ალბათ, "ბარსელონას" თამაშებისა და კლუბში არსებული ვითარების უკეთესი შემფასებელი დედამიწის ზურგზე არ არსებობს
ალბათ, "ბარსელონას" თამაშების და კლუბში არსებული ვითარების უკეთესი შემფასებელი დედამიწის ზურგზე არ არსებობს - იოჰან კრუიფი, ლეგენდარული ფეხბურთელი და ლეგენდარული მწვრთნელი. "მფრინავი ჰოლანდიელი" სხვადასხვა გაზეთთან თუ ჟურნალთან თანამშრომლობს. ის პოპულარულ გაზეთ "ელ პერიოდიკოში" ყოველკვირეულ სვეტს უძღვება. ამიერიდან სვეტს "ლელოს" მკითხველიც იხილავს. რომ მკითხველისთვის გასაგები იყოს, კრუიფი სვეტის მეორე ნაწილში "ბარსელონას" "სოსიოსის" (ანუ კლუბის წევრების) გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელთაც ხმის მიცემით ჟოან ლაპორტას დროინდელი მენეჯმენტის დეტალური შესწავლა და ძველი დირექტორთა საბჭოს წინააღმდეგ სამოქალაქო პროცესის დაწყებაა. მოკლედ, კლუბის ახალი დირექტორატი ძველს დაუპირისპირდა და საქმეები ამოუქექა...

ძალიან ცოტა, დიდი გადაწყვეტილების მიღებისთვის

ფეხბურთი ხშირად უსამართლოა: "ვალენსიამ" "კამპ ნოუზე" უკეთ ითამაშა, ვიდრე "ერკულესმა" ან "მალიორკამ", მაგრამ შინ ვერაფერი წაიღო. მე რომ "ვალენსიას" გულშემატკივარი ვიყო, ამ გუნდით ვიამაყებდი. ჩვენ ბიჭებს არ ეწყინოთ და როცა ასე კარგად თამაშობ, შენი მაყურებელიც მოგიწონებს და სტუმრადაც შეგაქებენ. არის თუ არა "ვალენსია" ტიტულის კანდიდატი? ვნახოთ, მომავალი გვაჩვენებს, ჯერ კიდევ მთელი ჩემპიონატი წინაა. იმსახურებს თუ არა გუნდი ცალკე გამოყოფას? რა თქმა უნდა და მეტსაც. ყველაზე იოლი დაცვაში სანგრების გათხრაა. ძნელია, შენი გაიტანო, მით უმეტეს "კამპ ნოუზე". აი, "ვალენსიამ" კი ეს შეძლო.

ჩემთვის შაბათის შეხვედრა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ბოლო დროს. თითოეულ გუნდს თავისი უპირატესობა ჰქონდა, ეს ცხადია. თან ორივე თითქმის ერთნაირ ფეხბურთს თამაშობდა: შემტევს, პრესინგით, ბურთის კონტროლის სურვილით, ფლანგების გამოყენებით. გუნდები ხელოვნურ თამაშგარესაც კი იმიტომ იყენებდნენ, რომ უფრო სწრაფად დაეწყოთ შეტევა.

უნაი ემერის სამწვრთნელო სიმამაცის წყალობით "ვალენსია" ლიდერთა შორისაა. ცხადია, გუნდი ყოველთვის ისეთ ფეხბურთს ვერ აჩვენებს, როგორც "ბარსელონასთან" მატჩში, მაგრამ ისინი გააგრძელებენ ქულების დაგროვებას, რადგან სწორ გზას ადგანან.

გოლის გატანა იოლი სულაც არ არის "რეალმა" კი ეს ბოლო ორ ტურში ათჯერ მოახერხა. დაცვაშიც მადრიდელები ერთ-ერთი საუკეთესონი არიან, 7 ტურში მხოლოდ სამი გოლი გაუშვეს.

სოსიოსის ასამბლეა

"სოსიოსის" ასამბლეაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, მე მხოლოდ ერთი გრძნობა გამიჩნდა. მე არ ვარ იურისტი და ვერც ფინანსებში ვერკვევი, რა საჭირო იყო ძველი ამბებით დაინტერესება, ან ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, 1093 სოსიოსის ხმა არ გეცოტავებათ? იმათი ხმები, რომელთა დიდი ნაწილი ჩემსავით ვერ ერკვევა ფინანსებში. და როცა ვერ ერკვევი საკითხში, როგორ უნდა მისცა ხმა ან წახვიდე გადაწყვეტილების წინააღმდეგი?

ჩვენ ხომ იმ კლუბზე ვლაპარაკობთ, რომელსაც ასი ათასზე მეტი (დღეს მგონი 170 ათასი წევრია "ბარსელონაში") წევრი ჰყავს, მილიონობით გულშემატკივარი კი მთელ მსოფლიოში მოეძევება. და რა გამოდის? ყველაფერი "სოსიოსის" ძალიან მცირე ნაწილის ხელშია! რომელთაც არ იციან, სწორ გადაწყვეტილებას იღებენ თუ არა. ამ 1093-დანაც 113-მა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. ანუ 17%-მა უსმინა, უსმინა, ვერაფერი გაიგო და ლოგიკური გადაწყვეტილებაც გამოიტანა. მე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო სპორტულ მარკეტინგზე, კლუბის როლზე საზოგადოებაში, მაგრამ იოტისოდენა წარმოდგენაც კი არ მაქვს ფინანსებზე და აუდიტზე. თან როცა გესმის, რომ "იმ" საქმეში ძალიან ბევრს ნიშნავს, შედეგების ინტერპრეტაცია.

ალტერნატივა

ეშმაკმა დალახვროს, ძალიან ძნელია იმის შეფასება, რაც ისტორიაში პირველად ხდება. ნუთუ სხვანაირად არ შეიძლებოდა პრობლემის შველა? მესმის, რომ ასამბლეა ეს არის, რაც არის და მას ვერ შეცვლი, მაგრამ ის ხომ კლუბის საქმეებს განაგებს. მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები - როცა საქმის არსს არ იცნობ, არ უნდა წახვიდე არც წინააღმდეგი და არც მომხრე გახდე. ჩემთვის უმთავრესი და მნიშვნელოვანი ფეხბურთია, კლუბის პრესტიHჟი. ეს საქმე კი, შეიძლება, წლები გაიჭიმოს. და როგორი იქნება "ბლაუგრანას" იმიჯი ამ წლების შემდეგ? არ ვიცი, პროგნოზების გაკეთება ჩემი სფერო არაა, ისევე როგორც არ იყო იმ ათასამდე "სოსიოსის" გადასაწყვეტი, არადა ორიოდე წუთში "ბარსელონას" ისტორიაში უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად აუწია ხელი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა