ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კითხვა საფეხბურთო სამყაროდან: სად არის კახა კალაძე?

კითხვა საფეხბურთო სამყაროდან: სად არის კახა კალაძე?

კულუარული ხმებით, ბიძინა ივანიშვილი ქართული ფეხბურთის ასაღორძინებლად 80 მილიონი ევროს გაღებას აპირებდა, მაგრამ...
სამყარო ორად იყოფა: ადამიანები, რომლებსაც ველოსიპედით სეირნობა უყვართ და ისინი, ვინც სწრაფად ატარებენ მანქანას.

ეს სიტყვები ერთმა ფრანგმა თქვა და საყურადღებო უნდა იყოს სისადავითა და სიზუსტით. ჩვენთვის კი ეს იმად არის საინტერესო, რომ ველოსიპედით სეირნობაზე უფრო აქტუალური მანქანის სწრაფად ტარებაა.

ცხადია, იმას არ ვგულისხმობ, რომ კარგ მანქანაზე მომხტარ ტიპურ ქართველს ძალიან უყვარს გაზზე ფეხის მიჭერა.

ველოსიპედით სეირნობა, იცოცხლეთ, ძალიან კარგია, ოღონდაც საამისოდ ცხოვრების მოწესრიგებაა საჭირო. ვინაიდან სხვებზე ჩამორჩენილები ვართ, სწრაფად სიარული გვმართებს, ამისთვის კი მანქანა გაცილებით უკეთესი საშუალებაა.

მანქანა კიდევ წარმოადგენს ველოსიპედზე რთულ მექანიზმს, რომელსაც ველოსიპედზე უფრო ბევრი რამე სჭირდება: საწვავი, ზეთი, ანტიფრიზი და განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა.

ეს ლირიკული აბდაუბდა კი იმას მოვაყოლე, რომ ამას წინათ ერთი პარლამენტარი შემხვდა, ძალიან კარგი კაცი და, რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის სვე-ბედი მიმოვიხილეთ.

ქართულ ფეხბურთს ბევრგან უჭირს, ყველაზე უფრო კი, ალბათ, საკლუბო დონეზე. ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ჯერ კაცმა არ იცის, რა ელოდებათ ეგრეთ წოდებულ საბიუჯეტო კლუბებს მომდევნო სეზონში; ზოგს კი სულაც მიმდინარე სეზონის ჩამთავრება-არჩამთავრებაზე აქვს საქმე.

ამ პატივცემულმა პარლამენტარმა კი დამიდასტურა ის ამბავი, რაც ადრე მხოლოდ კულუარულად ვიცოდი. ამბავი ასეთია: როცა უმცროსი ნოდარ ახალკაცი გახლდათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულა ქართული ფეხბურთის პრობლემებით და გამოუთქვამს სურვილი და მზადყოფნა, ათეულ მილიონობით დოლარი დაეხარჯა საქმის გამოსასწორებლად.

პროექტი ვერ განხორციელდა, რისი ზუსტი მიზეზი უცნობია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ივანიშვილის ფინანსები რაგბისკენ წავიდა და მორაგბეებმა მისგან არაერთი საჩუქარი მიიღეს მოედნების სახით.

მოკლედ, თუ კონფიდენციალურ წყაროს დავუჯერებთ, ივანიშვილს ფეხბურთში სურდა ფულის დახარჯვა, მაგრამ რეფორმატორებთან ვერმორიგების გამო ფინანსები მორაგბეებს დარჩათ.

და რა თანხაზე იყო ლაპარაკი?

აქ უკვე პარლამენტარმა მოგვაწოდა ინფორმაცია: 80 მილიონი ევრო. ცხადია, ეს არაოფიციალური ცნობაა, მაგრამ სიმართლესთან ახლოს კი უნდა იყოს.

ამ ყველაფერმა მოიტანა იმედი, რომ ახალი ხელისუფლება კონცეპტუალურად იზრუნებს ქართული საფეხბურთო კლუბების მოღონიერებაზე. ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებმა "ლელოს" არაერთხელ უთხრეს, აწ უკვე დამოუკიდებლად შეგვეძლება საკუთარი თავის და ნაკრებების შენახვაო და ბუნებრივია, რომ მისახედი რჩება საკლუბო ფეხბურთი.

რა და როგორ უნდა გაკეთდეს - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი საფეხბურთო სამყაროდან გამოსული კაცია და პრემიერ-მინისტრს კარგადაც განუმარტავს, თუ რა პრობლემების წინაშეა საკლუბო ფეხბურთი.

მთავარი პრობლემა ფულია. საკითხავი ისღა რჩება, როგორ უნდა მოფულიანდნენ ქართული კლუბები და როგორ არ უნდა მობეზრდეს ბიზნესმენს საფეხბურთო კლუბში ფულის ჩადება.

ივანიშვილს საფეხბურთო თემატიკაზე კიდევ უნდა ჰყავდეს კარგი მრჩეველი, ვინც მისი პოლიტიკური კოალიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე იყო: კახა კალაძე.

არაერთხელ გვითქვამს, რომ კალაძე ძალიან კარგი მაგალითია ქართველი ახალგაზრდობისთვის. შრომა, მიზანდასახულობა, გაბედულობა, რისკზე წასვლა - კალაძემ ამით მიაღწია წარმატებას სპორტსა და პოლიტიკაში. ის ახლა ენერგეტიკის მინისტრია, მაგრამ ეს ვერ მოუხსნის მას პასუხისმგებლობას ქართული საფეხბურთო სამყაროს წინაშე.

ყველაზე უფრო, ალბათ, კალაძეს შეუძლია ივანიშვილის დარწმუნება იმაში, რომ ფეხბურთი საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. წინასაარჩევნო პერიოდში კალაძე ივანიშვილის თანამებრძოლი იყო, ახლაც თანაგუნდელები არიან, ოჯახებითაც მეგობრობენ და ცხადია, კალაძეს სწორედაც რომ ეთქმის სიტყვა პრემიერ-მინისტრთან.

კიევის "დინამომდე" და "მილანში" წასვლამდე კალაძე სწორედ ქართული ფეხბურთის წვენში იხარშებოდა, ქართული ფეხბურთიდან დაიწყო საკუთარი თავის შექმნა და ახლა სწორედ მისი დახმარება სჭირდება ჩვენს ფეხბურთს.

საქართველოს ფეხბურთს სხვა ბევრი პრობლემაც აქვს, მაგრამ არა მგონია, რომ სპორტის ეს სახეობა მეორეხარისხოვანი იყოს მთელი ქვეყნისთვის.

კალაძეს შეუძლია გახდეს ის რგოლი, რომელიც კარგად დააკავშირებს ერთმანეთთან ფეხბურთსა და ხელისუფლებას.

კალაძეს შეუძლია, დაელაპარაკოს ქართული კლუბების მესვეურებს და სპორტის მინისტრთან ერთად შეიმუშაოს ის მიმართულებები, რითაც უნდა განვითარდეს საკლუბო ფეხბურთი.

კალაძეს ბევრი შეუძლია, ახლა მისი ჯერია. მას ერთხელაც აქვს იმის შანსი, ქართველი გულშემატკივარი გაახაროს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთს აღარ თამაშობს.

კატეხიზმოში ასე წერია: ცოდნის მომატებით ტანჯვაც გემატებაო. ახლა კი სხვა დროა, სამყარო იმაზე მუშაობს, თუ როგორ გაიადვილოს ცხოვრება. ცოდნის მომატება და მეტი წარმატების მიღწევა კი ძალაუნებურად პასუხისმგებლობას მატებს ამბიციურ ადამიანს.

ალბათ, ასეა კალაძის შემთხვევაშიც.

ველოსიპედით სეირნობა თუ მანქანის სწრაფად ტარება - კალაძე აქაც სწორ არჩევანს გააკეთებს, მე ასე მგონია. სამყაროს კლასიფიკაციის ფუნდამენტურ პრინციპებზე კი სხვა დროსაც ვილაპარაკებთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Rugby at first

ფეხბურთის განვითარება ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია!!!რატოომ? დღევანდელი ფეხბურთი არის დიდი რაოდენობით გაჟღენთილი კომერციალიზაციით,საქართველოში კი ქვეყნის განვითარებიდან გამომდინარე,შეუძლებელია ასეულობით მილიონი ლარი ჩაიდოს სპორტში,სადაც ასეთი მარაზმი ტრილებს გინდა ფედერაციაში,გინდა თვითონ ფეხბურთელებში,გამოუსწორებელი შეცდომა იქნება ქართველი ხალხის წინაშე ასეთი ნაბიჟი მაშინ,როცა ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვებაში ცხოვრობს... რაც შეეხება რაგბის ნამდვილად დაიმსახურა ყველანაირი დახმარება რაც ვინმეს ოდესმე გაუწევია,რადგან ჩვენი გუნდი არ აქვს მნიშვნელობა იგებს-აგებს თვას დებს თამაშზე და ბოლომდე იხარჯება,მოთამაშეები ერთმანეთზე უკეტესები და მშრომელები,რამოდენიმე მათგანი მსოფლიო დონის ვარსკვლავიც კი არის,რაგბის კავშირი კი ყველაზე წარმატებული კავშირია სხვასპორტულ ფედერაციებთან შედარებით უკვე წელებია... მოკლედ თუ ფულის ჩადებაა ისევ და ისევ აუცილებლად რაგბში!!! გეყოთ ეს დინამოს ძველი დიდების ოცნებები,მსგავსი რამ აღარ-ვეღარ იქნება ვერასოდეს მომავალში სამწუხაროდ...

• პანტელეიმონი

მეც ბევრჯერ აღმინიშნავს ამის შესახებ,კახას ჩარევის გარეშე ქართულ ფეხბურთს არაფერი არ ეშველება. მხოლოდ კახას შეუძლია ქართული ფეხბურთის სამყაროს გაერთიანება.

• bibo

კალაძე გორის დილას უშველე ნამდვილად კარგი გუნდია იცი ეს თქვენ. გთხოვთ მტელგორის სახელით.

• EL 92

კალა მაგარია კაცია რამეს გააკეთებს აუცილებლად, თუ ეს სტატია თუ წაიკითხა კიდე უფრო მოუნდება რომ ქართველი ერი გაახაროს:) შენი იმედი გვაქვს კალა შენ მხოლოდ შენ შეგიძლია უჩველო ქართულ ფეხბურთს...

• guja_kakhadze

100 მილიონი დოლარი რომ შესთავაზა ფეხბურთის ფედერაციას ეს პრესაში იბეჭდებოდა. გავაკონტროლებ მიზნობრივად თუ დაიხარჯებაო ესეც. უარი რომ მიიღო მასე არ გვაწყობსო ესეც პრესიდან ვიცი.

• ჯეკო

ოღონდაც რამე ეშველოს ქართულ ფეხბურთს. სახლში 4 წლის მომავალი ვარსკვლავი მეზრდება.

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა