"ფიორენტინას" ხელმძღვანელობა გუნდის თავკაცს ირჩევს
"ფიორენტინას" ხელმძღვანელობა გუნდის თავკაცად ან დუნგას დანიშნავს, ან კიდევ ლეონარდოს, თუკი საბოლოოდ გადაწყვეტს სინიშა მიჰაილოვიჩის მოხსნას - ამტკიცებს "ლა რეპუბლიკა".

"ვიოლამ" ამ უქმეებზე "სამპდორიასთან" 1:2 წააგო და ახლა სერია A-ს ფსკერზეა, 7 მატჩში ერთადერთი გამარჯვებით. ისედაც ნახევარი იტალია მიჰაილოვიჩის მოხსნაზე ლაპარაკობს და გასულ კვირაში ეჭვი უფრო გაძლიერდა, რაც პანტელეო კორვინო, "ფიორენტინას" სპორტული დირექტორი ლანჩზე დუნგასთან ერთად ნახეს. ამის შემდეგ "ვიოლას" ხელმძღვანელობა ლამის ყოველდღიურად უარყოფს ამას, მაგრამ თავად დუნგა სხვა აზრისაა, ბრაზილიელი იმედოვნებს, რომ ერთ დღესაც "არტემიო ფრანკიზე" კუთვნილ ადგილს დაიკავებს... მასპინძელთა სათადარიგოების სკამზე.

ნაკლებს არც ლეონარდოს კანდიდატურაზე ლაპარაკობენ. თუკი ორივე ბრაზილიელი საბოლოოდ შორს დაიჭერს იტალიური კლუბის შეთავაზებას, რომელსაც ახლო მომავალში უნდა ელოდონ, მაშინ "ფიორენტინას" ბოსებს სათადარიგო სია აქვთ, სადაც ფრანკო კოლომბას, ჯუზეპე პაპადოპულოს და დავიდე ბალარდინის გვარებს იხილავთ, მაგრამ ამ სამეულიდან ერთ-ერთს ალბათ მხოლოდ სეზონის ბოლომდე თუ გაუფორმებენ კონტრაქტს, რომ კლუბმა სერია A არ დატოვოს.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა