ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფილიპ ლამი: მთავარია კონცენტრაცია!

ფილიპ ლამი: მთავარია კონცენტრაცია!

გერმანიის ნაკრებისა და ბაიერნის კაპიტანი 2013 წლის გეგმებისა და მიზნების შესახებ საუბრობს
ფილიპ ლამი ახალ წელს მიუნხენში, მეგობრებთან ერთად შეხვდა, 2 დეკემბერს კი, მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების კაპიტანი 29 წლის კაპიტანი თანაგუნდელებთან ერთად ყატარში გაფრინდა, სადაც რეკორდმაისტერი სეზონის მეორე ნახევრისთვის მოსამზადებელ შეკრებას გაივლის.

ყატარში გამგზავრებამდე ლამი "ბილდის" კორესპონდენტს "ბაიერნისა" და ბუნდესგუნდის გეგმებზე ესაუბრა.

- ჰერ ლამ, ფეხბურთის გარდა, თავისუფალ დროს ბილიარდს, დარტსს და ჩოგბურთს თამაშობთ ხოლმე. ზამთრის არდადეგებზე სპორტის რომელ სახეობაში გაიუმჯობესეთ მონაცემები?

- სირბილში. ზამთარი ძალიან მიყვარს, ზამთრის ფანი ვარ და თოვლში დიდხანს სირბილმა უდიდესი სიამოვნება მომანიჭა.

ადრე ასე არ დავრბოდი ხოლმე და აღმოვაჩინე, რომ ძალიან მსიამოვნებს. თანაც, წონის პრობლემაც არ მექნება და შეკრებაზე დამატებითი დატვირთვების ატანა არ მომიწევს. გარდა ამისა, მეგობრებთან ერთად რამდენჯერმე ჩოგბურთიც ვითამაშე. სნუკერისა და დარტსისთვის კი ამჯერად ვერ მოვიცალე.

- როგორ ფიქრობთ, რომელ ან რამდენ ტიტულს მოგიტანთ 2013 წელი?

- სეზონის პირველი ნახევარი "ბაიერნმა" ძალიან კარგად ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ და ტიტულები უნდა მოვიგოთ.

არცერთმა ჩვენგანმა არ უნდა იფიქროს იმაზე, რომ გერმანიის ჩემპიონობა განაღდებული გვაქვს. ევროპულ ფეხბურთში თასები მაისში რიგდება და სეზონის ბოლომდე კონცენტრაციის შენარჩუნება გვმართებს.

- თქვენ ფიქრობთ, რომ გამორიცხული არაა, "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონი ვერ გახდეს?

- ფაქტია, რომ ჯერ არ ვართ ჩემპიონები და ბუნდესლიგის ამ სეზონის დამთავრებამდე კიდევ 17 ტურია დარჩენილი.

17 ტური სეზონის ნახევარია და ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ თუ ჩვენს პოტენციალს მეორე წრეშიც კარგად გამოვავლენთ, "ვერცხლის სინის" დაბრუნება გარდაუვალი იქნება.

- გერმანიის თასის მეოთხედფინალში დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოგიწევთ ბრძოლა. ანუ თასზე ხელი უნდა ჩაიქნიოთ?

- ორი აზრი არ არსებობს, მეოთხედფინალში "დორტმუნდთან" ძალიან საინტერესო დუელი გველის. კარგია, რომ საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ - ეს ჩვენთვის საკმაო უპირატესობაა. "ბორუსიის", რა თქმა უნდა, არ გვეშინია და ნახევარფინალში გასვლა გვინდა.

- ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლონდონის "არსენალს" დაეჯახეთ...

- "არსენალთანაც" ძალიან საინტერესო დუელი გვექნება. პირადად მე ამ ლონდონური კლუბის წინააღმდეგ არასდროს მითამაშია და ვფიქრობ, მაგარი მატჩები შედგება.

- საყოველთაო აზრით, ამ წყვილში ფავორიტი "ბაიერნია"...

- წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით. ახლა ბუნდესლიგაში დიდი უპირატესობით ვლიდერობთ, "არსენალს" კი ინგლისის ჩემპიონატში პრობლემები აქვს. ცხადია, რომ ამიტომაც გვრაცხავენ ფავორიტად.

მე ამ მოსაზრებას ვეთანხმები. თუ მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშებთ, ლოგიკურად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში უპრობლემოდ უნდა გავიდეთ.

- ლუკას პოდოლსკისგან მუქარით აღსავსე ტექსტურ შეტყობინებებს ელოდებით?

- დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის წინა, ან იმავე დღეს ბევრ SMS-ს მომწერს. "არსენალში" პერ მერტეზაკერიც თამაშობს და საერთოდ, ვფიქრობ, რომ საკლუბო დონეზე თანანაკრებელების წინააღმდეგ თამაში საინტერესო გამოწვევაა.

- გერმანიის ნაკრებს პირველი მატჩი 6 თებერვალს უწევს - ეს იქნება ამხანაგური თამაში საფრანგეთში. მერე მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაგრძელდება. წელს ბუნდესგუნდს სერიოზული ტურნირი არ უწევს და ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სანაკრებო დონეზე გერმანელებს ძალიან მოსაწყენი წელი გველის?

- არა მგონია, მოვიწყინოთ. პირველ რიგში, გვინდა, რომ ბრაზილია 2014-ის საგზური რაც შეიძლება სწრაფად მოვიპოვოთ, რაც შესარჩევი ციკლის ბოლოს ექსპერიმენტირების საშუალებას მოგვცემს, ექსპერიმენტები კი ყოველთვის საინტერესოა როგორც ჩვენთვის, ასევე მაყურებლებისთვის.

- ამჟამად გერმანიის ნაკრებში 95 მატჩი გაქვთ ჩატარებული და წელს, სავარაუდოდ, "ასიანთა კლუბში" შეხვალთ. 100 მატჩი ბუნდესგუნდში - რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

- გერმანიის ნაკრებში 100 მატჩი ძალიან ბევრ შესანიშნავ და ლეგენდარულ ფეხბურთელს არ აქვს ჩატარებული და ეს განსაკუთრებული მიღწევა იქნება. თუმცა მე ფეხბურთს იმისთვის არ ვთამაშობ, რომ რაღაც რაოდენობის მატჩები დამიგროვდეს.

მე ფეხბურთს ტიტულებისთვის ვთამაშობ. შესაბამისად, ნაკრებში 100 მატჩის ჩატარებაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონობაა.

- კიდევ ერთი რიცხვი, რომელსაც 2013 წელს ვერსად გაექცევით, 30-ია და ეს რიცხვი, ალბათ, სულაც არ გახარებთ...

- ჰო, წელს 30 წლის ვხდები, მაგრამ ეს ოდნავადაც არ მანაღვლებს - ყველანი ვბერდებით. ნოემბერში ჩემი ასაკის პირველი ციფრი 2-ის ნაცვლად 3 იქნება - ესაა და ეს.

- "ბაიერნთან" კონტრაქტი 2016 წლამდე გაქვთ გაფორმებული. ან იქნებ უკვე ახლის გაფორმება მოასწარით?

- არა, რა მეჩქარება?! წინ კიდევ სამი შესანიშნავი წელია. მაგ დროისთვის 33 წლის ვიქნები და მერე ვნახოთ. კონტრაქტსა და მომავალზე არ ვფიქრობ.

- სამაგიეროდ, "ბაიერნის" მწვრთნელმა უნდა იფიქროს ამაზე. იუპ ჰაინკესს ხელშეკრულების ვადა სეზონის ბოლოს ეწურება, ხელმძღვანელებს კი ჯერაც არ გადაუწყვეტიათ, რას აპირებენ - ტოვებენ, თუ ახალი სპეციალისტი უნდა მოიწვიონ. თქვენთან ასეთი კითხვა გვაქვს: როგორც გუნდის კაპიტანი, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ იმას, თუ როდის შეიტყობთ, ვინ უნდა იყოს მომდევნო სეზონში მთავარი მწვრთნელი?

- ხელმძღვანელები და მწვრთნელი ალბათ მალე დაილაპარაკებენ და ყველაფერი გაირკვევა. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს გაურკვევლობა გუნდზე უარყოფითად ნამდვილად არ აისახება.

არცერთი ფეხბურთელისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ მწვრთნელის საკითხი კიდევ 2-3 თვე გაურკვეველი იყოს. "ბაიერნი" ერთ მუშტადაა შეკრული! ყველა ხედავს, რომ ჰაინკესთან შესანიშნავად ვთანამშრომლობთ.

ასევე იხილეთ:

ფილიპ ლამი: "გლადბახთან" პირველი ტაიმი ჩავაგდეთ

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს

სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო