რაგბის კავშირი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს IRB-ის პროექტში, რომელიც ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული
გასული წლის ივნისში, ლონდონში გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირისა და IRB-ის პირველი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ხორციელდება.

პროექტმა საერთაშორისო კონკურსზე "სპორტს მიღმა" დიდი მოწონება დაიმსახურა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ IRB კიდევ უფრო გააღრმავებდა ურთიერთობას ამ მიმართულებით საქართველოს რაგბის კავშირთან.

სწორედ ამ მიზნით, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი შეხვდა საქართველოში IRB-ის თბილისის ოფისის წარმომადგენელს, დავით ღვინერიას.

შეხვედრაზე განიხილეს IRB-ისა და საქართველოს რაგბის კავშირის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, გადაწყდა, რომ რაგბის კავშირი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს IRB-ის პროექტში, რომელიც ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული.

დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფის წევრების მიერ სპეციალური ტრენინგების გავლას და შემდგომ მათ აქტიურ მონაწილეობას ძალადობის მსხვერპლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის პროექტებში.

რაგბის კავშირის პრესსამსახური

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა