9 იანვარს მორიგი საწვრთნელი შეკრება დაიწყო გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებმა გუნდმა
9 იანვარს მორიგი საწვრთნელი შეკრება დაიწყო გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებმა გუნდმა.

პატარა "ჯვაროსნები" სასტუმრო "ბატესტაში" დაბინავდნენ და 20 იანვრამდე მინსკის ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირისთვის ინტენსიურად მოემზადებიან.

17-წლამდელებმა ზამთრის პირველი შეკრება დეკემბრის ბოლოს ზუგდიდში გაიარეს, სადაც გუნდის ძირითად ბირთვთან ერთად, რამდენიმე ახალი ფეხბურთელიც გაისინჯა. ამჯერად კი ნაკრების თავკაცმა გიორგი დევდარიანმა თბილისურ შეკრებაზე 23 ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე "საბურთალო")

მცველები: აკაკი შულაია ("მერანი", მარტვილი), ზურაბ გელაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა ველიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე (ყველა - "საბურთალო"), თორნიკე კირკიტაძე, ომარ პატარკაციშვილი (ორივე - "ლოკომოტივი", თბილისი)

ნახევარმცველები: ზურაბ მალანია ("ბაია", ზუგდიდი), გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ილია ბეროშვილი, ირაკლი რუხაძე (ყველა - "საბურთალო"), თენგიზ გოროზია ("დინამო", თბილისი), გიორგი ბერიძე ("ჩიხურა", საჩხერე), გიორგი ბუნტური ("ვიტ ჯორჯია", თბილისი)

თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი", თბილისი), ილია კერძევაძე ("ჩიხურა", საჩხერე), დემურ კანდელაკი ("ტორპედო", ქუთაისი), გრიგოლ ჩაბრაძე ("საბურთალო"), რომან ჭანტურია ("ემპოლი", იტალია), ალექსანდრე შერაზადაშვილი ("ალკორკონი", ესპანეთი)

რაც შეეხება მინსკის საერთაშორისო ტურნირს, საქართველოს ასაკობრივი ნაკრები უკვე მეორე წელია, მონაწილეობს.

შარშან ტურნირის ვერცხლის მედლები დაისაკუთრა ვასილ მაისურაძის 1995 წელს დაბადებულთა ნაკრებმა.

წელსაც ტურნირში, ტრადიციულად, რვა გუნდი მონაწილეობს. წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც ბელორუსის, ბელგიისა და ლიტვის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

B ჯგუფში ასპარეზობენ რუსეთის, მოლდოვას, უკრაინისა და ლატვიის 17-წლამდელთა ნაკრები გუნდები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველი 17-წლამდელები მინსკში 20 იანვარს, გამთენიისას გაემგზავრებიან. ტურნირის კალენდარი კი ასე გამოიყურება:

21 იანვარი

A ჯგუფი

საქართველო - ბელგია

ბელორუსი - ლიტვა

B ჯგუფი

მოლდოვა - უკრაინა

რუსეთი - ლატვია

22 იანვარი

A ჯგუფი

ლიტვა - ბელგია

ბელორუსი - საქართველო

B ჯგუფი

ლატვია - უკრაინა

რუსეთი - მოლდოვა

24 იანვარი

A ჯგუფი

საქართველო - ლიტვა

ბელგია - ბელორუსი

B ჯგუფი

მოლდოვა - ლატვია

უკრაინა - რუსეთი

26 იანვარს კი უკვე ტურნირის დასკვნითი მატჩები გაიმართება. ჯგუფების პირველადგილოსნები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, მეორეადგილოსნები - მესამე ადგილისთვის მატჩში და ა.შ.

gff.ge

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა