ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები ჯობს დაფიქრდნენ, სანამ რუსეთში სინჯებზე წასვლას გადაწყვეტენ
დიდი ხანია, რაც ფეხბურთმა ინტერნაციონალური და ინტერკონტინენტური სპორტის სტატუსი დაიმკვიდრა. ყველანაირი წარმომავლობის ფეხბურთელს წააწყდებით ევროპის სხვადასხვა საფეხბურთო ლიგებში, ბრაზილიელით დაწყებული ინდონეზიელით დამთავრებული. ფეხბურთის მსგავსმა გლობალიზაციამ დიდი ხანია მოთამაშეთა წინაშე გარემოსთან ადაპტაციისა და უცხო ქვეყანაში თვითდამკვიდრების პრობლემა წარმოშვა.

ყველა ჩემპიონატს ახასიათებს ადაპტაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპისა და დონის სირთულე. რუსეთის ჩემპიონატი მათ შორის გამოირჩევა. ბოლო ათწლეულის მანძილზე ჩრდილოელთა ფეხბურთში პროგრესი აშკარაა. ლომის წილი ამ საქმეში ლეგიონერებს მიუძღვით. ველიტონი, დანი, ვაგნერ ლავი... ისინი მართლაც გამორჩეულნი არიან რუსეთისა და ევროპის სტადიონებზე, თუმცა ყველასთვის წარმატებით როდი დამთავრდა ჩრდილოურ სუსხთან და ადგილობრივ პუბლიკასთან შეგუების პროცესი.

რუსეთის ჩემპიონატში უცხოელთა მასობრივი შემოდინება XXI საუკუნის პირველი ათწლეულის შუიდან დაიწყო. ერთ-ერთი პიონერი ამ საქმეში რუსი ოლიგარქი ალექსეი ფედორიჩევი იყო. მან 2005 წელს "პორტოდან" ჩემპიონთა ლიგის ოთხი გამარჯვებული: მანიშე, იურკას სეიტარიდისი, კოშტინია და დერლეი შეიძინა. გუნდს ჩემპიონობა დაუსახა მიზნად... სეზონის ბოლოს კი მიიღო მე-14 ადგილი. "დინამო" გავარდნას ძლივს გადაურჩა. ლეგენდარული მოსკოვური გუნდის ამ კრახში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავენი სწორედ გუნდის იმდროინდელი ახალწვეულები იყვნენ.

ხსენებული ფეხბურთელები მსოფლიო დონის ვარსკვლავები ნამდვილად არიან, მაგრამ ჟოზე მოურინიოს "პორტოს" წამყვანი ფიგურები იყვნენ. მათი კრახის მიზეზი კი ადაპტაცია გახდა, მზიან ამინდს ნაჩვევი ფეხბურთელები ვერაფრით შეეგუენ რუსულ სუსხსა და ფეხბურთს. კოშტინიამ და სეიტარიდისმა სეზონში მხოლოდ 10 მატჩი ითამაშეს და მსგავასად მანიშესი, მომდევნო სეზონში (12 თამაში) რუსეთიდან გაქცევით თავს უშველეს. ამ სამისგან ყველაზე ნაკლებად კოშტინიას გაუმართლა, რადგან დარჩენილ სამ წელიწადში 30-მდე მატჩში მიიღო მონაწილეობა და კარიერა უსახურად დაასრულა ბერგამოს "ატალანტაში".

აი, ასე შეიწირა რუსულმა პრემიერლიგამ მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეული საყრდენი ნახევარმცველის კარიერა. რაც შეეხება დერლეის, მან ორი სეზონი გაატარა რუსეთში, 20 გოლი გაიტანა, მაგრამ მობეზრდა სიცივეში თამაში და პორტუგალიაში დაბრუნდა. ვერც მანიშემ და ვერც სეიტარიდისმა შემდეგ ვეღარ შეძლეს ისეთივე დონეზე ეთამაშათ, როგორც მოსკოვში გადაბარგებამდე.

მხოლოდ მოსკოვის "დინამოს" ეს კვარტეტი არ ყოფილა რუსული "არასტუმართმოყვარეობის" მსხვერპლი. ფერნანდო კავენაგი - ფეხბურთელი, რომელიც "რიველ-პლეიტში" ბრწყინავდა და მეორე ერნან კრესპოდ მონათლეს, 2004 წელს მოსკოვის "სპარტაკმა" დიდი იმედებით, 6.5 მილიონ ევროდ იყიდა. შევადაროთ ფეხბურთელის არგენტინული და რუსული სტატისტიკა: რივერ-პლეიტი 2000-04 წელი - 88 თამაში 55 გოლი, "სპარტაკი" 2004-07 წელი - 51 თამაში, 12 გოლი. კავენაგი, რომელიც მეორე კრესპო უნდა გამხდარიყო რუსული სახალხო გუნდის ბალასტად იქცა. ფერნანდომაც მოსკოვიდან გაქცევით უშველა თავს. გადავიდა ფრანგულ "ბორდოში", ასე თუ ისე, კარიერა აიწყო, მაგრამ მოსკოვურმა პერიოდმა მას მიაკერა ყველაზე ცინიკური სტატუსი ფეხბურთში - "სამუდამოდ ამომავალი ვარსკვლავი".

კავენაგი არ ყოფილა ერთადერთი არგენტინელი, რომელსაც "სახალხო გუნდმა" კარიერული წინსვლა დაუბრკოლა. კლემენტე როდრიგესი, არგენტინელ რობერტო კარლოსად წოდებული... "ბოკაში" თამაშისას სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ტალანტად ითვლებოდა. "სპარტაკში" გადასვლამ მისი სისწრაფე და რეაქცია სადღაც გააქრო. საბედნიეროდ, რუსეთში თამაშის შემდეგ მან შეძლო კარიერის გადარჩენა და მშობლიურ "ბოკაში" დაბრუნებით (ესპანიოლში ტრანზიტით) 2010 წლის სამუნდიალო განაცხადშიც დაიბევა ადგილი.

საინტერესოა, თუ რატომ ხდება რუსეთი ბევრი ტალანტური, პერსპექტიული ფეხბურთელისთვის კარიერის სასაფლაო? ევგენი ლოვჩევი, 70-იანი "სპარტაკის" მოთამაშე და საფეხბურთო ანალიტიკოსი: "რუსეთთან ადაპტაციის სირთულეს ბევრი ფაქტორები განაპირობებს - ყინვიანი ამინდი, მოედნის ხელოვნური საფარი, განსხვავებული საფეხბურთო სტილი. ასევე, რუსული ენის არცოდნა სამხრეთამერიკელ ფეხბურთელთათვის ხშირად, შემაბრკოლებელია გუნდთან შეწყობის პროცესში და ყოველივე ეს აისხება მათ თამაშზე."

იურკას სეიტარიდისი: "საშინელი ამინდებია მოსკოვში, საბერძნეთში სულ სხვა ჰავაა, ვერაფრით შევეგუე აქაურ კლიმატს". იგივე აზრისაა კავენაგი.

მხოლოდ ზემოხსენებული მიზეზები როდია უცხოელთა დამაბრკოლებელი. ხშირად გუნდში მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ახლი დამრიგებელი ადგილობრივ მოთამაშეზე აკეთებს აქცენტს. ამის ნათელი მაგალითია მოსკოვის "სპარტაკისა" და მოსკოვი "ლოკომოტივის" მეკარეების სტიპე პლეტიკოშასა და ივან პელიცოლის რუსული კარიერა.

2009 წელს, ვალერი კარპინმა სპარტაკის მთავარ მწვრთნელად მისვლის შემდეგ ხორვატი კარის დარაჯი სტიპე პლეტიკოსა აითვალწუნა. მიზეზი კი ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტია. რუსულ პრემიერ ლიგაში მოედანზე 11 მოთამაშიდან 5 მაინც რუსეთის მოქალაქე უნდა იყოს. ვალერი გიორგევიჩმა უცხოელი მეკარის ყოლა ფუფუნებად მიიჩნია და ნდობა გამოუცხადა სოსლან ჯანაევს, რომელმაც იმედები ვერ გაამართლა და უკვე "სპარტაკში" აღარ ირიცხება. ხოლო მოსკოველთა გუნდის მთავარი სატკივარი კვლავაცკვალიფიციური მეკარის არყოლაა. ასე აღმოჩნდა ევრო 2008 ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე "სპარტაკის" რეზერვში. პლეტიკოსა "ტოტენჰემშია" განათხოვრებული და ამჯერად ნისლიან ალბიონზე ხეხავს სათადარიგოთა სკამს.

კიდევ უფრო ცინიკურად მოექცა საფეხბურთო ფორტუნა ივან პელიცოლის. მეკარე, რომელიც სტაბილურად ასპარეზობდა იტალიურ "რომასა" და "რეჯინაში", "ლოკომოტივის" მეოთხე მეკარედ იქცა.

პელიცოლს იტალიის ეროვნულ და ოლიმპიურ ნაკრებშიც უთამაშია, მოსკოვურ გუნდში 2007 წელს გადავიდა. პირველ სეზონში მან შეძლო გამხდარიყო ძირითადი მეკარე, თუმცა 2008 წლის შემდეგ, როდესაც გუნდი ტაჯიკ რაშიდ რახიმოვს ჩააბარეს, მისი ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა. რახიმოვმა პერმის "ამკარიდან" წაიყვანა ივან ლევინეცი. პელიცოლიმ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და ნელ-ნელა უკუსვლა დაიწყო. ლევინეცი რახიმოვის ჯილა იყო და მას თვალდახუჭული ენდობოდა, ხოლო თავად მეკარე მოედანზე საშინელ შეცდომებს უშვებდა და მთელი საფეხბურთო რუსეთის დასაცინი გახდა. პელიცოლის ვერც ლევინეცის ბრიყვულმა შეცდომებმა უშველა და 2 წელი უთამაშებლობის შემდეგ სერია ბ-ს "ალბინოლეფეს " მიაშურა, დღესდღეობით კი სარდინიური "კალიარის" მეორე მეკარეა.

რუსი გულშემატკივრის (და არამარტო) დიდ ნაწილს შოვინიზმი რომ ახასიათებს, ვის ვის და ქართველებს ნამდვილად არ ესწავლებათ. არ ესწავლება ასევე ნიგერიელ პიტერ ოდემვინჯის, რომელსაც არც გულშემატკივარი წყალობდა არც პრესა. "ლილიდან" გადმოსულმა დედით თათარმა ფეხბურთელმა "ლოკომოტივის" ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა და სამი სეზონის 75 მატჩში 21 გოლი გაიტანა. მოსკოველები გუნდში ოდემვინჯის ყოფნისას ვერ აჩვენებდნენ დამაკმაყოფილებელ შედეგს და მთელმა რუსულმა საფეხბურთო საზოგადოებამ გადაწყვიტა ჯოხი საწყალ ნიგერიელზე გადაეტეხა. რასისტული ბანერებით დაწყებული და სიტყვიერი შეურაცხყოფით დამთავრებული, რისი გადატანა არ მოუხდა ოდემვინჯის. წლეულს ის "ვესტ ბრომვიჩში" გადავიდა.

ფეხბურთელის გუნდიდან წასვლით გახარებულმა "ლოკომოტივის" გულშემატკივრებმა სტადიონზე დიდი ბანერი გამოაკრეს: Thanks West Brom!!! ნიგერიელი ინგლისში დიდებულად ათამაშდა და პრემიერ-ლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. პასუხი მოსკოველ ულტრასებს!

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები ჯობს დაფიქრდნენ სანამ რუსეთის II დივიზიონის კლუბებში გადაწყვეტენ სინჯებზე წასვლას. ვინძლო მათაც კოშტინიას, პელიცოლის და სხვათა ბედი არ გაიზიარონ ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
"პსჟ იტყუება და მანიპულირებს" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!