ავსტრალიურ პერტში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ავტოგრაფებს არიგებდა, როცა ფანების შეტევას ვერ გაუძლო და კოჭლობით გაიქცა

მსოფლიოს პირველი ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ქალაქ პერტში იმყოფება და სერბეთის ნაკრებს ჰოპმანის თასის მოპოვებაში ეხმარება, მაგრამ ნოლესთვის კინაღამ სავალალოდ დასრულდა სეზონის პირველი ოფიციალური სტარტი იტალიასთან მოგებული მატჩის შემდეგ.

ინციდენტი ორშაბათს მოხდა. ჯოკოვიჩმა დაამარცხა იტალიელი ანდრეას სეპი და ფანებისთვის ავტოგრაფების დარიგება დაიწყო, როცა გულშემატკივრები მოულოდნელად მიეჭრნენ რეიტინგის პირველ ნომერს. სერბმა შემოტევას ვერ გაუძლო, კორტზე დაყარა თავისი ნივთები და კოჭლობით მიაშურა სამედიცინო სამსახურის პუნქტს.

საბოლოოდ, სერბმა მონაწილეობა ვერ მიიღო მატჩის შემდეგ ოფიციალურ პრესკონფერენციაში. კარგა ხანი არაფერს იტყობინებოდნენ ტრავმის ხარისხის შესახებ და იყო საშიშროება, რომ ნოვაკს მოუწევდა ავსტრალიის ღია პირველობის გამოტოვება, მაგრამ 2 იანვარს ჯოკოვიჩი გავიდა კორტზე მეორე ტურის სათამაშოდ.

მისი მეტოქე იყო ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი. რთული სათქმელია, გულშემატკივრების მიერ მიყენებული ტრავმა იყო მიზეზი თუ სხვა რამ, მაგრამ ნოვაკმა სენსაციურად წააგო ორ სეტში 20 წლის მასპინძელთან - 4:6, 4:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნოვაკ ჯოკოვიჩი აბუ დაბის ტურნირის გამარჯვებულია

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა