კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, თითქოს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "არმია" მეორე წრეს ლეგიონერების გარეშე შეხვდება
კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, თითქოს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "არმია" მეორე წრეს ლეგიონერების გარეშე შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ შემოდგომით გუნდში ირიცხებოდნენ ამერიკელები კურტის მილეიჯი, ლემეინ უილსონი, მარკუს ფეისონი და შვედი იოაკიმ შელბომი.

ოთხი კარგი კალათბურთელის დაკარგვა არმიელთათვის დიდი დანაკლისია, ამიტომ, დავინტერესდით, რამდენად შეესაბამება რეალობას კულუარებში გავრცელებული ამბავი.

დავუკავშირდით გუნდის მთავარ მწვრთნელ კოტე ტუღუშს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ კურტის მილეიჯი "დონეცკში" ჩაირიცხა:

- კურტისი უკვე დონეცკელია და უახლოეს მატჩში ამ გუნდის მაისურით ითამაშებს. რაც შეეხება დანარჩენ სამ ლეგიონერს, მათი "არმიადან" წასვლის საკითხზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, მიმდინარეობს მუშაობა.

ოფიციალურად ისინი კვლავ ჩვენს გუნდში ირიცხებიან, თუმცა როგორ შეიცვლება სიტუაცია ახლო მომავალში შევიტყობთ.

ისღა დაგვრჩენია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ბატონმა კოტემ ერთი ინფორმაციაც მოგვაწოდა:

"არმიამ" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა გამთამაშებელ ბექა წივწივაძესთან, რომელიც სუპერლიგის პირველ წრეში საშუალოდ 16.9 წუთში 5.3 ქულასა და 2.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

გუნდმა ქორქია-საკანდელიძის მემორიალისთვის მზადება 3 იანვრიდან განაახლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა