<p>პლოვდივში ქართველ მოჭადრაკე ქალთა მესამე მეტოქე სომხური კლუბია <br> პლოვდივში მოჭადრაკე ქალთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე გუშინ მეორე ტურის პარტიები გათამაშდა. ქართველი მანდილოსნები ტურნირის რეიტინგფავორიტ მონაკოს "მონტე კარლოს" დაუპირისპირდნენ. მაია ჩიბურდანიძე (2500) მე-18 სვლაზე მსოფლიოს კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე მყოფ ინდოელ ჰამფი კონერუს (2539) დაუზავდა. ისევ დამარცხდა ლელა ჯავახიშვილი (2451). ამჯერად მან ჩინელ ჰოუ იფანთან (2578) წააგო 26-ე სვლაზე. მატჩში წონასწორობა აღადგინა სალომე მელიამ (2439), რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მყოფი სლოვენიელი ანა მუზიჩუკის (2535) ძლევას 31 სვლა მოანდომა. შეხვედრის ბედი ორგზის ევროპის ჩემპიონ პია კრამლინგისა (შვედეთი, 2509) და ნინო ხურციძის (2435) პარტიაზე იყო დამოკიდებული. ქართველმა დიდოსტატმა, წინა ტურისგან განსხვავებით, მთელი პარტია შესანიშნავად წარმართა. ლაზიერების ენდშპილში ორპაიკიანი უპირატესობა (იხ. დიაგრამა) ნინომ ზუსტად გამოიყენა და "სამაიას" 2,5:1,5 გაამარჯვებინა. გუშინვე პლოვდივში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძეს შევეხმიანეთ.</p><p>- დღევანდელმა წარმატებამ ძალიან გაგვახარა. "მონტე კარლო" სუპერგუნდია და მისი ძლევა იოლი არ იყო. პირველ დაფაზე მე-18 სვლისთვის თანბარი პოზიცია რომ შეიქმნა, კონერუმ ჩიბურდანიძეს ყაიმი შესთავაზა. რადგანაც სხვა დაფებზე კარგი მდგომარეობა გვქონდა, გადავწყვიტეთ ინდოელის წინადადება მიგვეღო. მერე ჯავახიშვილი ჰოუ იფანის იერიშებს ვერ გაუმკლავდა და წააგო, სამაგიეროდ, მელიამ და ხურციძემ მდგომარეობა გამოასწორეს. გუნდის წევრები კარგ ხასიათსა და საბრძოლო განწყობაზე არიან. მესამე ტურში ერევნის კლუბს ვეთამაშებით, რომელიც, ფაქტობრივად, სომხეთის ნაკრებია, ინდოელი ჰარიკა დრონავალით გაძლიერებული. ჩვენთვის უხერხული მეტოქეა, მაგრამ მაქსიმალურად მობილიზებული ვიქნებით და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ...</p><p>ვაჟებში ბაადურ ჯობავას (2710) და თორნიკე სანიკიძის (2564) გუნდებმა - უკრაინის "ჩერნიგივმა" და ლუქსემბურგის "კავალიემ", შესაბამისად, ბრემენის "ვერდერი" და დანიის კლუბი დაამარცხეს ერთნაირი (3.5:2,5) ანგარიშით. თავად ჯობავა და სანიკიძე პირველ დაფებზე ლორან ფრესინეს (2718) და რასმუს სქაითს (2400) შეუთანხმდნენ ყაიმზე. მამაკაცებში 4-4 ქულით 11 გუნდი მეწინავეობს.</p>
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა