U 17. ევროპის ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. I ტური
"ჩვენი მეტოქე ტექნიკური გუნდია, რომელსაც ჩამოყალიბებული, მტკიცე ხასიათი აქვს", - ამ სიტყვებით დაახასიათა მატჩის წინა დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პოლონეთის ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარცინ დორნამ. სასტარტო ტურის მატჩმა პოლონელთა თავკაცის სიტყვებში დაგვარწმუნა. ეროვნულ სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ორი თანაბარი ძალის მქონე გუნდის დაპირისპირება იხილა, რომელშიც მეტოქე ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე და სწორედაც რომ ხასიათის სიმტკიცით დავჯაბნეთ. იმედია, კობა ჟორჟიკაშვილის ბიჭები წარმატებული სტარტის შემდეგ კიდევ გაგვახარებენ. რაც შეეხება შანსებს, ჯგუფის ფავორიტი ალბათ ინგლისია, დანარჩენი სამი გუნდი კი თანაბარი დონისა ჩანს. ჰოდა, საქმეც ისაა, ვინ იძალებს ამ სამ გუნდს შორის და ვინ იქნება ელიტრაუნდში გამსვლელი მეორე საგზურის მფლობელი...

მართალია, სასტარტო მატჩის მოგება ბევრს ნიშნავს, მაგრამ არა - ყველაფერს და ჯერ გადაჭრით ნურაფერს ვიტყვით. ვთქვათ ის, რაც კონკრეტულად ამ მატჩში დავინახეთ - დაცვაში საიმედოდ გამოიყურებოდა გუნდის კაპიტანი, ტანმაღალი ნიკა სანდოხაძე, რომელმაც "მეორე სართულზე" არაერთთი ბრძოლა მოიგო.

მარჯვენა ფლანგზე აქტიურობდა დავით მთივლიშვილი, რომელიც დაცვითი ოპერაციების გარდა, იერიშებშიც აქტიურად მონაწილეობდა და ხშირად მის ინიციატორადაც გვევლინებოდა. პოლონელთა ძლევაში ყველაზე დიდი წვლილი თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა შეიტანა. გამარჯვების მომტანი გოლის გარდა, არაბულმა სხვა მხრივაც გამოიჩინა თავი - ყველაზე აქტიური იყო და დუბლის შესრულებაც შეეძლო. კარგად ითამაშეს გურამ სამუშიამ, ავთო ენდელაძემ და გოგი გოგიჩაიშვილმაც.

რა თქმა უნდა ლუკას ჰუფნაგელზეც უნდა ვთქვათ. დედით ქართველი და მიუნხენის "ბაიერნის" ჭაბუკთა გუნდში მოასპარეზე ჭაბუკმა გუშინ საყრდენ ნახევარმცველად ითამაშა. გამოკვეთილ ფიგურად არ მოჩანდა, მაგრამ მონდომებული იყო და დიდი სამუშაოც გასწია. ეტყობა "ბაიერნის" სკოლა, თანამედროვე ფეხბურთის მიმდევარია, მარტივად და სწორად თამაშობს, პოზიციას კარგად არჩევს, სწრაფად აზროვნებს, მაგრამ თუ ფიზიკურად მომაგრდება, უკეთესი იქნება მისთვისაც და საქმისთვისაც. მოკლედ, გუნდისთვის საჭირო ფიგურაა და კარგი მომავალიც აქვს.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის ორი 40-წუთიანი, თუმც განსხვავებული ტაიმებისგან შედგებოდა. თამაშის პირველი ნაწილი უფრო სანახაობრივი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ სამივე გოლიც შესვენებამდე გავიდა. ბუნებრივია, სასტარტო მატჩში ორივე გუნდი ღელავდა და საწყის წუთებში დაშვებული შეცდომებიც სწორედ ამით იყო გამოწვეული.

მე-5 წუთზე სტუმრებმა ჩვენი გუნდის მცველთა უყურადღებობით ისარგებლეს და დიტკომ დასცხო კიდეც, მაგრამ მეკარე გაბრიელ თებიძემ საიმედოდ ითამაშა. მალე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - მე-12 წუთზე კეძიორამ მეკარეს თავით კარგად ვერ მიაწოდა ბურთი, რომელსაც ავთო ენდელაძე დაეუფლა, მოატყუა გოლკიპერი და ბურთი ცარიელ კარში გაგზავნა - 1:0.

პოლონელებმა სამ წუთში გვიპასუხეს. სტუმართაგან აქტიური ვრონსკი საჯარიმოში აკრძალული წესით შეაჩერეს და არბიტრმა 11-მეტრიანი დანიშნა. ურიგას დარტყმულს თებიძე კი მიუხვდა, მაგრამ... ბურთს ვერ მისწვდა და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

პოლონელთა სიხარული ხანგრძლივი არ ყოფილა. მასპინძლებსაც სამი წუთი დასჭირდათ გოლის გასატანად - მეტოქე მცველთა დაბნეულობით კარგად ისარგებლა არაბულმა და საქართველო ძლიერი დარტყმით დააწინაურა - 2:1.

გოლმა სტუმრები გამოაცოცხლა, თუმცა ჩვენმა ჭაბუკებმა ტემპი დააგდეს და თამაში მათთვის სასურველ კალაპოტში გადაიყვანეს - ბრძოლის ეპიცენტრმა მოედნის შუაგულში გადაინაცვლა და არც ერთ კართან ხიფათი აღარ შექმნილა.

უნდა აღინიშნოს, რომ კობა ჟორჟიკაშვილმა შესვენებისას განხორციელებული ორი შეცვლით გუნდს "ახალი სისხლი" გადაუსხა. მეორე ტაიმის პირველ ნახევარში თამაში კვლავ ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. 64-ე წუთზე ჩვენმა ბიჭებმა სხვაობის გაზრდა მოინდომეს, მაგრამ არაბულის ძლიერი დარტყმა ხარიხას მოხვდა. მერე კი პოლონელებმა გამოიდეს თავი და ქულის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ უშედეგოდ - ზილინსკისა და კობილანსკის სახიფათო დარტყმებისას ბურთი მცირედით ასცდა ჩვენი გუნდის კარს.

ბოლოს კი არაბულმა ერთხელაც სცადა გატანა, მაგრამ ამჯერად სტუმართა მეკარემ იმარჯვა და ანგარიში საფინალო სასტვენამდე არ შეცვლილა.

მატჩის შემდეგ

მარცინ დორნა (პოლონეთი): "დასანანია, რომ ჯგუფური ეტაპი მარცხით დავიწყეთ. შეცდომები დავუშვით და ამიტომაც წავაგეთ. მატჩის გადარჩენა მაინც შეიძლებოდა, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა ეს ვერ მოახერხეს. მაგრამ ერთი მხრივ, ტურნირის მასპინძლებთან წავაგეთ და ამაში ტრაგიკული არაფერია. წინ კიდევ ორი თამაში გვაქვს და ელიტრაუნდისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ქართველებიდან ყველაზე გამორჩეული 10 ნომერი (ბაჩანა არაბული - ავტ) იყო. სანამ გავარკვევდით, რა სტილის მოთამაშე იყო და მის წინააღმდეგ ეფექტრად როგორ უნდა გვეთამაშა, ბურთიც გაგვიტანა, რომელმაც გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. ასევე დამამახსოვრდა 7 ნომერი (ლუკას ჰუფნაგელი - ავტ). არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ თანაგუნდელებისგან განსხვავებულად ითამაშა და ვფიქრობ, დიდი მომავალიც აქვს".

კობა ჟორჟიკაშვილი (საქართველო): "სისუსტესთან ერთად, პოლონეთს ძლიერი მხარეებიც ჰქონდა, მაგრამ ჩვენი კოზირი კარგად გამოვიყენეთ და მოვიგეთ. სტარტზე მოგება კარგია, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ ორი, გაცილებით რთული მატჩი გველის. მომდევნო ტურში ჯგუფის ფავორიტ ინგლისს ვეთამაშებით. ინგლისელებისა და შვედების მატჩის ჩანაწერს ვნახავ და მომავალ მეტოქეებს უკეთ შევისწავლით... ჰუფნაგელი დიდი ყურადღების ცენტრში იყო და ნერვიულობდა. მატჩის წინ ვუთხარი კიდეც, დაძაბული ნუ იქნები, არ ინერვიულო და თავისუფლად ითამაშე-მეთქი. მან ცოტა ხნის წინ მოიშუშა ტრავმა და რამდენიმე დღეა, რაც ვარჯიშობს და ეს ეტყობოდა კიდეც, ბოლოს კი კუნთიც გაეჭიმა... იმედია, საგანგაშო არაფერი იქნება".

18.10. თბილისი. ბ. პაიჭაძე. 3 000 მაყურებელი

პოლონეთი 1

საქართველო 2

0:1 ენდელაძე (12), 1:1 ურიგა (15-პენ), 1:2 არაბული (18)

პოლონეთი საქართველო

4-1-4-1 4-2-3-1

ფრანკოვიაკი თებიძე

კეძიორა მთივლიშვილი

რადეჩკი კახიძე

ვიტი სანდოხაძე

ფლისი მონიავა

ურიგა გოგიჩაიშვილი

დიტკო ჰუფნაგელი

ნოვაკი დიასამიძე

ზილინსკი ენდელაძე

ვრონსკი სამუშია

ბაგინსკი არაბული

მწვრთნელი მწვრთნელი

მ. დორნა კ. ჟორჟიკაშვილი

პოლონეთი

52. ვრონსკი - ბიელი

64. ნოვაკი - კობილანსკი

73. დიტკო - ლეგერსკი

სათადარიგოები: სმუგი, ბუდეკი, ვილკი, დანკოვსკი

საქართველო

41. მონიავა - ჭიღვარია

41. დიასამიძე - მარკოზაშვილი

64. სამუშია - სარჯველაძე

სათადარიგოები: მიქავა, კვარაცხელია, ფანცულაია, ცნობილაძე

გაფრთხილება: კეძიორა (3), სანდოხაძე (15), ვრონსკი (51)

არბიტრი: გორან სპირკოვსკი (მაკედონია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა