ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, როგორც იქნა, დასრულდა გაფიცვა

"მალე თქვენ ჰოკეის ნახავთ და არა ჩემი და გერი ბეტმენის სახეებს", - განაცხადა 16-საათიანი შეხვედრის შემდეგ პროფკავშირების პრეზიდენტმა დონ ფერმა.

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, როგორც იქნა, დასრულდა ლოკაუტი. ლიგის ხელმძღვანელობამ და მოთამაშეებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას გაფიცვის შეწყვეტის შესახებ.

"მე და დონ ფერი აქ მოვედით იმის გამო, რომ გაცნობოთ - მოვილაპარაკეთ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების ძირითად პუნქტებზე, რომელთა დეტალები ოფიციალური დოკუმენტებით უნდა გავამყაროთ. წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მაგრამ ძირითად პუნქტებზე შეთანხმებას მივაღწიეთ.

უნდა გავიაროთ რატიფიკაციის პროცესი, კლუბების მფლობელთა საბჭომ უნდა დაადასტუროს ლიგის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი და ბუნებრივია, იგივე უნდა გააკეთონ მოთამაშეებმა. ჯერჯერობით არ შეგვიძლია იმის თქვა, როდის დაიწყება სეზონი, მაგრამ იმედია, მოგვიანებით ჩვენ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით ამის შესახებ", - განაცხადა NHL-ის კომისარმა გერი ბეტმენმა.

ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 13 და 16-საათიანი მოლაპარაკებები. დადგინდა, რომ 2013-14 წლების სეზონში სახელფასო ბიუჯეტის ლიმიტი 64.3 მილიონი დოლარი იქნება. კონტრაქტების მაქსიმალური ხანგრძლივობა - შვიდი წელი, ხელშეკრულების გაგრძელების შემთხვევაში - რვა წელი. ახალი კოლექტიური ხელშეკრულება 10 წლით გაფორმდება...

თუმცა ოფიციალურ გარიგებამდე ჯერ შორია, რადგან ხელშეკრულების ყველა პირობა უნდა შეამოწმონ იურისტებმა და შემდეგ გადაიტანონ ქაღალდზე. ამის შემდეგ კლუბების მფლობელებმა და პროფკავშირმა კენჭი უნდა უყარონ მიღებულ ხელშეკრულებას.

სწორედ რატიფიკაციის პროცესის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული სეზონის დაწყების თარიღი. რეგულარული ჩემპიონატი 15 იანვარზე ადრე არ დაიწყება. ყველაზე რეალური ვარიანტია - სტარტი 19 იანვარს, გუნდები კი ჩემპიონატში 48 შეხვედრას ჩაატარებენ და მეტოქეებად მხოლოდ საკუთარი კონფერენციის ბინადარი კლუბები ეყოლებათ.

მოლაპარაკებების დროს განხილვის ერთ-ერთი პუნქტი იყო NHL-ის მოთამაშეების მონაწილეობა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე.

თავდაპირველად გამოცხადდა, რომ ლიგის ხელმძღვანელობამ თავის მოთამაშეებს ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლის ნება დართო, მაგრამ მოგვიანებით გამოცხადდა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

მას ცალკე განიხილავენ ოთხმხრივ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, NHL-ის ხელმძღვანელობა და NHL-ის მოთამაშეთა ასოციაცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა