შვიდი მოგება და ერთი მარცხი - ასეთი შედეგით დაბრუნდნენ ქართველი ჭაბუკი წყალბურთელები ამერიკის შეერთებული შტატებიდან

შვიდი მოგება და ერთი მარცხი - ასეთი შედეგით დაბრუნდნენ ქართველი ჭაბუკი წყალბურთელები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირშიც იასპარეზეს და ამხანაგური შეხვედრებიც გამართეს.

გუნდი უმთავრესად 1997-1998 წლებში დაბადებული სპორტსმენებით დედაქალაქის კლუბ "თბილისის" ბაზაზე დაკომპლექტდა და, გაძლიერების მიზნით, რამდენიმე მოთამაშე "ლიგამუსიდან" და "ივერიიდანაც" დაიმატეს.

საბოლოოდ "თბილისი", კლუბის პრეზიდენტ ლევან ბერიშვილის ხელმძღვანელობით, ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა ოკეანის გაღმა: ირაკლი რაზმაძე, გიორგი კუჭუხიძე, ანდრია ბითაძე, რეზი იმნაიშვილი, დავით რევია, ლევან მოსეშვილი, ლუკა ნიკოლეიშვილი, ლუკა გელაძე, გიორგი რაზმაძე, ირაკლი მარგველაშვილი, ვახტანგ კუცია, კოტე კოტია, ვაჟა ფურცელაძე. მთავარი მწვრთნელი ირაკლი ბაქრაძე.

ფაქტობრივად, ტურნირზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საბაზო გუნდი იმყოფებოდა. შეჯიბრებას ლოს-ანჯელესთან ახლოს ქალაქ ქომერის კოლეჯმა ფუტ ჰილიმ უმასპინძლა.

- თითქმის ათი წელიწადია, "ქომერს ქაფი" ტარდება და მასში ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 32 გუნდი იყრის თავს, - გვითხრა ამერიკიდან დაბრუნებულმა ირაკლი ბაქრაძემ. - ამჯერადაც მთავარი პრიზისთვის, მასპინძლებთან ერთად, კანადის, ვენესუელის, მექსიკისა და უნგრეთის წარმომადგენლებმა იასპარეზეს - როგორც კლუბებმა, ისე ნაკრებმა გუნდებმა, რომლებიც ორგანიზატორებმა სხვადასხვა ქვეჯგუფში განთესეს.

ჩვენ "ფუტ ჰილისთან" ერთად მოვხვდით. ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ სწორედ ამ გუნდს გადავეყარეთ.

თავის გასამართლებლად არ ვამბობ - არნახულად მიკერძოებული მსაჯობა იყო. არბიტრებმა პირველსავე პერიოდში გუნდის მთავარი შემტევი ძალა - ანდრია ბითაძე და რეზი იმნაიშვილი გაგვიძევეს, თანაც შეტევისას.

მეტოქის გულშემატკივრებიც ამაზრზენად იქცეოდნენ ტრიბუნებზე - უცენზურო სიტყვებს ვინ ჩივის, ჩვენს წყალბურთელებს სხვადასხვა საგანს ესროდნენ. ყოველივეს მიუხედავად, თბილისელებმა ვაჟკაცურად იბრძოლეს და მხოლოდ ერთი ბურთით დათმეს (6:7) შეხვედრა.

მატჩის შემდეგ ჩვენს საქომაგოდ მოსულმა იქაურმა ქართველებმა გვითხრეს - გულს ნუ გაიტეხთ, არბიტრები მასპინძლებს შვიდი წელიწადია, თასის მოპოვებაში ეხმარებიანო.

ამჯერადაც "ფუტ ჰილიმ" გაიმარჯვა, თუ ამას გამარჯვება ჰქვია. "თბილისმა" კიდევ ორი პაექრობა მოიგო და მეორე ადგილზე გავიდა.

თუმცა ტურნირის დასრულებას არ დავლოდებივართ - ლას ვეგასიდან გვქონდა მიწვევა და იქ გავემგზავრეთ, სადაც სამი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ: ჩვენმა ბიჭებმა ორ მატჩში ასევე სტუმრად მყოფ ბრაზილიელ თანატოლებს სძლიეს - 13:9 და 12:6, ხოლო ლასვეგასელებს 18:9 აჯობეს.

არადა, 2010 წლიდან ამერიკის ყველა კოლეჯს მოეთხოვება, წყალბურთის გუნდი ჰყავდეს. ჩაიყვანეს სერბი და ხორვატი მწვრთნელები. ასე რომ, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის იქ, ოკეანის გაღმა, სერიოზულად ზრუნავენ.

- საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თქვენთან ერთად მუშაობს იოვან პოპოვიჩი. ისიც იყო ამერიკაში?

- იოვანი ჩვენთან ერთად ვერ წამოვიდა. მან სეზონის მიწურულს შვებულება აიღო და სერბეთს გაემგზავრა ოჯახის წევრების მოსანახულებლად.

- "ქომერს ქაფზე" თქვენ 1996 წელს დაბადებული წყალბურთელების წაყვანაც შეგეძლოთ...

- ამჯერად ეს შანსი შეგნებულად არ გამოვიყენეთ, რადგან წლეულს 1997-1998 წლებში დაბადებულთ ევროპის პირველობა ელით და სწორედ ამ ასაკის სპორტსმენების - ნაკრების ძირითადი ბირთვის გამოცდა განვიზრახეთ. ერთი წლით უფროსებთან პაექრობაში გამოვცადეთ ბიჭები.

15 იანვრიდან ისევ შევიკრიბებით და პოპოვიჩთან ერთად ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას დავიწყებთ. შეჯიბრება მაისშია დაგეგმილი. მეტოქე გუნდებისა და მასპინძელი ქალაქის ვინაობას იანვრის მიწურულს შევიტყობთ. ფინალური ტურნირი კი წლეულს, სექტემბერში მალტაში გაიმართება.

შესარჩევი ასპარეზობისთვის თებერვალ-მარტში სამი საწვრთნელი შეკრება სერბეთში გვექნება. პოპოვიჩი შვებულების პერიოდში თავისიანებთან ზოგიერთ დეტალს დააზუსტებს.

საგულისხმოა ისიც, რომ 10 იანვრიდან სერბეთში, კერძოდ, "ვოივოდინაში" ითამაშებს ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი ანდრია ბითაძე.

აპრილის შუა რიცხვებში თბილისი მესამედ უმასპინძლებს ოლიმპიური თამაშების პრიზიორ ნოდარ გვახარიას საერთაშორისო მემორიალს, რომელშიც ამჯერად ბევრად ძლიერი ახალგაზრდული ნაკრებები იასპარეზებენ. კერძოდ, სერბები, რუმინელები, თურქები, უკრაინელები და ყაზახები ჩამოვლენ.

ასე რომ, შესარჩევი ტურნირის წინ საკმაოდ მკაცრი გამოცდა გველის და წარმატებისთვის არაფერს დავიშურებთ. ივნისში კი უკრაინას ვესტუმრებით და სახელოვანი წყალბურთელის - ბარკალოვის ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას.

- როგორც ვატყობ, მალტაში გამგზავრება უიმედო არ უნდა იყოს...

- მართალია, ჯერ არ ვიცით, შესარჩევში ვინ გვეყოლება მეტოქეებად, მაგრამ ამერიკულმა ტურნემ დამარწმუნა, რომ, ალბათ, ყველა ბარიერს გადავლახავთ და მალტის ფინალურ ეტაპზეც წარმატებით ვითამაშებთ. საამისოდ თანადგომა არ გვაკლია.

ამიტომ დახმარებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას, საწყლოსნო სახეობათა ეროვნულ ფედერაციას და განსაკუთრებით, თბილისის მერიას, კერძოდ, მერაბ ჩიქობავას, რომელმაც ჩვენი გუნდის ამერიკაში გასამგზავრებლად არაფერი დაიშურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
მაინტერესებს, მალტაში აქ ჩამოთვლილი ყველა სპორტსმენი წავ სათამაშოთ?
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"