7 იანვარს, 2012 წლის ფიფას ოქროს ბურთის მფლობელი გაირკვევა

7 იანვარს, 2012 წლის ფიფას ოქროს ბურთის მფლობელი გაირკვევა.

როგორც იცით, კანდიდატი სამია: ანდრეს ინიესტა, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი. ფავორიტის დასახელება საკმაოდ რთულია და იქამდე, სანამ გამარჯვებულის ვინაობას შევიტყობთ, ვნახოთ რას ამბობენ მათზე...

კრიშტიანო რონალდო

"პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ჰქვია: კრიშტიანო რონალდო და ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც მასთან ერთად დარბის." – კარლოს კეირუში.

"კრიშტიანო ნამდვილი ფენომენია. მას უნიკალური სათამაშო სტილი აქვს. ის არის მოთამაშე, რომელსაც სურს, რომ დღეს იმაზე უკეთესი იყოს, ვიდრე გუშინ იყო. ის ამბიციურია, უამრავი გოლი გააქვს და გასახდელში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ჩემი აზრით, რონალდო მადრიდის "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ფორვარდია." – ემილიო ბუტრაგენიო.

"ის საოცარი ფეხბურთელია. კრიშტიანო "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებში შედის. მიუხედავად იმისა, რომ უსაზღვრო ნიჭით დაჯილდოვებულია, ძალიან ბევრს შრომობს და ამით ერიკ კანტონას წააგავს. "რეალისთვის" უთუოდ შესანიშნავი შენაძენი იყო." – სერ ალექს ფერგიუსონი.

"რონალდოს, დევიდ ბექჰემის მსგავსად, იმის გამო აკრიტიკებენ, რომ კარგი გარეგნობა აქვს და ხალხს მისი შურს. ჩემთვის, რონალდო იდეალური ფეხბურთელია: ის სწრაფია, მაღალი, თავით კარგად თამაშობს, ტექნიკურია, კარგად ურტყამს პენალტებს და ჯარიმებს და ის გუნდის ლიდერია. ვფიქრობ, კრიშტიანო რონალდო ნამდვილი ფენომენია". – რუუდ გულიტი.

"კრიშტიანო უკვე წლებია საერთაშორისო ასპარეზზე სათანადოდ ვერ გამოიყურება. მესისთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, თითქოს შებოჭილია, როდესაც პორტუგალიის ნაკრების ღირსებას იცავს, მაგრამ რამდენიმე კარგი მატჩის შემდეგ, ჩვენ მისი პოტენციალი ბოლომდე დავინახეთ. მან სამი გოლი გაიტანა და საკუთარი ნაკრები, ბევრისთვის მოულოდნელად, ნახევარფინალში გაიყვანა. ვფიქრობ, მან დაუმტკიცა თავის თანამემამულეებს, რომ ლისაბონში ძეგლს იმსახურებს" – დიეგო მარადონა ევრო 2012-ის დროს.

"მესი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ რონალდო საოცარია. ის მსოფლიოში საუკეთესოა, რადგან იდეალური მოთამაშეა. რონალდო სწრაფია, ფიზიკურად ძლიერი, მას ბევრი გოლი გააქვს და თუ საჭიროა საკუთარ გუნდს დაცვაშიც ეხმარება. ასეთი იდეალური საფეხბურთო მანქანა არასდროს მინახავს. ფეხბურთი ძალიან შეიცვალა და ეჭვი მაქვს, რომ პელე, დი სტეფანო და მარადონა, დღევანდელ სიტუაციაში, მოედანზე იმავეს ისე ხშირად ვერ გააკეთებდნენ, რასაც და რა სიხშირითად ამას რონალდო აკეთებს" – ნუნუ.

ანდრეს ინიესტა

"რა თქმა უნდა ანდრეს ინიესტამ. ისეთ გუნდში, როგორიც "ბარსელონაა", ტიტულების მოგება იოლია. ფეხბურთელის ნამდვილი ძალა და მისი კლასი ეროვნულ ნაკრებში ჩანს. პელეს, მარადონას და ზიდანის მსგავსად, ინიესტა ესპანეთის ნაკრებში ამტკიცებს, რომ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. სწორედ ამიტომ, მე მას მესიზე და რონალდოზე მაღლა ვაყენებ. კი, მათ ძალიან ბევრი გოლი გააქვთ, მაგრამ მათ საკუთარ ნაკრებთან ერთად ჯერ არაფერი მოუგიათ." – ბორის ბეკერი, როდესაც ჰკითხეს თუ ვინ უნდა მოიგოს ოქროს ბურთი.

"ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან: ვინ არის საუკეთესო, მესი თუ რონალდო... ჩემთვის საუკეთესო ცალსახად ანდრეს ინიესტა გახლავთ. მას მოედანზე გაცილებით რთული რამეების კეთება შეუძლია. ინიესტა ნამდვილი ჯადოქარია." – დავიდ სილვა.

"ინიესტაზე იმდენს არ საუბრობენ, რამდენსაც მესიზე, მაგრამ მე მსურს, რომ "ოქროს ბურთი" სწორედ ინიესტამ მოიგოს. ის ამას ნამდვილად იმსახურებს. ინიესტა ყველაფერს სწორედ აკეთებს: ცოტას თუ შეუძლია ისეთი საგოლე გადაცემების გაკეთება, როგორსაც ინიესტა გვთავაზობს, გარდა ამისა ის გოლებსაც ხშირად იტანს. ინიესტა არის ილუზიონისტი, რომელმაც ბურთის მიღებისთანავე ზუსტად იცის რაც უნდა გააკეთოს." – ლუის ფერნანდესი.

"ის რჩეული, ერთადერთი და განუმეორებელია. ინიესტა უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. როგორც ფეხბურთის მოყვარული, მე ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად თამაშის საშუალება მომეცა. ანდრესი საოცარი ფეხბურთელია, რომელიც მოედანზე ისეთ რაღაცეებს აკეთებს, რისი გაკეთებაც მხოლოდ მას შეუძლია." – სერხიო რამოსი.

"როდესაც ინიესტას თამაშს ვუყურებ, ვხვდები, რომ ჩემ ასაკშიც კი შეიძლება ახალი რამის სწავლა." – ხუან რომან რიკელმე.

"როდესაც ბურთი მას აქვს, თითქოს ყველა ჩერდება. ჩვენ ერთათ 15 წლის ასაკიდან ვთამაშობთ და ამ პერიოდში მას ცუდად არასდროს უთამაშია." – ფერნანდო ტორესი.

ლიონელ მესი

"მესის ვერავის შეადარებ. კრიშტიანო რონალდო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის ადამინია, მესი კი უცხოპლანეტელი. მესი ბურთთან ერთად უფრო სწრაფად დარბის, ვიდრე მის გარეშე. ასეთ სიჩქარეზე, ისეთი ილეთების გაკეთება, რასაც მესი აკეთებს, უბრალოდ წარმოუდგენელია." – ალფიო ბასილე.

"ჩემი რეკორდი 40 წლის განმავლობაში ხელუხლებელი იყო, ახლა კი ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა დაამხო. მესი საოცარი ფეხბურთელია, ნამდვილი გიგანტი და ამასთან ერთად, ძალიან სასიამოვნო და მორიდებული პიროვნება გახლავთ. იმედი მაქვს, რომ მისი რეკორდი უფრო დიდხნას შენარჩუნდება. მესის მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს: ის მიუნხენის "ბაიერნში" არ თამაშობს." – გერდ მიულერი.

"ხალხს რონალდო არ უყვარს, რადგან ის უძლიერესი ფეხბურთელია, სიმპატიურია და ლამაზ ქალებთან აქვს სექსი. ადამიანებს მისი უბრალოდ შურთ. ერთადერთი ნაკლი რონალდოს ცხოვრებაში არის ლეო მესი – რომ არა არგენტინელი, რონალდო ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა." – ლუიშ ფელიპე სკოლარი.

"იმის გადმოსაცემად, რასაც მესი საფეხბურთო მოედანზე აკეთებს, ესპანურ ენას ახალი სიტყვა ესაჭიროება, რადგან აქამდე არსებული სიტყვები აშკარად არაა საკმარისი." – ალეხანდრო საბელია.

"მესი ღმერთია – არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ ასევე როგორც პიროვნება. იმედი მაქვს, რომ ის არგენტინასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდება. ყველა რელიგიის ღმერთს ვთხოვ, რომ მას ეს შანსი მიეცეს." – სამუელ ეტოო.

"ისევე როგორც მაიკლ ჯორდანი კალათბურთში, მესი სპორტის თავის სახეობაში დომინირებს. ისტორიის განმავლობაში, ძალიან ცოტა ადამიანს თუ მოუხერხებია ისეთი ჰეგემონიის დამყარება, როგორც ეს ჯორდანმა და მესიმ შეძლეს. მეცოდებიან ის ადამიანები, ვისაც მესის ტახტიდან ჩამოგდება სურთ, რადგან ეს შეუძლებელია. ეს ბიჭი უბრალოდ უნიკალურია – ის მხოლოდ ბევრ გოლს კი არ იტანს, არამედ ბევრ ლამაზ გოლს იტანს და ყოველი მომდევნო, წინაზე უკეთესია." – ხოსეპ გვარდიოლა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიონელ მესის ინფოგრაფიკა: მიღწეული და მისაღწევი

ვისენტე დელ ბოსკე: იმედი მაქვს, "ოქროს ბურთს" ანდრეს ინიესტას მიაკუთვნებენ

albisete
მესი მესი და კიდევ ერთხელ მესი ის მართლა განუმეორებელი მოვლენაა ფეხბურთში უბრალოდ გენიოსია მეორეზე ინიესტა მესამეზე რონალდუ P.S არ ვარ ბარსას ბალეშიკი მესი ობიექტურად გენიოსია:))
AC natia
ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეუდარებელია!
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო