მაინცელი იან კირხჰოფის ბედი გაირკვა

ზაფხულში აუცილებლად, შეიძლება ახლაც!

რამდენიმედღიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, მაინცელი იან კირხჰოფის ბედი გაირკვა: ყველასათვის მოულოდნელად, 22 წლის ცენტრალური მცველი, რომელსაც "მაინცის" თავკაცი თომას ტუხელი ბოლო დროს საყრდენ ნახევარმცველად ათამაშებდა, კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს.

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ფეხბურთელი, რომლის გადაბირება გელზენკირხენის "შალკესაც" უნდოდა, სწორედ რეკორდმაისტერში გადავა. კირხჰოფს "მაინცთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და "ბაიერნი" მას ხელში უფასოდ ჩაიგდებს. თუმცა, "კიკერის" ინფორმაციით, შესაძლოა, იანმა, რომელიც გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია, მიუნხენურ გრანდში ახლავე ამოყოს თავი - თუკი კლუბები სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდებიან. ერთი სიტყვით, ტრანსფერი გადაწყვეტილია და ახლა თუ არა, ზაფხულში ნაღდად განხორციელდება.

ფრანკფურტში დაბადებული და "აინტრახტის" აღზრდილი კირხჰოფი მაინცში 2007 წლიდან თამაშობს. იანი ნომინალური ცენტრალური მცველია, მაგრამ მაინცელთა თავკაცი მას ამ სეზონში ნახევარდაცვის ცენტრში ათამაშებდა და უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელი ამ პოზიციაზეც კარგად გამოიყურება.

1.95 მეტრი სიმაღლის კირხჰოფმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "მაინცთან" ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებდა, რის შემდეგაც მასზე დიდი ტაციაობა ატყდა - დაინტერესება "ლევერკუზენმა", მიონხენგლადბახის "ბორუსიამ" და "ჰოფენჰაიმმა" გამოხატეს, ყველაზე მეტად კი "შალკე" აქტიურობდა.

"კიკერის" ინფორმაციით, კირხჰოფი "ბაიერნთან" კონტრაქტს 2016 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. "მიხარია, რომ იანმა ეს გამოწვევა მიიღო და თანახმაა, "ბაიერნში" გადმოვიდეს. მას დიდი პოტენციალი აქვს," - ეს ბავარიული გრანდის სპორტული დირექტორის, მათიას ზამერის სიტყვებია.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, დიდი შანსია, რომ იანი "ბაიერნში" ახლავე გადავიდეს. რაკი "მაინცი" ამ ფეხბურთელს მაინც კარგავს და თანაც უფასოდ, წესით, იანვარში კირხჰოფის ტრანსფერით ფინანსური ხეირის ნახვაზე მაინცელებმა უარი არ უნდა თქვან. ცხადია, გააჩნია, რამდენს შესთავაზებს "მაინცს" "ბაიერნი". "კიკერის" ვარაუდით, "მაინცი" წესით 1.5-დან 2 მილიონ ევრომდე შეთავაზებას დათანხმდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა