ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ დეკემბრის თვე შეაჯამა და ლაურეატები დაასახელა
გასული თვის საუკეთესო კალათბურთელები გახდნენ: აღმოსავლეთ კონფერენციაში “მაიამი ჰიტის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი, დასავლეთში - “ლოს ანჯელეს კლიპერსის” გამთამაშებელი კრის პოლი.

აღსანიშნავია, რომ ლებრონი ზედიზედ მეორედ გახდა თვის მოთამაშე.

ჯეიმსი მეორე იყო საკუთარ კონფერენციაში ქულებისა (27.5) და ჩაჭრების (2.0) რაოდენობით, მეხუთე შედეგიანი პასებითა (7.5) და მე-12 მოხსნების (8.1) მიხედვით.

კრის პოლმა აქტიური მონაწილეობა მიიღო თავისი გუნდი ბრწყინვალე სერიაში - დეკემბერში კალიფორნიულმა კლუბმა 16-დან 16 მატჩი მოიგო. ამ მატჩებში პოლის საშუალო მაჩვენებლები იყო - 15.8 ქულა, 9.3 პასი (ლიდერი კონფერენციაში), 3.0 მოხსნა და 2.63 ჩაჭრა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ის ისტორიაში აქამდე მხოლოდ ორმა გუნდმა - "სან ანტონიომ" და "ლეიკერსმა" შეძლეს ერთი კალენდარული თვის წაუგებლად გავლა.

ასევე ტრადიციულად დასახელდნენ თვის საუკეთესო დებიუტანტები და მწვრთნელები.

აღმოსავლეთში საუკეთესო ახალბედა გახდა ვაშინგტონელი ბრედლი ბილი, რომელმაც საშუალოდ მატჩში 13.4 ქულა დააგროვა, რაც აღმოსავლეთის დებიუტანტებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ის ასევე ლიდერი გახლდათ კონფერენციაში პასების რაოდენობით.

დასავლეთში გამოარჩიეს “პორტლენდის” ახალბედა დამიენ ლილარდი. ის საერთოდ ლიგის ყველა დებიუტანტს შორის იყო ლიდერი ქულებისა (18.4) და პასების (6.3) რაოდენობით. აღსანიშნავია, რომ ლილარდი ნოემბერშიც დაასახელეს თვის საუკეთესო დებიუტანტად.

რაც შეეხებათ დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელებს, აღმოსავლეთში საუკეთესო გახდა “ატლანტას” დამრიგებელი ლარი დრიუ (მისმა გუნდმა 15-დან 10 მატჩის მოგება შეძლო), დასავლეთში “კლიპერსის” მთავარი მწვრთნელი ვინი დელ ნეგრო, რომელმაც თავის გუნდს 16-დან 16 მატჩი მოაგებინა.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა