ქართველი ცენტრის "ატლანტა ჰოუქსს" მცირედი დააკლდა სეზონის 21-ე გამარჯვების მოსაპოვებლად
"ატლანტა ჰოუქსს" მცირედი დააკლდა სეზონის 21-ე გამარჯვების მოსაპოვებლად.

ზაზა ფაჩულიას გუნდი დეტროიტში ადგილობრივ "პისტონსს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში - 84:85 დამარცხდა.

ატლანტელებმა ბოლო მეოთხედში 19-ქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვეღარ მოახერხეს.

დეტროიტელებმა მატჩის ბოლო 7 წუთში მხოლოდ 2 ქულა ჩააგდეს. შესაბამისად, ატლანტელებმა 16:0 გაქცევა მოაწყვეს და საქმე გამარჯვების სროლამდე მიიყვანეს.

ბოლო შეტევაში სტუმრებს ბურთის ალ ჰორფორდისთვის მიწოდება უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ და შეტევის უფლება კუთხეში მდგარმა ლუი უილიამსმა მიიღო, რომელსაც ანდრე დრამონდმა დააფარა და მატჩიც დასრულდა.

მატჩის სიმძიმემ ძირითადად ატლანტელთა სასტარტოებზე გადაიარა. მატჩის დასრულებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი და "ჰოუქსის" არც ერთ სათადარიგოს თამაშიდან ბურთი არ ჰქონდა ჩაგდებული.

ზუსტად ამ დროს პირველი ბურთი ფაჩულიამ ჩააგდო. სწორედ ქართველი იყო სათადარიგოებში საუკეთესო, რომელმაც 20,13 წუთი ითამაშა და მოედანი 9 ქულით და 6 მოხსნით დატოვა. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და ზუსტად ამ შედეგიანობით ესროლა საჯარიმოებიც.

"მაიამიში" იმარჯვა ატლანტელთა მდევარმა"ჩიკაგომ", თუმცა ფაჩულიას გუნდს მაინც დამაჯერებლად უკავია აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილი.

ერთი საფეხურით აინაცვლა და აღმოსავლეთში მე-6 ადგილზე იმყოფება თორნიკე შენგელიას "ბრუკლინი", რომელმაც 5 იანვარს, გამთენიისას, ვაშინგტონში "ვიზარდსი" დამატებით დროში - 115:113 დაამარცხა.

სათადარიგოდან მხოლოდ თორნიკე შენგელიას და სიჯეი უატსონს არ უთამაშიათ. მირზა ტელეტოვიჩი 2 სამქულიანით შეეწია ბრუკლინელებს, მარშონ ბრუკსმაც 6 ქულა ჩააგდო, ხოლო ტაიშონ ტეილორმა სამწუთნახევარში ვერაფერი გაახერხა.

"ბრუკლინი" მომდევნო შეხვედრას 5 იანვარს საკრამენტოში "კინგსთან" ჩაატარებს, ხოლო ფაჩულიას "ატლანტა" ამავე დღეს "ბოსტონს" უმასპინძლებს.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა