სამთო თხილამურების მსოფლიოს თასი
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში განახლდა სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასის გათამაშება. 7 იანვარს აქ მამაკაცებმა სლალომში გაარკვიეს ურთიერთობა.

ისევე, როგორც შარშან, ზაგრების ტრასას ყველაზე კარგად აუღო ალღო მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა, ავსტრიელმა მარსელ ჰირშერმა. პირველი დაშვების შემდეგ ის მეორე ადგილზე იყო და მხოლოდ ერთ მეასედ წამს აგებდა ლიდერთან, შვედ იენს ბიგმარკთან.

მეორე ცდაზე ჰირშერმა კიდევ უფრო უკეთესი დრო აჩვენა და რჩებოდა მხოლოდ ლიდერ ბიგმარკის დაშვება, მაგრამ შვედმა ტრასაზე რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და ორი ცდის ჯამში მხოლოდ 26-ე ადგილი დაიკავა.

ჰირშერისთვის ეს იყო სეზონში მესამე გამარჯვება. ამით მან ლიდერობა მოიპოვა როგორც სლალომის ჩათვლაში, ასევე გენერალურ კლასიფიკაციაში. აქ მან 51 ქულით გაუსწრო ნორვეგიელ აქსელ-ლუნდ სვინდალს, რომელმაც გამოტოვა ეს სლალომი და ჩამორჩენის გაბათილებას თავის საყვარელ ჩქაროსნულ დისციპლინებში ეცდება.

სლალომი

1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 1:56.17 (58.66+57.51); 2. ანდრე მიურერი (შვედ) - 1:56.74 (59.17+57.57); 3. მარიო მატი (ავსტრია) - 1:57.26 (59.15+58.11); 4. სტეფანო გროსო (იტა) - 1:57.32 (58.79+58.53); 5. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 1:57.48 (59.20+58.28); 6. ალექსის პინტურო (საფ) - 1:57.50 (59.54+57.96)...

საერთო ჩათვლა

1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - 740 ქულა; 2. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) - 689; 3. ტედ ლიგეტი (აშშ) - 552; 4. ფელიქს ნოიროიტერი (გერმანია) - 441; 5. ანდრე მიურერი (შვედ) - 334; 6. ჩიეტილ იანსრუდი (ნორვეგია) - 322...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა