"ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ხალხს ვენდე და სამი წელი დავკარგე. ისეთი პერიოდებიც იყო, როცა საერთოდ უიმედოდ ვიყავი"
წლის კონფლიქტით დასრულება არ გვსურდა, მაგრამ ფიფას აგენტის, ბესო აბაშიძისა და თბილისის "დონამოს" დაპირისპირებაზე კომენტარი ფეხბურთელმა ლაშა შინდაგორიძემ ისურვა, რომელსაც სააგენტო Players Agents-თან კონტრაქტი აკავშირებდა - აბაშიძე სწორედ ამ სააგენტოს წარმოადგენს.

სააგენტოს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შინდაგორიძე ვალდებული იყო, "დინამოსთან" მოლაპარაკება მათი შუამავლობით ეწარმოებინა, რადგან ამ ფეხბურთელთან კონტრაქტი გვაკავშირებსო (იხილეთ ვრცლად).

"მე, უბრალოდ, მოგიყვებით ამ ხალხთან ჩემი სამწლიანი ურთიერთობის შესახებ და არიან თუ არა ისინი ჩემი აგენტები, ეს მკითხველმა განსაჯოს.

2009 წლის მაისში, როდესაც "სასკოში" ვთამაშობდი, მოვიდნენ და პრაღის "სლავიაში" სინჯებზე წასვლა შემომთავაზეს. პარალელურად, მათ სააგენტოსთან 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება მომთხოვეს.

ტესტირებამ ჩემთვის წარმატებით ჩაიარა. მოგვიანებით წინასწარ შეთანხმებული კონტრაქტის პირობები საგრძნობლად შეიცვალა, ისეთ თანხაზე იყო საუბარი, რომლითაც ჩეხეთში ვერ ვიცხოვრებდი.

ამავე წლის ოქტომბერში დანიურ "ორჰუსში" სინჯებზე წამიყვანეს, სადაც ერთი კვირა დავყავი. 2010 წლის იანვარში "ორჰუსთან" 1,5-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, სადაც U-19-სა და სარეზერვო გუნდში მიწევდა თამაში. ჩემით კმაყოფილნი იყვნენ, მაგრამ ისევ ახალგაზრდულ გუნდში მიწევდა თამაში.

აგენტები უკეთესი კლუბის პირველ გუნდში თამაშს შემპირდნენ. დავუჯერე აგენტებს და დანიურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი შევწყვიტე.

დანიიდან პოლონეთში გამიშვეს, სადაც მითხრეს, რომ "ვიძევში" ყველაფერი გარკვეულია, მარტო ჩასვლა და ერთი-ორი ვარჯიში იყო საჭირო და პირველ გუნდთან კონტრაქტს გავაფორმებდი. ჩავედი ლოძში, მივედი "ვიძევის" ბაზაზე და პირველი გუნდის ნაცვლად, რასაც მპირდებოდნენ, ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდთან მომიწია ორმხრივი თამაშის ჩატარება, სადაც ჩემთან ერთად კიდევ 40 კაცი იმყოფებოდა შერჩევაზე.

პოლონეთში გატარებული 5 დღიდან ვარჯიშის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ მომეცა, ვიძევის ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდთან. უცხო ქალაქში ყოველდღე მარტო ფეხით დავდიოდი ბაზაზე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზს მეუბნებოდნენ და ვარჯიშს ვერ ვახერხებდი. უბრალოდ, იქ მე არავინ მელოდა, არადა, ჩემმა აგენტებმა გამგზავნეს. საბოლოოდ თბილისში დავბრუნდი.

შემდეგ მითხრეს, რამდენიმე გუნდის ვარიანტი გვაქვს და მოიცადეო. ამასობაში დრო გადიოდა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრეს, ყველაფერი ჩაიშალა და ერთადერთი ვარიანტი ჩეხეთშიაო. როგორც მითხრეს, "სლავიას" ყოფილი მწვრთნელი "დუკლაში" გადავიდა სამუშაოდ და ჩემი წაყვანაც სურდა.

მაგრამ პრაღაში ჩემი ხარჯებით უნდა წავსულიყავი. აგენტებმა მითხრეს, რომ ჩემი ჩეხეთში გამგზავრების ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნდათ.

მე ჩემი ხარჯებით ჩეხეთში წასვლა ვერ შევძელი და შესაბამისად, "დუკლას" ვარიანტიც ჩავარდა.

ამ პერიოდში ჩემს სატელეფონო ზარებზე სააგენტოს წარმომადგენლები არ პასუხობდნენ და მათი ჩემდამი ინტერესი ნელ-ნელა ქრებოდა. მოვიდა ზაფხულიც, გაიხსნა სატრანსფერო ფანჯარა და მათი მხრიდან "დუკლას" გარდა, სხვა ვარიანტები საერთოდ არ ჩანდა.

ივლისში კვლავ დამიკავშირდნენ Players Agents-ის წარმომადგენლები და ორი კვირით ჩეხეთში წამიყვანეს. ორკვირიანი ვარჯიშის შემდეგ თბილისში უნდა ჩამოვსულიყავი, იმ პირობით, რომ მალე უკან დავბრუნდებოდი და გუნდთან კონტრაქტს გავაფორმებდი.

თბილისში ყოფნისას აგენტებმა "დუკლაში" მეორედაც სინჯების გავლა მთხოვეს.

პრაღაში ერთი კვირა ვივარჯიშე და მწვრთნელმა კვლავ ისურვა ჩემი ჩეხეთში დარჩენა. "დუკლას" მწვრთნელთან საუბრის შემდეგ, თბილისში წამოვედი იმ პირობით, რომ უკან დავბრუნდებოდი და ამჯერად მაინც გავაფორმებდი კონტრაქტს. რამდენიმე კვირის შემდეგ კი მათი პასუხი იყო, რომ "დუკლას" ვარიანტიც ჩაიშალა.

მოგვიანებით თავად ვცადე სიტუაციაში გარკვევა, "დუკლას" მწვრთნელს დავუკავშირდი. როგორც გაირკვა, კლუბის მენეჯმენტი და სააგენტო, რომელთანაც კონტრაქტი მქონდა გაფორმებული, პირობებზე ვერ შეთანხმდნენ.

ამის შემდეგ მითხრეს, კონტრაქტის გარეშე დროებით "ზესტაფონის" დუბლებში მევარჯიშა. "ზესტაფონიდან" წამოსვლა რომ დავაპირე, კვლავ ვცადე ჩემს აგენტებთან დაკავშირება, რათა ისინი საქმის კურსში ჩამეყენებინა, რადგან "ზესტაფონში" მათ მიმიყვანეს. სამწუხაროდ, ჩემს სატელეფონო ზარებზე ისინი კვლავ არ პასუხობდნენ.

ამის შემდეგ ერთი თვე გავიდა, არც ერთ აგენტთან არ მილაპარაკია. ამასობაში ჩემით "დინამო" დაინტერესდა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება აგენტების გარეშე გადავწყვიტე, ვინაიდან მათთან კონტრაქტი აღარ მაკავშირებდა.

მას შემდეგ, რაც "დინამოში" დავიწყე ვარჯიში, კლუბში Players Agents-ისგან მოვიდა წერილი, რომელიც ჩემი და სააგენტოს ურთიერთობის შესახებ იუწყებოდა. დოკუმენტი ინგლისურენოვანი იყო. მე მათ ვენდობოდი და ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ადამიანი, რომელიც პიროვნულ ღირსებებზე მელაპარაკებოდა, მოგვიანებით მოტყუებით გამაფორმებინებდა ახალ კონტრაქტს.

ასეთი იყო ჩემი და სააგენტო Players Agents-ის სამწლიანი ურთიერთობა. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ხალხს ვენდე და სამი წელი დავკარგე. ამ ხნის მანძილზე ისეთი პერიოდებიც იყო, როცა საერთოდ უიმედოდ ვიყავი.

ახლა "დინამომ" მომცა შანსი, სპორტული ფორმა აღვიდგინო და ყველაფერი გავაკეთო ფეხბურთის სათამაშოდ", - გვითხრა შინდაგორიძემ.

ლაშა შინდაგორიძე: ამიტომ გადავწყვიტე აგენტების გარეშე მოლაპარაკება... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guga
შინდაგორიძე 100 პროცენტიანია მაგ აგენტებთან ეტყობათ ჩხეთშიც ბევრი ფული მოითხოვეს და ბიჭს კარიერას უფუჭებდენ .
koko
მართლაც კარგათ თამასობს და მიტომ მისდევენ ბავრ ფულს კარგავენ.
koko
თუ არ მოგწონთ სადაც უნდა იქ წავიდეს რას გამოეკიდეთ ალბათ კარგი ფეხბურთელი არის და იმიტომ იბრდღვნით ყველაფერს
rezo
აუ ეგეთ ხალხს ყელები უნდა დააჭრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა