2013 წელს, მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა ჰოკეიში აშშ-ის 21-წლამდელთა ნაკრები
2013 წელს, მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა ჰოკეიში აშშ-ის 21-წლამდელთა ნაკრები.

რუსეთის ქალაქ უფაში გამართულ ჩემპიონატში ამერიკელთა ფინალში გასვლა ნამდვილი სენსაცია გახდა. ცოტა ვინმეს თუ ეგონა, რომ ეს გუნდი ნახევარფინალში კანადას დაამარცხებდა.

მაგრამ, აშშ-მ დიდი ანგარიშით მოიგო შეხვედრა, ხოლო ფინალში არც შვედეთის ნაკრები დაინდო. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, ნახევარფინალურ ეტაპზე კიდევ ერთ ფავორტს - რუსეთს მოუგო ბულიტების სერიაში.

აღსანიშნავია, რომ შვედეთს ძველი წყენებისთვის შური ჰქონდა საძიებელი. საქმე ისაა, რომ 2010 წელს, მან ნახევარფინალი წააგო ამერიკასთან, რომელიც შემდეგ ჩემპიონი გახდა, 2011 წელს კი აშშ-მ ბრინჯაო წაართვა "ტრე კრუნურს".

უგოლო პირველი პერიოდის შემდეგ, მეტოქეებმა შედეგიანი მეორე 20-წუთეულით გაახარეს მაყურებელი. ანგარიში 21-ე წუთზე ფილიპ სანდბერგმა გახსნა, რომელმაც დასწრებაზე აჯობა ყველას.

მაგრამ, შვედები დიდი ხანი არ ყოფილან ლიდერის რანგში - კარის უკნიდან გამოვარდნილმა როკო გრიმალდიმ უსაქმოდ დატოვა მეკარე ნიკლას ლუნდსტრიომი. დაახლოებით სამ წუთში კი იმავე გრიმალდიმ ისევ ახლო მანძილიდან გამოიყენა მცველ ჯეიკობ ტროუბის პასი - 2:1.

ამის შემდეგ, ამერიკელებმა მოახერხეს შესანიშნავი დაცვის თამაში. შვედებს მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდათ, როცა ორი მეტრიდან კოლბერგმა ააცილა. საბოლოოდ წერტილი ვინს ტროჩეკმა დასვა, რომელმაც ბოლო წამებზე ცარიელ კარში გაიტანა.

შედეგად, აშშ-მ ისტორიაში მესამედ, ბოლო ოთხ წელიწადში კი მეორედ მოიპოვა ოქრო.

აშშ-შვედეთი 3:1

(0:0, 2:1, 1:0)

გოლები: 0:1 სანდბერგი (რაკელი), 1:1 გრიმალდი (სილოფი, ტროჩეკი), 2:1 გრიმალდი (ტროუბა), 3:1 ტროჩეკი (მილერი).

საუკეთესო მოთამაშეები

MVP - ჯონ გიბსონი (აშშ)

მეკარე - გიბსონი

მცველი - ჯეიკობ ტროუბა (აშშ)

ფორვარდი - რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსი (კანადა)

სიმბოლური ნაკრები

მეკარე - გიბსონი;

მცველები - ტროუბა, ჯეიკ მაკეიბი (აშშ);

ფორვარდები - ჯონ გორდო (აშშ), ფილიპ ფორსბერგი (შვედეთი), ნიუჯენტ-ჰოპკინსი.

ბომბარდირები

რაიან ნიუჯენტ-ჰოპკინსი (კანადა) - 15 (4+11); ჯოელ არმია (ფინეთი) - 12 (6+6); მარკუს გრანლუნდი (ფინეთი) - 12 (5+7); ტეუვო ტერიავიაინენი (ფინეთი) - 12 (5+6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა