"ბოსტონის" ნიუ იორკში გამარჯვება მოულოდნელი იყო

მოულოდნელი იყო "ბოსტონის" ნიუ იორკში გამარჯვება. საქმე ისაა, რომ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო არ თამაშობდა "სელტიქსის" ძირითადი პლეიმეიკერი რაჟონ რონდო, რითაც "ნიქსს" საქმე უნდა გაადვილებოდა, მაგრამ აღმოსავლეთის ერთ-ერთი ლიდერი დააღალატა კარმელო ენტონიმ, რომელმაც ძველებური ეგოისტური თამაშით გააფუჭა საქმე.

ფორვარდმა 26-ჯერ ისროლა მეტოქის ფარის მიმართულებით და მხოლოდ ექვსი ბურთი ჩააგდო. ამასთან, მის ანგარიშზე მხოლოდ სამი მოხსნა მოდიოდა. არადა, ამ მატჩს კარმელო გასული კვირის საუკეთესო მოთამაშის რანგში შეხვდა.

მოკლედ, რონდოს არყოფნითა და ენტონის ცუდი თამაშით შეხვედრა თანაბარი გამოვიდა. საფინალო სირენამდე ექვსი წუთით ადრე ანგარიში 86:86 იყო, მაგრამ ამის შემდეგ "ნიუ იორკის" დაცვამ საშინლად ითამაშა და დარჩენილ დროში "ბოსტონმა" მხოლოდ სამი ბურთი ააცილა თამაშიდან, 16 ქულა ჩაუგდო მეტოქეს, რაც გამარჯვების გარანტია იყო.

"ნიუ იორკისა" და "ბოსტონის" შეხვედრა სკანდალით დასრულდა. გუნდების ლიდერებმა - ენტონიმ და კევინ გარნეტმა მატჩის დროს სიტყვიერად წაიკინკლავეს, რის გამოც მსაჯებისგან ტექნიკური პერსონალურები მიიღეს. მატჩის დასრულების შემდეგ ენტონიმ მოედანი სტუმრებისთვის განკუთვნილი გვირაბის გავლით დატოვა.

"ნიქსის" ფორვარდი "სელტიქსის" გასახდელის კარს მიადგა და მეტოქე კალათბურთელების მიმართ მუქარის ფრაზებს ისროდა.

მოგვიანებით ენტონი გარნეტს "ბოსტონის" ავტობუსთან დაელოდა და სერიოზული კონფლიქტის საფრთხეც არსებობდა, მაგრამ ამას წინ აღუდგნენ პოლიციელები და არენის თანამშრომლები. ასევე, გაშველებაში დიდი როლი ითამაშა "ნიუ იორკის" დამრიგებელმა მაიკ ვუდსონმა.

ნიუ იორკი-ბოსტონი 96:102

21:22, 35:31, 16:23, 24:26

ნ-ი: სმიტი (24), ენტონი (20), ჩენდლერი (13+17 მოხსნა), სტაუდმაიერი (13).

ბ: პირსი (23+6 პასი), გარნეტი (19+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), გრინი (16), ბრედლი (13), სალინჯერი (10).

ასევე იხილეთ:

"მილუოკის" მწვრთნელი მოხსნეს

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა