ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 26 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა
ვიქტორ სანიკიძემ ორმაგი დუბლის გემო გაიხსენა. სერია A-ს მორიგ ტურში მისმა "სიენამ" "მონტეგრანაროს" უმასპინძლა და 93:79 დაამარცხა, ქართველი ფორვარდი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სანიკიძის მარგი ქმედების კოეფიციენტი (27) უფრო მაღალი იყო, ვიდრე მასზე 10 ქულით მეტის მიმთვლელი დევიდ მოსისა (26).

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა საბოლოოდ ორმაგი დუბლი შეასრულა.

ვიქტორმა 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულა, 12 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება - ესაა სანიკიძის სრული მონაგარი. ამასთან, ქართველ ფორვარდს ბურთი არ დაუკარგავს და ჯარიმა არ მიუღია, მასზე კი მეტოქეებმა ხუთჯერ დაარღვიეს წესები.

სანიკიძესთან ერთად, სიენელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო დევიდ მოსმა, რომელმაც 27 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. სიენელთა ლიდერი ბობი ბრაუნი კი 12 ქულასა და 4 პასს დასჯერდა.

ამ გამარჯვებით "სიენა" მეორე ადგილზე გადავიდა. მომდევნო ტურში სანიკიძის გუნდს სერიოზული გამოცდა ელის. 13 იანვარს "სიენა" სტუმრად ეთამაშება მესამე ადგილზე მყოფ "დინამო სასარის".

gbf.ge

თამაშის ყურება სად შეიძლება??
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა