13 იანვარს პრემიერლიგის XXII ტურში "მანჩესტერ იუნაიტედს" "ოლდ ტრეფორდზე" უპრინციპულესი დაპირისპირება ელის "ლივერპულთან"

13 იანვარს პრემიერლიგის XXII ტურში "მანჩესტერ იუნაიტედს" "ოლდ ტრეფორდზე" უპრინციპულესი დაპირისპირება ელის "ლივერპულთან".

"ეშმაკებს" ამ შეხვედრაში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი უეინ რუნი არ ეყოლებათ, ვინც მუხლი 26 დეკემბრის დილის ვარჯიშზე დაიზიანა. 27 წლის ფეხბურთელი დატვირთვებს ორი კვირის განმავლობაში უნდა მოერიდოს.

აღნიშნული ინფორმაცია ალექს ფერგიუსონმა პირადად დაადასტურა. ამასთან შოტლანდიელმა სპეციალისტმა დაამატა, რომ რუნის სერიოზული არაფერი სჭირს, მაგრამ ექიმებს უმნიშვნელო რისკზე წასვლაც კი არ სურთ.

იუნაიტედი და იჯარა

Goal.com-ის ინფორმაციით, ფერგიუსონის გადაწყვეტილებით, კლუბმა ჩემპიონშიპის "ჰალ სიტის" 22 წლის გოლკიპერი ბენ ეიმოსი იჯარიდან გამოიხმო და მშობლიურ კლუბში დააბრუნა.

ამის უფლება მანკუნიანელებს საიჯარო ხელშეკრულებით ნამდვილად ჰქონდათ. ეიმოსმა რანგით მეორე ლიგის ერთ-ერთი ლიდერის შემადგენლობაში პირველ წრეში 17 თამაში ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა 4-ჯერ მოახერხა. ის, რომ "ოლდ ტრეფორდზე" აბრუნებენ, ფეხბურთელმა "ტვიტერზე" პირადად დაადასტურა.

ნოემბერში "ლესტერთან" გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება დაუმთავრდა ჯესი ლინგარდს და ის "იუნაიტედის" სარეზერვო გუნდს დაუბრუნდა. თუმცა 20 წლის თავდამსხმელი იქ დიდხანს გაჩერებას არ აპირებს. "მელიებში" მასთან ერთად "იუნაიტედმა" მაიკ კინიც მიავლინა. კინი სეზონს "ლესტერშივე" დაასრულებს.

ჩემპიონშიპის აუტსაიდერ "პიტერბოროს" კი "წითელი ეშმაკებიდან" 18 წლის ნიკ პაუელის 6-თვიანი იჯარით წაყვანა აქვს განზრახული.

გუნდის დამრიგებელ დარენ ფერგიუსონს იმედი აქვს, რომ ლეგენდარული მამა მას ანგარიშს გაუწევს და ფეხბურთელს ულაპარაკოდ დაუთმობს. პაუელს ძირითად გუნდში სათამაშო პრაქტიკა აკლია. ყველა ტურნირში ერთად მან სულ 6 თამაში ჩაატარა და აქედან 2-ჯერ შეცვლაზე ითამაშა.

სულ ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ "ეშმაკებმა" 22 წლის პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველი ბებე 6-თვიანი იჯარით სამშობლოში, კერძოდ "რიუ ავეში" გაუშვეს.

ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულება 2010 წლის ზაფხულზე გააფორმა, მაგრამ მას მერე სულ 7 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. შარშანდელი სეზონი მან "ბეშიქთაშში" გაატარა, თუმცა ფეხი ვერც თურქეთში მოიკიდა.

ასევე იხილეთ:

ალექს ფერგიუსონი: ბევრ გოლს ვიტანთ და ხალხსაც სწორედ ეს უნდა

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა