საქართველოს ნაკრებში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპის გმირი შესაძლოა მალე სერია A-ს კლუბში გადავიდეს
"საბურთალო" აქტიურად ცდილობს საერთაშორისო კავშირების დამყარებას, რათა ჩაკეტილ საფეხბურთო სივრცეს თავი დააღწიოს და ახერხებს კიდეც.

ამ კავშირების დამსახურებაა, რომ მალე პარტნიორობის ხელშეკრულებას იტალიის სერია A-ს კლუბთან გააფორმებს.

"ჰოლანდიურ კლუბთან, არნემის "ვიტესთან" და პრიმერადივიზიონის "მალაგასთან" ურთიერთობა ძალიან სასურველი იყო და ჩვენ ამ კავშირის დამყარებით მოხარულები ვართ, მაგრამ ვცდილობთ, სხვა კლუბებთანაც ვითანამშრომლოთ.

ერთ-ერთი ასეთი პარტნიორი "ბოლონია" იქნება. კავშირი "იუვენტუსთანაც" დავამყარეთ. ტურინული კლუბის აღმოსავლეთ მიმართულების სელექციის ხელმძღვანელმა ანდრეი სელიუკმა დიდი სამსახური გაგვიწია. მან დაგვაკავშირა "ბოლონიას", რომელიც მომავალ წელს თბილისში გვესტუმრება.

ასე რომ, კავშირები იტალიაშიც ავაწყვეთ", - გვითხრა "საბურთალოს" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.

ამ კავშირების დამსახურებაა ის, რაზეც ქვემოთ მოგითხრობთ: საქართველოს ნაკრებში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპის გმირი ბაჩანა არაბული, შესაძლოა, მალე იტალიის სერია A-ს "ბოლონიაში" წავიდეს.

ტრავმის გამო ბაჩანას ერთი წელი გაუცდა, მაგრამ დაამტკიცა, რომ ჩავარდნა დაძლია და მაღალ დონეზე თამაშის პრეტენზია ჰქონდა. 2012 წელს ხორვატიაში გამართული 19-წლამდელთა შესარჩევი ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში, ბოლო ტურში ისლანდიასთან ორივე გოლი სწორედ მან გაიტანა და გუნდს ჯგუფში მეორე ადგილი და ელიტრაუნდის საგზური მოუტანა.

საფეხბურთო საზოგადოებამ არაბული 2010 წელს, თბილისში გამართული შესარჩევი ციკლის დროს გაიცნო, როდესაც კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერმა 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა - ის მაშინაც გუნდის ლიდერი იყო.

ამ ამბიდან მალე არაბულმა ტრავმა მიიღო და ინგლისური "მანჩესტერ სიტისა" და კიევის "დინამოს" დაინტერესება განზე დარჩა, მაგრამ ხორვატიაში შესარჩევი ციკლის მატჩების შემდეგ 18 წლის თავდამსხმელით ისევ დაინტერესდნენ.

"ბაჩანამ ტრავმის შემდეგ ფიზიკური კონდიციები აღიდგინა და ბევრად უკეთესად გრძნობს თავს, ვიდრე თუნდაც 2-3 თვის წინ.

ალბათ, მალე ბაჩანა გასინჯვაზე წავა. აქვს ორი კონკრეტული მიწვევა, გერმანიასა და იტალიაში, მათ შორის, "ბოლონიადან", მაგრამ წინასწარ კლუბების დასახელებას აზრი არ აქვს, შეიძლება, ბოლო ეტაპზე რაღაც შეიცვალოს", - გვითხრა "საბურთალოს" გენერალურმა დირექტორმა კახა ჭუმბურიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბაჩო არაბული იანვარს ელოდება: იმედია, უცხოეთში წავალ

საქართველო-ისლანდია 2:0 - საქართველო ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშია!

საქართველო-აზერბაიჯანი 1:1 - ფრე და დარჩენილი იმედი

ხორვატია-საქართველო 2:0 - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მასპინძლებთან დამარცხდა

ბაჩანა არაბულმა ვარჯიში დაიწყო, ტრავმა და "მანჩესტერ სიტის" ვარიანტი უკან დარჩა...

ბაჩანა არაბული - "რეალის" ქომაგი ინგლისური ოცნებით

gio
წარმატებები ბაჩო მაგარი ხარ
nugo
ბაჩანა არაბული ძან მაგარია
ceoceo
ვნახოთ მოვლენებს ნუ გავუსწრებთ
frodo
ეგრე გადავიდა ჭანტურია გენოაში....
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე