ქართველი ჩოგბურთელი ბრისბენის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე არინა როდიონოვა დაამარცხა
ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება. კარგა ხანია, მწვანე კონტინენტზე იმყოფება და უკვე მეორე შეჯიბრებაში ცდის ძალებს.

31 დეკემბერს ბრისბენის ტურნირის პირველსავე წრეში დამარცხების შემდეგ სიდნეის ტურნირის (საპრიზო ფონდი 690.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპიდან აიღო სტარტი.

ჩვენებური მე-4 ნომრადაა განთესილი. 4 იანვარს ქალთა მსოფლიო რეიტინგით 247-ე საფეხურზე მყოფ არინა როდიონოვას (რუსეთი) დაუპირისპირდა.

შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. არადა, პირველი ხელი ტატიშვილმა მშრალად მოიგო - 6:0. ეტყობა, იოლმა გამარჯვებამ ქართველ ჩოგბურთელზე უარყოფითად იმოქმედა, რადგან მეორე სეტში თითქმის უბრძოლველად დანებდა მეტოქეს - 1:6. მესამე ხელი დაძაბული აღმოჩნდა. ანამ 7:6 მოიგო და მეორე წრეში გავიდა, სადაც ამერიკელი ჯულია კოენის მძლეველ (6:3, 6:3) 26 წლის კლერ ფეუერშტეინს (საფრანგეთი) შეხვდება. ეს უკანასკნელი რეიტინგში 135-ეა.

კვალიფიკაციაში მეორე წრის მატჩები 5 დეკემბერს გაიმართება. პირველი გამარჯვებით ანამ 8 ქულა გაინაღდა, ფრანგის ძლევით კი მონაგარს 12 ქულით გაიუმჯობესებს, თან ძირითად ბადეში მოსახვედრად იაპონელ კიმიკო დატე-კრუმსა და ამერიკელ ვანია კინგს შორის უძლიერესთან გაარკვევს ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა