1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე ლადისლაო მაზურკევიჩი 2 იანვარს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა

1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე ლადისლაო მაზურკევიჩი 2 იანვარს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ურუგვაული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა, 2 იანვარს კი სასუნთქი სისტემის და თირკმლის პრობლემების გამო მაზურკევიჩის მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ლადისლაო მაზურკევიჩი ურუგვაის ნაკრების ღირსებას 9 წლის განმავლობაში იცავდა (1965-1974) და ამ პერიოდში ნაკრებში 36 თამაში ჩაატარა.

1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალში, ბრაზილიის ნაკრებთან შეხვედრაში, რომელიც ურუგვაიმ 1:3 წააგო, მაზურკევიჩი მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი ლეგენდარული ეპიზოდის მონაწილე გახდა, როდესაც მასთან პირისპირ დარჩენილმა პელემ საოცარი მოძრაობით კიპერი მოატყუა, მაგრამ ცარიელ კარში გატანა ვეღარ მოახერხა.

ეს ეპიზოდი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში.

მეკარე დიდი ხნის განმავლობაში "ნასიონალის" ღირსებას იცავდა, რომელთან ერთადაც უგურვაის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა. გარდა ამისა, ლიბერტადორესის თასი და საკონტინეტთაშორისო თასი მოიგო, როდესაც ურუგვაელებმა მადრიდის "რეალი" ორი მატჩის ჯამში გაანადგურეს და 4:0 მოუგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა