მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გოლი ფიზიკის კანონებს არ ეწინააღმდეგება

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი უბრალო შემთხვევითობის შედეგი არ ყოფილა. მათ დაამტკიცეს, რომ კარლოსმა 1997 წელს ჯარიმიდან საფრანგეთის ნაკრების კარისკენ ბურთი განსაკუთრებით ირიბი ტრაექტორიით მიზანმიმართულად გაგზავნა. მაშინ მეკარე ფაბიენ ბარტეზი ადგილიდან არ განძრეულა და განცვიფრებული იყურებოდა. გულშემატკივრები და სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს გოლი ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგებოდა...

თუმცა, ფრანგ მკვლევართა ჯგუფმა გამოიყვანა ფორმულა, რომელიც ბურთის მსგავს ტრაექტორიას აღწერს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ასეთი დარტყმის შესრულება შეიძლება, თუ ბურთს საკმარისად ძლიერად დავარტყამთ და თან მას თავისი ღერძის გარშემო ბრუნვის უნარს მივანიჭებთ. ამასთან აუცილებელია, რომ დარტყმის შემსრულებელი ფეხბურთელი კარიდან საკმაო დაშორებით იმყოფებოდეს.

როგორ გაიტანა კარლოსმა ”შეუძლებელი” გოლი [ვიდეო]

ბურთის ტრაექტორიის კვლევის შედეგები ჟურნალ New Journal of Physics-ში გამოქვეყნდა.

”ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ბურთი უბრალოდ ჩახვეული არ იყო, არამედ მიფრინავდა სპირალური ტრაექტორიით და ამასთან, რაც უფრო უახლოვდებოდა კარს, უფრო მეტად უხვევდა” - აცხადებს პარიზელი მეცნიერი კრისტოფ კლანე. მისი თქმით, რამდენადაც კარიდან 35 მეტრით დაშორებულმა რობერტო კარლოსმა ბურთს ტერფის გარე მხრით დაჰკრა, ბურთმა, რომელიც თავიდან კარისგან მარჯვნივ მიფრინავდა, თანდათან სულ უფრო მარცხნივ დაიწყო მოხვევა, მოასწრო ჩამჯდარიყო ფეხბურთელის მიერ მოფიქრებულ გეგმაში და კარის ძელს შიგნიდან შეხებოდა. მაყურებლებს ეს დაუჯერებლად მოეჩვენათ.

ცნობილია, რომ ბურთს შეიძლება მივვანიჭოთ დაღმავალი ტრაექტორია ჭვინტის დარტყმით ( ”ხმელი ფოთოლი”). ამ შემთხვევაში ბურთი ფრენის ბოლოს მკვეთრად დაეშვება.

”ნამდვილ საფეხბურთო მინდორზე ხანდახან რაღაც იდეალური სპირალური ფრენის მსგავსს ვხედავთ, რაც გრავიტაციის გავლენით ქრება, - ამბობს კლანე, - მაგრამ თუ თქვენ დაარტყამთ ისეთი ძალით, როგორც ეს რობერტო კარლოსმა შეძლო, მაშინ შეიძლება დედამიწის მიზიდულობის ძალა მინიმუმამდე დაიყვანოთ”.

გადამწვეტ ფაქტორად, რომელმაც ბარტეზი პირღია დატოვა და განაცვიფრა გულშემატკივრები, მეცნიერები ბურთის ფრენის მნიშვნელოვან დისტანციას თვლიან.

”ჯარიმა რომ კარიდან უფრო ახლოს დანიშნულიყო, მაშინ დარტყმის დასარულს ვერ დავინახავდით - აღნიშნავს მეცნიერი. - მაგრამ რაკი კარლოსი კარიდან საკმარისად შორს იმყოფებოდა, ბურთმა კარლოსის ჩანაფიქრი ბრწინვალედ შეასრულა და მთელი გზა გაიარა.”

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით

piqris gora
- მიცანით თუ ? ;) ჰე-ჰე... :)
aarroo
თქვენ უკაცრავად იურგენ კლინსმანი ხომ არ ბრძანდებით? :))))
piqris gora
ეგ პირველად მერვე კლასში გავაკეთე (თითქმის 30 წლის წინ) , თამაშიდან და არა საჯარიმოდან. ბოლოს კი 2 თვის წინ , ჯინსებით, კუთხურიდან (ამჯერად, რასაკვირველია, ცარიელ კარში). - ან ფრანგები აბოლებენ სპორტალ/ ამბები/ გე-ს, ან "სპორტალი" ჩვენ. (არც "პროფი" ვარ და არც ოდესმე ვყოფილვარ.)
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა