ქუთაისის მერიაში გასული წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვეს
ქუთაისის მერიაში გასული წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კირკიტაძემ, ქუთაისის ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა, მერიის კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსმა თემურ ცამციშვილმა, ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა დავით აბულაძემ და სეოკ-ის იმერეთის ორგანიზაციის თავკაცმა რეზო რობაქიძემ სპორტსმენებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.

10 საუკეთესო სპორტსმენს, რომლებიც გასული წლის შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ, 800-ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცათ, ხოლო მათი მწვრთნელები 400 ლარით დაჯილდოვდნენ.

სამახსოვრო პრიზებით დასაჩუქრდნენ ის წარმატებული სპორტსმენებიც, რომლებიც საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდნენ.

ქუთაისური სპორტის ხელმძღვანელები სპორტსმენებს მხარდაჭერასა და გვერდში დგომას დაჰპირდნენ. მათი თქმით, ქუთაისის თვითმმართველობისთვის სპორტი ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროა და მისი განვითარებისთვის სამომავლოდაც ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. წამახალისებელი აქციით სპორტსმენებიც კმაყოფილნი დარჩნენ.

"ჩემთვის საამაყოა, რომ ქუთაისის 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენად დამასახელეს. ეს აღიარება მოტივაციას კიდევ უფრო მმატებს. ვეცდები, სამომავლოდ უკეთესი შედეგები ვაჩვენო და ჩემს ქალაქს უფრო დიდი წარმატებები მოვუტანო" - აღნიშნა ქუთაისის გასული წლის საუკეთესო სპორტსმენმა, ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილემ, ძალოსანმა  რაულ ცირეკიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქუთაისის 2012 წლის საუკეთესო სპორტსმენი რაულ ცირეკიძეა

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა