობს. ქართველი ფორვარდი უკვე იტალიაშია და გუნდთან ერთად მზადებას შეუდგა.

აპენინებზევე ჩვეული ეფექტურობით გაისარჯა მანუჩარ მარკოიშვილი - "რეჯო ემილიასთან" შეხვედრაში 19 ქულას (5-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი) მოუყარა თავი. საინტერესოა, რომ მანუმ 17 ქულა მეორე ტაიმში ჩააგდო, რასაც 3-3 მოხსნა-პასი მიამატა. "კანტუმ" 86:64 მოიგო.

ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი" სტუმრად ვენეციაში მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო, თუმცა საბოლოოდ ორქულიანი სხვაობით დამარცხდა - 63:65. ვიქტორმა 4-4 ქულა-მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

ესპანეთის ჩემპიონატში თამაშიც გამოასწორა და სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესა ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა". 30 დეკემბერს სევილიელებმა შინ "ვალიადოლიდს" 94:57 სძლიეს.

ქართველმა ფორვარდმა 6 წუთში 3 ქულა ჩააგდო (1-დან 1 სამიანი).

უკრაინაში "ბუდიველნიკს" "ფეხი დაუდო" მარიუპოლის "აზოვმაშმა", რომელმაც კიეველები სარკისებური ანგარიშით დაამარცხა - 87:78. ბუდიველნიკელთა სასტარტო გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ 28 წუთში 7 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა