3 იანვარს, საღამოს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა პრესკონფერენცია გამართა
3 იანვარს, საღამოს, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიას ოფიციალურად წარუდგინა ვაჟთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე და ფედერაციის რამდენიმე ხელმძღვანელი.

აღნიშნულ პოსტზე უზნაძის დანიშვნა ახალ წლებამდე გაცხადდა, ახლა კი მისი დამხმარე გუნდიც გაგვაცნეს - მეორე მწვრთნელად გიორგი ვაზაგაშვილი იმუშავებს, მესამე მწვრთნელი კი დღევანდელი ფორმაციის ნაკრების ერთ-ერთი წევრი დავით ასუმბანი იქნება.

ვაზაგაშვილი სამწვრთნელო შტაბში აქამდეც შედიოდა და მისი კანდიდატურა ახლაც აქტიურად განიხილებოდა; აი, ასუმბანის წარდგენა კი მოულოდნელი იყო.

ქევხიშვილმა ვიცე-პრეზიდენტად ასევე ოფიციალურად წარადგინა დღევანდელი ნაკრების კიდევ ერთი უცვლელი წევრი, ევროპის ორგზის ვერცხლისმედალოსანი ლომერ ჟორჟოლიანი, თუმცა ესეც ადრევე გაცხადებული ამბავი იყო; გენერალურ მდივნად კი გიორგი ათაბეგაშვილი აირჩია.

შეგახსენებთ, რომ ფედერაციას უკვე ჰყავს პირველი ვიცე-პრეზიდენტი - მამუკა ყიზილაშვილი. ქევხიშვილს კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნა სურს, ოღონდ მის კანდიდატურას მოგვიანებით დაასახელებს. მაშინ გაიმიჯნება ფუნქციებიც მათ შორის - ვინ გაუწევს კურატორობას ნაკრებ გუნდებს და ვინ მიხედავს ფედერაციის შიდა სამზარეულოს.

რაც შეეხება ათაბეგაშვილს, ქართული ფედერაციებისთვის უპრეცედენტო ფაქტია, რომ ძიუდოისტებმა ამ პოსტზე კონკურსი გამოაცხადეს, საბოლოოდ კი ზემოაღნიშნულ კანდიდატურაზე შეჩერდნენ.

ქევხიშვილის თქმით, ათაბეგაშვილს მენეჯერად მუშაობის გამოცდილებაც აქვს, განათლებით იურისტია, რომელსაც "თი-ბი-სი" ბანკში უმუშავია იურისტად, ბოლოს კი ტრენინგცენტრის დირექტორი იყო. არის ახალგაზრდა, ენერგიული კადრი და იცის სამი უცხო ენა - რუსული, ინგლისური და ესპანური.

ქევხიშვილს არც დაუმალავს, რომ ევროპის ჩემპიონ უზნაძის კანდიდატურის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი მაინც ის გახდა, რომ არ იყო გარეული შიდა დაპირისპირებაში, ამ კუთხით იყო მაქსიმალურად ნეიტრალური და მის მიმართ არც ერთ მხარეს არ გააჩნია პრეტენზიები.

თუმცა, ცხადია, მეორე პლანზე გადაწეული არც მისი პროფესიული თვისებები ყოფილა - უზნაძეს ფედერაციის ძველი ხელმძღვანელობაც ემადლიერებოდა და ნიჭიერ მწვრთნელად მიიჩნევდა.

ის "თბილისი-2015"-ის მოსამზადებელი პროგრამის კოორდინატორიც იყო. უზნაძე ნაკრებში ერთწლიანი კონტრაქტით მოდის, მისი გაგრძელება კი შედეგებზეა დამოკიდებული.

ოღონდ ამ თემაზე საუბრისას ფედერაციის პრეზიდენტმა ისიც ხაზგასმით განმარტა, რომ საწყის ეტაპზე - თბილისის ტურნირი, პარიზული და გერმანული შეჯიბრებები - მწვრთნელის მიმართ ზეკრიტიკულები ნუ ვიქნებით, რადგან დროის ასე მცირე მონაკვეთში შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

ქევხიშვილი ეროვნული ნაკრების ძველი თავკაცის - ირაკლი ცირეკიძის თემასაც შეეხო.

"არაერთხელ განმიცხადებია, რომ ცირეკიძის მაგალითიც იმ ღირსეულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, როგორც თავის დროზე იმათი ქმედება, რომლებმაც ძიუდოს ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისას პირველ ადგილზე ძიუდოს ფედერაციის კეთილდღეობა დააყენეს და არა პირადი ამბიცია.

ცირეკიძე ყველაზე წარმატებული ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მწვრთნელად მუშაობის ხანმოკლე პერიოდშიც მიაღწია წარმატებას, თუმცა საამისო შანსიც მხოლოდ ერთხელ მიეცა დროის სიმცირის გამო.

მან გუნდშიც კარგი ურთიერთობები დაამყარა, მაგრამ ზემოაღნიშნული ერთსულოვნების გამო მაინც ხდება ეს ცვლილება და არა იმიტომ, რომ თითქოს მას არ შეუძლია მთავარ მწვრთნელად მუშაობა".

ქევხიშვილის თქმით, ისინი ცირეკიძეს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელობას სთავაზობენ და ახლა მის პასუხს ელოდებიან, დათანხმდება თუ არა ამ შეთავაზებას. დათანხმების შემთხვევაში გია თენაძე ბიჭებიდან მთლიანად ქალთა ძიუდოში გადაინაცვლებს.

პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებები არ იგეგმება ახალგაზრდულ ნაკრებში, სადაც გია გუგავა ძველებურად გააგრძელებს მუშაობას.

თუმცა, სავარაუდოდ, იქაური სამწვრთნელო შტაბიდან ერთი რომელიმე მწვრთნელი ჭაბუკებში გადაინაცვლებს, რადგან ამიერიდან ყველა გუნდში იქნება ასეთი სისტემა - ერთი მთავარი მწვრთნელი და ორ-ორი დამხმარე; ოღონდ ვინ წავა ჭაბუკებში, ჯერ არაა გარკვეული.

ცხადია, პრესკონფერენციაზე ნაკრების მოსამზადებელ გეგმაზეც ბევრი ითქვა. უზნაძის თქმით, 3-4 თებერვალს გასამართი თბილისის საერთაშორისო ტურნირისთვის მზადებას გუნდი 17 იანვრიდან დაიწყებს დედაქალაქშივე. იქ კი საქართველოს პირველობის მედალოსნები იასპარეზებენ.

დიდწილად - დაახლოებით 80%-ით, ჩვენი ტურნირი გაარკვევს სეზონის მომავალ უძლიერეს შეჯიბრებებზე წასაყვან შემადგენლობას, თუმცა მწვრთნელმა ისიც დაადასტურა, რომ ნაკრების პირველ-მეორე ნომრები "დიდ მუზარადებსა" და "დიდ პრიზებზე" იასპარეზებენ, დანარჩენები - კონტინენტურ თასებზე, რაც ყოფილი მსოფლიოს თასების ალტერნატივაა და ყოველ კონტინენტზე ღია შეჯიბრების სტატუსით ჩატარდება, ანუ მასში მონაწილეობა სხვა კონტინენტების ძიუდოისტებსაც შეეძლებათ.

უზნაძემაც და ქევხიშვილმაც დაადასტურეს, რომ ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოში მოემზადება და წინა წლებისგან განსხვავებით, ბაკურიანი თუ სხვა მნიშვნელოვანი ბაზები არ იქნება უგულებელყოფილი, თუმცა უცხოეთშიც გაივლიან ერთობლივ შეკრებებს.

მათივე შეთანხმებული განცხადებით, იგეგმება უცხოელი ფიზმომზადების კონსულტანტის ჩამოყვანა, ოღონდ ის მხოლოდ კონსულტაციებით შემოიფარგლება და უშუალოდ საწვრთნელ პროცესში ვერ ჩაერევა.

მწვრთნელთა საქმეებში ჩაურევლობის პირობა ფედერაციამაც დადო. ასევე მათი ერთობლივი აზრით, გათვალისწინებული იქნება თითოეული სპორტსმენის ინდივიდუალური მონაცემები და ის სათანადო გეგმით ივარჯიშებს.

ქევხიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რას გეგმავს ფედერაცია პირადი მწვრთნელის ინსტიტუტის გასაძლიერებლად (ამაზე "ლელო" ახალ წლამდე წერდა და აქ აღარ შევჩერდებით), რომ შეკრებებზე აუცილებლად იქნებიან პირადი მწვრთნელები - თითო კაცი მორიგეობით, მათ შორის - რეგიონებიდანაც, რაც იმათ კვალიფიკაციას გაზრდის და ადგილებზე მუშაობის გაძლიერებასაც სასიკეთოდ წაადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზურაბ ზვიადაურის სახლს ახალი წლის ღამეს ავტომატიდან ესროლეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ირაკლი უზნაძეს მოარგეს

ზ.კალორია
მწვრთნელობა სხვაა ჭიდაობა სხვა. ცირეკიძე მაგარია არავინ დაობს. რაია სიმონ ჩაგრავენ ქუთაისს?! მე მაინც ხახალეიშვილი მიმაჩნია საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ძიუდოისტად. 130 კგ იყო და უფეხოდ ადიოდა თოკზე. (რომელი მძიმე წონა აღოღდება დღეს ნეტა?)
tiko
ცირეკიძე ყველაზე მაგარია ძიუდოში..ეს არ არის ქევხას ე გადაწყვეტილებაააააააააა..ულაპარაკოდ და ყოველგვარი სიბინზურის გარეშე უთვნის ცირეკიძეს მთავარი მწვრტნელის პოსტი.თუმცა ერთ წელიწადში ისევ მოვააააააააა!!
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად: ტერ შტეგენი კარიერას "ჟირონაში" განაგრძობს
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
პსჟ ლის გარეშე რჩება? - სამხრეთ კორეელის ესპანეთში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს