ავტოსპორტი. დაკარი 2013
5 იანვარს პერუს დედაქალაქ ლიმაში სტარტს იღებს ავტოსპორტის სამყაროში პირველი პრესტიჟული რბოლა - ლეგენდარული ავტომარათონი "დაკარი". თუ ექსპერტებს ვერწმუნებით, წლევანდელ რბოლაში ინტრიგა ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან. დღეს, სწორედ "დაკარის" მონაწილეთა შანსებსა და ფავორიტებს შესახებ ვილაპარაკებთ.

დავიწყოთ ყველაზე პრესტიჟული - ავტომობილების კლასით. შარშანდელ რალიში გერმანულმა გუნდმა - X-raid-მა დიდი ხნის ოცნება აისრულა, ავტომარათონი მოიგო და ახლა, სამხრეთ ამერიკაში ჩემპიონის რანგში ბრუნდება. როგორც ამბობენ, გერმანული საჯინიბო ტიტულის დასაცავად სერიოზულად მოემზადა - მარათონის სტარტზე გავა MINI All4 Racing-ის ოთხი სარბოლო პროტოტიპი, რომლებიც BMW-ის ქარხნის მხარდაჭერით შეიქმნა.

გუნდისა და მთლიანად "დაკარის" უდავო ფავორიტია ფრანგი სტეფან პეტერანსელი, რომლის ანგარიშზეა "დაკარზე" ათი გამარჯვება - ექვსი "იამაჰათი" მოტოჩათვლაში, სამი "მიცუბიშით" "ავტოს" კლასში და ერთიც შარშან, MINI-თი ასევე ავტომობილების ჩათვლაში.

პეტერანსელის თანაგუნდელები იქნებიან ესპანელი ხოან "ნანი" რომა, რომელმაც 2004 წელს მოიგო "დაკარი" მოტოციკლების კლასში და პოლონელი კშიშტოფ ჰოლოვჩიცი.

ზედიზედ მეორე წელია MINI-ს პილოტების ძირითადი კონკურენტი იქნება NASCAR-ის სერიის ქარიზმატული წარმომადგენელი, ამერიკელი რობი გორდონი, აგრეთვე კატარელი უნივერსალი, ტყვიის სროლაში ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორი, კლასიკური რალის პილოტი და "დაკარის" ექს-ჩემპიონი ნასერ ალ-ატიია. მაგრამ, თუ გასულ წელს გორდონი და ალ-ატიია ერთ გუნდს წარმოადგენდნენ, ამჯერად ორივე სპორტსმენი ბაგის ერთგული დარჩა, მაგრამ სხვადასხვა საჯინიბოს ღირსებას დაიცავენ.

რობი, ტრადიციულად, თავისი "ჰამერით" ირბოლებს, ნასერი კი საკუთარი გუნდის - Team Qatar Red Bull-ის ავტომობილით გამოვა. კატარელის თანაგუნდელი იქნება ლეგენდარული ესპანელი კარლოს საინსი - "დაკარის" ყოფილი ჩემპიონი და კლასიკური რალის ორგზის გამარჯვებული.

მაგრამ, გორდონის Hummer H3 ხშირად არასაიმედო და არაკონკურენტუნარიანია, ხოლო ალ-ატიიასა და საინსის ბაგი გამოუცდელი, ამიტომაც, მათ გაუჭირდებათ MINI-ს პილოტების წინააღმდეგ ბრძოლა.

2009 წელს "დაკარის" ჩემპიონი, სამხრეთაფრიკელი ჟინიელ დე ვილიერი შარშანდელი სენსაცია გახდა, როცა Toyota HiLux-ის პიკაპით მარათონში მესამე ადგილზე გავიდა. მას ახლა, ბრძოლაში გამოცდილი და შემოწმებული მანქანა ჰყავს და საბოლოო გამარჯვების თუ არა, პირველ სამეულში მოხვედრის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა.

მეორე პრესტიჟულ კლასში - მოტოციკლებში ორი ფავორიტი უნდა ყოფილიყო: მოქმედი გამარჯვებული, ფრანგი სირილ დეპრე და მისი თანაგუნდელი KTM-ის საქარხნო გუნდიდან, ესპანელი მარკ კომა.

ბოლო შვიდ "დაკარზე" სწორედ მათ გაითამაშეს პირველობა, თუმცა ამჯერად მათი დუელი არ შედგება. 2012 წლის ოქტომბერში, მაროკოს რალის დროს, კომამ მარცხენა ხელი დაიზიანა და ამან ხაზი გადაუსვა ესპანელის "დაკარზე" გამოსვლას.

KTM-ში მარკის შემცვლელად მიიწვიეს ამერიკელი კურტ კასელი. მას სამშობლოში ბევრი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მაგრამ "დაკარზე", სავარაუდოდ, ვერ შეძლებს დეპრესთვის წინააღმდეგობის გაწევას. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ფრანგს უკვე დაცული აქვს შარშანდელი ტიტული, თუმცა რბოლის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"იამაჰას" საქარხნო გუნდმა დაკარგა თავისი ერთ-ერთი ლიდერი ჰელდერ როდრიგეში - პორტუგალიელმა "ჰონდაში" გადასვლა არჩია, რომელსაც დიდხნიანი შესვენების შემდეგ, დებიუტი ექნება "დაკარზე". როდრიგესის თანაგუნდელები იქნებიან ამერიკელი ჯონი კემპბელი და არგენტინელი ხავიერ პიცოლიტო.

რაც შეეხება "იამაჰას", ამ გუნდის სამეული ასე გამოიყურება - ფრანგები დავიდ კასტო და დავიდ ფრეტინიე, აგრეთვე ჰოლანდიელი ფრანს ვერჰოვენი. ეს საკმაოდ გამოცდილი შემადგენლობაა, მაგრამ მაინც საეჭვოა, რომ "იამაჰამ" შეძლოს KTM-თან და "ჰონდასთან" კონკურენცია.

სამწუხაროდ, რალი-რეიდებში მონაწილეობის პროგრამა შეაჩერა იტალიურმა "აპრილიამ", ამიტომაც ამ გუნდის პილოტებს წელს სტარტზე ვერ ვიხილავთ. სამაგიეროდ, ავსტრიული KTM-ის მოტოციკლებით გამოვლენ საკმაოდ სწრაფი "კერძო" პილოტები: ჩილელი ფრანსისკო ლოპესი, სლოვაკი სტეფან სვიტკო, ნორვეგიელი პალ ანდერს ულევალსეტერი, პოლონელი იაკუბ პშიგონსკი, პორტუგალიელი რუბენ ფარია, ესპანელი ხუან პედრერო, ბრაზილიელი ჟან დე აზევედო...

რაც შეეხება წლევანდელი "დაკარის" მარშრუტს, საერთო დისტანცია 8574 კილომეტრს შეადგენს, ეტაპების რიცხვი კი 15 გახლავთ. პილოტები სტარტს პერუს ქალაქ ლიმადან აიღებენ, შემდეგ არგენტინაში გადაინაცვლებენ, ფინიში კი 20 იანვარს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოშია დაგეგმილი.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის