ევროპაში წასული ჰოკეისტები უკვე შინ ბრუნდებიან. 19 იანვარს, შეიძლება, სეზონი დაიწყოს
ოკეანის გაღმა გაგრძელდა მოლაპარაკებები ჰოკეის ეროვნულ ლიგასა და მოთამაშეთა პროფკავშირებს შორის.

მოლაპარაკების ბოლოდროინდელი სცენარი არ შეცვლილა. ამჯერად, პროფკავშირებმა წარუდგინა ხელმძღვანელობას ახალი წინადადება, რომლის განხილვისთვის დაახლოებით ერთი საათი გახდა საჭირო.

ეს იყო მეოთხე შეთავაზება ბოლო ექვსი დღის განმავლობაში.

“ჩვენ შევძელით პოზიციების მიახლოება, მაგრამ კიდევ ბევრი სამუშაო რჩება, - აცხადებს პროფკავშირების შეფი დონალდ ფერი. - იმედია, 4 იანვარს მოლაპარაკებები გაგრძელდება”.

“ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, - აღნიშნა ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარმა გერი ბეტმენმა. - სანამ პროცესი მიმდინარეობს, კიდევ არსებობს სეზონის გადარჩენის შანსი”.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღო მესამე მხარემ - დამოუკიდებელმა დამკვირვებელმა. მოთამაშეთა პროფკავშირმა გადაწყვიტა დროებით უარი ეთქვა თვითლიკვიდაციის იდეაზე და მოლაპარაკებები მიმდინარე ფორმატით გაეგრძელებინა.

მოლაპარაკებების პროცესში რომ აშკარა პროგრესი შეიმჩნევა ისიც ადასტურებს, რომ NHL-ის რამდენიმე მოთამაშემ გაწყვიტა ევროპულ კლუბებთან კონტრაქტი და ჩრდილოეთ ამერიკაში დაბრუნდა, რათა იქ დაელოდოს ლოკაუტის დასრულებას.

დაბრუნებულთაგან "ოტავა სენატორზის" რამდენიმე წარმომადგენელია - ჯეისონ სპეცა, ერიკ კარლსონი და კაილ ტარისი. ასევე დაბრუნდნენ მაქს ტელბოტი, ჯო პაველსკი, ტაილერ სეგუინი, პატრის ბერჟერონი და ა. შ.

თუმცა ეს ჰოკეისტები მზად არიან დაბრუნდნენ ევროპაში იმ შემთხვევაში, თუ NHL-ში საბოლოოდ გააუქმებენ 2012-13 წლების სეზონს.

ამასობაში, ცნობილი გახდა მოლაპარაკებების პროცესში ერთი საინტერესო დეტალის შესახებ, რომელიც სტენლის თასის გათამაშების ფორმატის შეცვლას ეხება.

ერთ-ერთი ვარიანტია პლეი ოფში გუნდების რაოდენობის ოცამდე გაზრდა დღევანდელი 16-ის ნაცვლად. ასეთი სტრუქტურა შეიძლება იმას უკავშირდება, რომ NHL-ს სურს ლიგაში კონფერენციების რაოდენობა ორიდან ოთხამდე გაზარდოს.

ამ შემთხვევაში, კონფერენციის მეოთხე და მეხუთე გუნდებს შორის გაიმართება სამმატჩიანი სერია, რაც ლიგას დამატებით ფინანსურ მოგებას მოუტანს და შეუნარჩუნებს ინტერესს იმ კლუბების გულშემატკვრებს, რომლებიც ძველი ფორმატით ვერ მოხვდებოდნენ პლეი ოფში.

თუმცა ეს ვარაუდი არაოფიციალური ხასიათისაა და NHL-სა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებათა პროცესის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა